დღეს, სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა, – ინფორმაციას უკრაინის აღდგენის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს ოდესის პორტიდან კონტეინერმზიდი JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) გავიდა და ის სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით გადაადგილდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
დროებითი დერეფანი იმ გემებისთვის გამოიყენება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით, 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა.