თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

19
spot_img

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, დღეს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და მუდმივად ვითარდება.

სამხედრო პოლიციელებს სიტყვით მიმართეს ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა შალვა შენგელიამ მიმართეს.

საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამორჩეულ სამხედრო პოლიციელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის უწყებრივი მედლები – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცათ. სამხედროები საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.