რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ყოფილი პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი პრევენციულ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწვდის.
ევროპასა და აშშ-ზე საუბრისას, მედვედევმა არ გამორიცხა, რომ შექმნილ ვითარებაში კიევის რეჟიმს საკმაოდ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები მისცენ და მეტიც, შესაძლოა, ატომურ იარაღიც მიაწოდონ .
„მაგრამ მაშინ ეს ნიშნავს, რომ ბირთვული მუხტის მქონე რაკეტები მათკენ მიფრინდება. არსებობს ომის შეუქცევადი კანონები. თუ საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, აუცილებელი იქნება პრევენციული დარტყმის განხორციელება”, – აღნიშნა მედვედევმა.