საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა – ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე

10
spot_img

„რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა, – ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, – წერს კარლ ბილდტი X-ზე.

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.