„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
„იმიტომ არსებობს პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი, რომ უსამართლო სამართალი გასწორდეს. პრეზიდენტს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს და სამართლიანობისთვის იბრძვის, პირველ რიგში ეს უნდა დადასტურდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.