სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა – BBC

215
spot_img

წინასწარი შედეგების თანახმად, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა “სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ, გაიმარჯვა, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტო ფიკოა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის თითქმის ყველა ხმა დათვლილია და “სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ “ხმამ” კი, 15 %.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას, მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.

დასავლური მედია წერს, რომ რობერტ ფიკოს პარტია რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია და მათი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, სლოვაკეთმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„თუ “სლოვაკი სოციალ-დემოკრატები” მთავრობაში მოვა, უკრაინაში საბრძოლო მასალას არ გავგზავნით”, – განუცხადა ფიკომ მხარდამჭერებს.