რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა-დავით მათიკაშვილი

13
spot_img

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია მარცხს აუცილებლად იწვნევს ოქტომბერში.

„ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისთვის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ისედაც ერთი ნიშნით და ერთი ფანჩატურით გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია, გინდაც ფორმალურად დანაწევრებული იყოს, თუ ერთი სიით წარდგება, ერთიანად ეტყვის მთელ ამომრჩეველს, რომ მას მხარი არ უნდა დაუჭირონ. თუ ეს იქნება ცალ-ცალკე წარმოდგენილი, ის პოლიტიკური ძალები იმავე ხვედრს გაიზიარებენ, რომლებიც იქნებიან დანაწევრებული რადიკალური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.