საქართველოს პარლამენტი აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

22
spot_img

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა.

აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.

30 მარტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი „დედამიწის საათი“ აღინიშნება.

ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე.

აქციის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი საათით ირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის შენობების გარე ელექტროგანათება.

ღონისძიების მთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

საქართველო, 2009 წლიდან შეუერთდა მასშტაბურ აქციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნავს „დედამიწის საათს“.

აქციის ფარგლებში, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის, მუნიციპალური შენობებისა და სხვადასხვა ტერიტორიების გარე განათებები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.