თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ მოწოდებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადადგომის შესახებ სასაცილო უწოდა.
„პრეზიდენტმა გადაწყვიტა არჩევნებში კენჭი აღარ ეყარა. ეს არის ის, რაც მან გადაწყვიტა. მას სურს გააგრძელოს საქმის კეთება. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია, ვფიქრობ, ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ლიდერობა“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.
ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
ამის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა „რესპუბლიკელმა“, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ თუ ბაიდენს არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა, ის არ არის შესაფერის კანდიდატი იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს.