ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება, არ მგონია, საქართველოს რეალობისთვის რელევანტური იყოს გამოძიების დაწყება -ირაკლი კობახიძე

17
spot_img

ფიცოს ბედის გაზიარების მუქარის საქმეზე მზად ვარ, რომ, თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მივცე ჩვენება. ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს რეალობისთვის გამოძიების დაწყება იყოს რელევანტური.

„რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარების მუქარის საქმეს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ, თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის. არ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს.

ფაქტია, რომ აღიარებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. პირდაპირ აღიარება იყო, გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს არის რეალურად მუქარა. არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყოს გათვლილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს იყო დაშინების უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.