სამშაბათი, ნოემბერი 28, 2023
spot_img
Homeსაზოგადოებასამართალისახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება

spot_img

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.

spot_img
მსგავსი სიახლეები

TOP სიახლეები