პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა სეგმენტმა, სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“,- განაცხადა პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა, ენ დეკამპმა.
ამასთან, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.
„ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი. მრავალფეროვნება ნიშნავს ერთად ყოფნას“,- აღნიშნა ჯოლიმ.