“პუტინს ჰგონია, რომ წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია, ის ამას ვერ შეძლებს” – ბაიდენი

93
spot_img

ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენმა ალიანსის გენერალურ მდივანს მიმართა და აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თქვენ აგრძელებთ ნატო-ს ხელმძღვანელობას. თქვენ გენდობიან და თქვენზე უკეთ არავინ ერკვევა სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვართ. ნამდვილად ისტორიული მომენტია,როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ ტექსტზე, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ უკრაინის ნატო-ში მომავალი გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით ნატო-ს ერთიანობაზე მუშაობის გაგრძელებას. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან და მე ვფიქრობ, რომ პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს. განსაკუთრებით თქვენთან ერთად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.