“სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, დაფიქრდეს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშვნით საკუთარ თავს, ქვეყანასა და პატიმრების ოჯახებს შარში ნუ გახვევს”

57
spot_img

სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას თუ აღადგენს, ეს კარგია, რადგან ამ კომისიის გაუქმება ძალიან ცუდი იყო. მის თავმჯდომარედ თუ ეკა ბესელიას დანიშნავს, კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ეკა ბესელიას დანიშვნა იქნება იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.