,,საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია “მოამზადოს ნიადაგი მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის”- შვეიცარიის პრეზიდენტი

19
spot_img

შვეიცარიის პრეზიდენტი, ვიოლა ამერდი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს რაღაც მომენტში მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს.

შვეიცარიის პრეზიდენტმა ქალაქ ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება.

შვეიცარიის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად დაარღვია წესებზე დამყარებული სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება.

„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობისკენ მიმავალი პროცესის შთაგონება, მომავალში, რაღაც მომენტში მასში რუსეთიც უნდა ჩაერთოს. ეს ყველასთვის ნათელია”, – განაცხადა ვიოლა ამერდმა და დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია “მოამზადოს ნიადაგი მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ”.