სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა

104
spot_img

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა.

დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის თანასოფლელების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.