“შენი სახელმწიფოს წინ არ შეიძლება რომელიმე სხვა სახელმწიფო ან ორგანიზაცია დააყენო”

344
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

როცა სახელმწიფო გაქვს, – შენი სახელმწიფოს წინ არ შეიძლება რომელიმე სხვა სახელმწიფო ან ორგანიზაცია დააყენო! თუ დგას, – ე.ი. გონებასისუსტისა და გამყიდველობის ბრალია! საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში არის არა პოლიტიკა, არამედ, “დავალებების შესრულება” და ამისთვის საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

რა შედეგი მოაქვს ამ უაზრობას, – ხედავთ! საქართველო თამაშობს პოლიტიკურ თამაშს, რომელსაც
ჰქვია “თამაში ნულოვანი ჯამით!” ანუ ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირებაში თამაშობს ერთ მხარეს მეორის წინააღმდეგ. დიდები დალაგდებიან ერთმანეთში, მაგრამ ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი პოლიტიკა გამანადგურებელი რისკების შემცველია! მხოლოდ მარიონეტებს ათამაშებენ თამაშს “ნულოვანი ჯამით”.

ი მ პ ე რ ა ტ ი უ ლ ი ა (!):
(ა) თამაში არა “ნულოვანი ჯამი”, არამედ, (ბ დამოუკიდებელი მიუმხრობელი სახელმწიფო- საგარეო პოლიტიკის გატარება, (გ) მრავალმხრივი პოლიტიკა და მრავალმხრივი დიპლომატია, რომლის საფუძველში დევს ს ა მ ი ფუნდამენტური ს ა კ ი თ ხ ი:

1. სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში, და 2. ქართილი სახელმწიფოს განვითარება მისი ხალხის ნიჭისა და უნარის მუდმივი განვითარებისა და საერთო ინტელექტუალური დონის ზრდის ხარჯზე , -აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოს #1 სახელმწიფო პოლიტიკა ეს არის განათლება და მეცნიერება! განათლების მთელი ინდუსტრიის აგება ადრეჩვილობის ასაკიდან, სკოლამდელი ასაკის, სკოლის, უმაღლესი-ტექნიკური განათლების, უნივერსიტეტის შემდგომი მუდმივი საგანმანათლებლო სისტემები და აისბერგის წვეროში – მეცნიერება!

3. ეკონომიკური განვითარება და პროდუქტიული და კვალიფიციური შრომის ხარჯზე მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა თითოეული ამის მსურველი ადამიანისთვის მის მიერ გაღებული ძალისხმევის შესაბამისად!

p.s.
ამ ამოცანების გადაჭრას პროფესიული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც პროფესიონალი პოლიტიკოსები, საკუთარი სახელმწიფოს მესვეურები განახორციელებენ და არა ეს ავანსცენაზე მყოფი იდეოლოგიური ნაგავი ოპოზიციის სახით: 12-პუნქტიან სისულელეზე მოყაყანე “პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები” და ხბოსაღტკინებით ევროპაში ამ სისულელეზე თავმომწონე ხელისუფლების წარმომადგენლები “უბადრუკი “უფროსების” წინაშე!

ან ხარ პოლიტიკოსი და ამ ამოცანებს წყვეტ, ან ხარ სხვისი დავალებების შემსრულებელი და საკუთარი უპასუხისმგებლობით ანგრევ საკუთარ ქვეყანას, თუმცა, ამაში ბრალი მარტო შენ ა მიგიძღვის!

მიამიტ ხალხსაც მიუძღვის დიდი ბრალი, თქვენ რომ უყვარხართ, თქვენი სჯერა და იმ დონემდეა მიყვანილი და გაურკვევლობაში ჩაყენებული, რომ ოჯახის და შვილების მომავალი თავზე ენგრევა საკუთარ ქვეყანაში და…
მაინც აზრზე ვერ მოსულა, – უყვარს “მხსნელი” და “ბელადი”.

ასეა!ცალმხრივი დანაშაული არ არსებობს! დანაშაული კოლექტიურია სახელმწიფოს დონეზე!!!