პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის დაბრუნება ამერიკაში ლიბერალიზმის ბატონობას ბოლოს მოუღებს – Bloomberg

62
spot_img

ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს და რიგ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ დიდი იმედი იმისა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს გაუსწრებს და თეთრ სახლში პრეზიდენტის სავარძელს დაიკავებს. დღევანდელი დიდი აჟიოტაჟის მიუხედავად, ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის პერსპექტივა უიმედოა, ექს-პრეზიდენტი კი ლიდერობას ინარჩუნებს“, – ასეთი დედააზრია გატარებული ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულსტატიაში სათაურით „პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის დაბრუნება ამერიკაში ლიბერალიზმის ბატონობას ბოლოს მოუღებს“ (ავტორი – ედრიან ვულდრიჯი), რომელშიც, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში მომხდარი ცვლილებების ფონზე, განხილულია როგორც კამალა ჰარისის, ასევე დონალდ ტრამპის შანსები პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშკარაა ევროპული ისტებლიშმენტის აღტაცება იმით, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლიდან გვიან, მაგრამ მაინც გავიდა და იგი კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა. ევროპა თითქმის შერიგებული იყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე და ომისშემდგომი ლიბერალური წესრიგის დასრულებაზე. უეჭველია, ახლა ევროპელების ყურადღება კამალა ჰარისზე გადაერთვება, რომელმაც საოცრად სწრაფად მოაგროვა საჭიროზე მეტი ხმების რაოდენობა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კანდიდატად დასამტკიცებლად. ნუთუ ახლა დემოკრატები დაიწყებენ რესპუბლიკელების კრიტიკასა და დაცინვას დონალდ ტრამპის 78-წლიანი ასაკის გამო 59-წლიანი კამალა ჰარისთან შედარებით?

ერთადერთი გონივრული პასუხი შექმნილ სიტუაციაზე: ამერიკელი და ევროპელი ლიბერალების სიხარული ნაადრევია. გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპი ძველებურად ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, განსაკუთრებით ე.წ. „მოყოყმანე შტატებში“. მსოფლიოს საზოგადოება ნეგატიურად არის განწყობილი ისეთი ლიბბერალი ჩინოვნიკების მიმართ, როგორებიცაა აწ უკვე გადამდგარი ბრიტანელი ყოფილი პრემიერი რიში სუნაკი, ჯერ კიდევ მოქმედი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გარკვეული დოზით – ინდოელი ნარენდრა მოდი. ჯო ბაიდენი ბოლო მომენტამდე აჭიანურებდა საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ზოგიერთმა ახლადმოვლენილ თანამედროვე ლუციუს ცინცინატად (რომის რესპუბლიკის დროინდელ „კეთილ და ლმობიერ“ ლიდერად) შერაცხა.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კამალა ჰარისი სუსტი კანდიდატია, რომელმაც საკუთარი საპრეზიდენტო კამპანია სულ რაღაც სამიოდე წლის წინ სამარცხვინოდ წააგო და ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ჯო ბაიდენს უნდა უმადლოდეს. უფრო მეტიც – ვიცე-პრეზიდენტად ყოფნისას კამალა ჰარისს დაკისრებული ჰქონდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის, კერძოდ, მექსიკასთან არსებული საზღვრის დაცვაზე, რომელიც მან ვერ განახორციელა.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში და მისი პრეზიდენტობა ისეთი არარ იქნება, როგორიც პირველი ვადის დროს იყო. ის რესპუბლიკელი თანაპარტიელები, რომლებიც მასზე ადრე გავლენა-ზეწოლას ახდენდნენ და პრეზიდენტის რადიკალურ სურვილებს ანეიტრალებდნენ (ვთქვათ, აშშ-ის ნატოდან გამოსვლის საკითხში), ასე აღარ აღარ გააკეთებენ. პირიქით, დონალდ ტრამპს ახლა ისეთი ადამიანები ჰყავს თავის უახლოეს გარემოცვაში, რომლებიც გააძლიერებენ მის ინსტიქტურ მტრობას და მიუღებლობას ლიბერალური იდეების მიმართ.

დონალდ ტრამპის რადიკალური მხარდამჭერები, მათ შორის პოტენციური ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ (ჯეი დი) ვენსი, ლიბერალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ თავიანთი ლიბერალური წესრიგით „ნამდვილი ამერიკა“ დაანგრიეს. რესპუბლიკელ კონსერვატორებს ასევე არ მოსწონთ, რომ დემოკრატების ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახდა საკუთარ თავზე ევროპის დაცვის ვალდებულება აეღო.

დონალდ ტრამპმა უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება ტაივანთან მიმართებით, რომ საეჭვოა ვაშინგტონი [„კუნძულოვან ჩინეთს“] დაეხმაროს [„კონტინენტური ჩინეთის“] აგრესიის შემთხვევაში. თავის მხრივ ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ამერიკამ უნდა შეზღუდოს [და შეიძლება შეწყვიტოს კიდეც] უკრაინისადმი ფართო დახმარება. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები იმასაც ხაზს უსვამენ, ევროპას თვითონ მოუწევს საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

დემოკრატებმა თუნდაც რომ შეინარჩუნონ პრეზიდენტი სავარძელი, სიტუაცია არასოდეს არ დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას, ანუ ისეთს, რომელსაც ევროპელები „ნორმალურად“ ჩათვლიან. ამერიკის უკანდახევა თავისი გლობალური როლიდან დაიწყო არა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით, არამედ დემოკრატ ბარაკ ობამას „შებრუნებით“ აზიისაკენ. კამალა ჰარისს, თუ იგი აშშ-ის მეთაური გახდება, მიუწევს კონგრესში საქმე ჰქონდეს არამარტო კონსერვატორ რესპუბლიკელებთან, არამედ სხვადასხვა ჯურის ანტიგლობალისტებთან, მათ შორის თავისივე თანაპარტიელებთანაც.

„ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს „ემუქრებათ“ არამხოლოდ დონალდ ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობა, არამედ ისიც, რომ მათ წინაშე ყალიბდება ახალი მსოფლიო, რომელშიც „დიდი ლიბერალური ჰეგემონი“ – აშშ – უარს იტყვის ან ჰეგემონიაზე, ან ლიბერალიზმზე, ან კიდევ ორივეზე, რაც სრულიად არ არის გამორიცხული.

წყარო