ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუტი წაართვეს.
რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა თბილისში მასობრივად აპროტესტებს ამ დღეებში და რაც ძალიან ახალია საქართველოში, პროტესტები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქზე ვრცელდება. პროტესტი ასევე იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ხალხი ხელს აწერს საჯარო პროტესტებს ან თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის დიპლომატიურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში არსებულ საელჩოებში.
ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.