სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის

60
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის.

ინფორმაციას TV 24-ი ავრცელებს.

TV 24-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უკვე აქვს აქტიური მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან და ახალი გაერთიანების პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.

მათი ინფორმაციით,  უკვე დადასტურებულია, რომ ახალ პარტიაში ვიხილავთ ეკა ბესელიას, შოთა შალელაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს. ასევე  აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან.