საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება

12
spot_img

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. პარიზის შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია ლიონში გაიმართა.

ქალაქის ქუჩებში 15 ათასამდე ადამიანი იყო გამოსული. აქცია სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.