ორშაბათი, მაისი 29, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიოსუდანში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა

spot_img

სუდანში ქვეყნის არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებებს, რომელიც 15 აპრილს დაიწყო, 270 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 2,6 ათასი ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაღუპულთა შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 3 თანამშრომელია. ჯანმოს ხელმძღვანელმა თედროს გებრეისუსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა სინანული გამოთქვა.

სუდანში 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალებმა სამხედრო გადატრიალება სცადეს, მაგრამ მათ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მხარი არ დაუჭირეს. მას შემდეგ ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები