,,თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ”- რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

52
spot_img

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კახი ხუციშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ.

ექიმის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ არის.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კომპენსაციებს ხელი უკვე მოაწერეს. სხვათა შორის, პირდაპირ ამ საკითხით დაიწყო საუბარი ბატონმა პრემიერმა, რომ არის რაღაც ნაწილი, ვინც უკვე ხელი მოაწერა და კომპენსაცია ჩაერიცხა. ოპტიმალურად უნდა დაკომპლექტდეს, დარგის ხელმძღვანელობაც იქნება ამაში ჩართული, მთლიანად კოლექტივიც. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ უბრალოდ იქ მუშაობა და დატოვებს კოლექტივს, ვისაც ამის სურვილი ექნება, უკან დაბრუნდება, ამის წინააღმდეგი არავინ არის. ჩვენ ამას არანაირად არ შევეწინააღმდეგებით, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ერთად მუშაობა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი“, – განაცხადა კახი ხუციშვილმა.