რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ – ხვიჩა კვარაცხელია

29
spot_img

რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელსაც ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან ჩაატარებს.

„მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით. რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.

რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო. პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც. წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებელმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა. შესაძლოა, მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.