სომხეთი პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავს

19
spot_img

სომხეთის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსმენა თემაზე „სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება“ 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

სომხეთის პარლამენტში აღნიშნული მოსმენის გამართვის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას“ ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.