„რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია“ – შვედეთის შეიარაღებული ძალები

12
spot_img

შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ორი შვედური გამანადგურებელი დახვდა.

შვედეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ SU-24 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გაფრთხილება მისცეს, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგაც მასთან შესახვედრად Gripen-ის ტიპის ორი შვედური გამანადგურებელი გაგზავნეს.

„რუსეთის ქმედებები მიუღებელია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობას აჩვენებს“, – განაცხადა შვედეთის საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა.

ცნობისათვის, შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა 2024 წლის მარტში გახდა.