რა თქმა უნდა ომის საფრთხე დღესაც არსებობს. ამ რიტორიკის დაწყება დასავლეთის მხრიდან ზუსტად ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყების დროს, 2022 წლის თებერვალს. ხალხმა თავისი ყურით მოისმინა მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა ომის საფრთხე დღესაც არსებობს. ამ რიტორიკის დაწყება დასავლეთის მხრიდან ზუსტად ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყების დროს, 2022 წლის თებერვალს. ხალხმა თავის ყურით მოისმინა მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. იყო ღია მოწოდებები, რომ მოხალისეები მთავრობის თანხმობით გაგვეშვა თვითმფრინავით უკრაინაში, იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისთვის და მერე მოგვაწვდიდნენ ამის სანაცვლოდ შეიარაღებას. ეს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით, ირიბად ომში ჩართვას გულისხმობდა.
რა თქმა უნდა საქართველო რომ ომში ჩართულიყო ეს უკრაინის შანსებს სულ ცოტათი გაზრდიდა, მაგრამ ჩვენ ვიქნებოდით იმაზე უარეს დღეში, რა დღეშიც სამწუხაროდ დღეს უკრაინა იმყოფება. ნუ დაგვავიწყდება, რომ 20% არის ოკუპირებული 500 ათასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა, ათობით მილიონი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი და შესაბამისად ჩვენ ამ ნაბიჯს ვერაფრით გადავდგამდით.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰპირდებოდნენ უკრაინას ნატოში მიღებას და ბევრი სხვადასხვა ტიპის დაპირება იყო, რომელიც დღეს არავის ახსოვს. დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი ზელენსკი პირდაპირ ეთერში იხვეწება, რომ ის იარაღი მაინც მომაშველოთ, რაც თავდაცვისთვის მჭირდებაო. ასეთ დღეში აღმოჩნდა უკრაინა და საქართველო რა თქმა უნდა ამ ბედს არ გაიზიარებდა.
ჩვენ ძალიან მყარად დავდექით, რის მერეც მოხდა ამ რიტორიკის შეცვლა დასავლეთის მხრიდან და ეს რიტორიკა დღესაც გრძელდება. თემა აქტუალური რჩება, სანამ უკრაინაში ეს ტრაგედია მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ძალიან გავლენიანი ექსპერტების შეფასებით ეს ყველაფერი დასრულდება მაქსიმუმ ერთ წელიწადში, როდესაც უკვე გადატვირთა მოხდება არა მარტო ჩვენთან ურთიერთობის, არამედ ზოგადად მთელს მსოფლიოში. მაგრამ თუ რესპუბლიკელები მოვლენ ხელისუფლებაში და მოიგებენ არჩევნებს ამერიკაში, მაშინ ეს ომი დასრულდება იანვარში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა