საფრანგეთიდან საქართველოში 58 არალეგალი დააბრუნეს

73
spot_img

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს.

2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2021 წლებიდან კი განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საფრანგეთის მთავრობისადმი თავშესაფრის მოთხოვნა. 2020-2021 წლებში, ეს რაოდენობა 103.4%-ით გაიზარდა, 2021-2022 წლებში კი 114.3%-ით.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო მეოთხე ადგილზეა თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით საფრანგეთში, ავღანეთის, ბანგლადეშისა და თურქეთის შემდეგ. 2023 წელს, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ საქართველო კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს.

საფრანგეთი, საქართველოს ხელიუსლებასთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავს, რომ 2024 წელს გაზარდოს დეპორტირებული ადამიანების რაოდენობა.