სრული ფარსი იყო კამპანია, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გაიშალა, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება-პრემიერი

18
spot_img

სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გაიშალა, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანადაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.

„ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა