პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

93
spot_img

პარიზში ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომელსაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების ხელმძღვანელები და ორი ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქციას სათავეში ედგნენ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი იაელ ბრაუნ-პივეტი და სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე.

როგორც მედია წერს, მსვლელობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტიიდან დაწყებული, მისი მემარჯვენე წინამორბედის, ნიკოლა სარკოზის რესპუბლიკელებით დამთავრებული, რომელიც ასევე ესწრებოდა აქციას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დემონსტრაციას არ დასწრებია, თუმცა მის განცხადებაში ნათქვამია, რომ პატივისცემით მიესალმება აქციის მონაწილეებს, მსვლელობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნებს.

ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის მარსელში, სადაც პოლიციის შეფასებით, დაახლოებით 7 000 ადამიანი გამოვიდა.