თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ:
„საჟირაფე შენდება, ეს არის ყველაზე რთული შენობა და ძალიან დიდი ხანი დაჭირდა ამის აშენებას, უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს და ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე. მოგეხსენებათ, ჟირაფს ასე მაღაზიაში ვერ იყიდით, სადღაც უნდა დაიბადოს, შემდეგ გარკვეულ ასაკამდე უნდა მიაღწიოს, შემდეგ უკვე ჩამოვიყვანთ. მისი ტრანსპორტირებაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა.
თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის სრული წევრი – გვეყოლება კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები, რომლებმაც შარშან უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიაში ერთ-ერთ ზოოპარკში და წელს კიდევ გაგრძელდება ტრენინგები, ორი ჩვენი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ ამერიკაში, რომ იქაური ცხოველები შეისწავლონ. ჟირაფები განსაკუთრებული ცხოველები არიან და ზოგადად დიდი ზომის ცხოველებთან ურთიერთობა რთულია, მათ გარდა იქნებიან მარტორქები, ბეჰემოთები“. – ამის შესახებ, ზურაბ გურიელიძემ მედიასთან განაცხადა