კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით მიმართავს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც აცხადებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია”.
“პან ჰერჩინსკი! ჩემი პოლონელი ბებია, თავად პატოცკების შთამომავალი, ღირსებას (!) აღზრდის ქვაკუთხედად რაცხდა!
ზრდასრულ ასაკში ამ შეგონებამ ჩემი პატივისცემა პოლონელი ერისადმი გაათმაგა! როდესაც თქვენ, მეგობარ ქვეყანაში, უღვთოდ ცრუობთ, წინაპრების არ გრცხვენიათ?!”- წერს ხაინდრავა.