Home Blog Page 88

რთულია აუხსნა უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი – გიორგი გამსახურდია

ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის“ ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს, რომლებიც უამრავ სიბინძურეს სხვადასხვა ძალისა და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

„ძალიან კარგია, როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ „პოლიტიკური პარტიის” ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს. ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი და სისტემა დაუსჯელი დარჩა (მერწმუნეთ, შამათავა და ქარდავა მხოლოდ ჭანჭიკებია მაგ სისტემაში). სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს. რომლებიც ამ და სხვა უამრავ სიბინძურეებს სხვადასხვა ძალების და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

P.S.ასევე ყოფილი პოლიციელების მკვლელობები და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები (მათი წარსულში სამსახურებრივი მოვალეობების უმწიკვლო შესრულების გამო), რომლებსაც კრიმინალური სამყაროს დაკვეთით ასრულებდნენ.”- წერს გიორგი გამსახურდია.

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება.

„მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა კატეგორიებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების წინაპირობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დანიის ვეტერანთა ცენტრი დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრში რეგისტრირებულია 65 000-მდე ვეტერანი. განსაკუთრებით, განვითარებულია კვლევითი და ფსიქო-სარეაბილიტაციო მიმართულება. მასპინძელმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პროექტებზე, მათ შორის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მართვისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, თავისი გამოცდილება გაუზიარა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაზეც ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო მიმართულებით მეგობარი ქვეყნების, ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

ამ კუთხით, დანიის სამეფოში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დანიის ვეტერანთა ცენტრის შტაბის უფროსი, სარდალი იანიკ ანდერსენი, ვ. სანიკიძის სახელობის, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეცრაზმმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლა

JPG edited with https://ezgif.com/resize

სპეცრაზმმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ვოლგოგრადის ოლქში, რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეცრაზმის სნაიპერებმა ოთხი პატიმარი გაანეიტრალეს, რომლებმაც ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს“, – განაცხადეს „როსგვარდიაში“.

მანამდე პატიმრებმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში ბუნტი მოაწყვეს და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.

ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო რამდენიმე კი დაჭრილი.

74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, მძევლების აყვანა მოხდა დისციპლინური კომისიის სხდომაზე. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთში აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები არიან, კოლონიის სულ მცირე სამი თანამშრომელი მოკლეს, კიდევ რამდენიმე დაჭრეს და მძევლად აიყვანეს.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, პატიმრები კოლონიის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დაშვებას და ვერტმფრენის ბორტზე 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი ვერტმფრენს დაედევნებიან, მძევლების მოკვლით იმუქრებიან.

ამავდროულად, პირები, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, აცხადებენ, რომ მათ შეძლეს კოლონიაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და მისი აფეთქებით იმუქრებიან.

შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო -ვარლამ ლიპარტელიანი

ჩემთან ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები, შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.

„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, სამგორის რაიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.

ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის დელეგატები დაასახელა.

 საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ -ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი იქნება და ქვეყნისთვის უკეთესის შეთავაზება შეეძლება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ. ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს. „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, თუმცა მათ ზნე არ იცვალეს, 2008 წლამდე და 2008 წელს რა უბედურებაც ატრიალეს, ზუსტად იმავე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ. დღევანდელ დღეს ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე შანსს ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0004 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა

 „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე ეცვალა, მან ზნე არ იცვალა – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა -ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, მათ ზნე არ იცვალეს – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა შანსს ყოველ ჯერზე ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“.

„პირველ რიგში, ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ. ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას – ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რაიმე შემოუთავაზებიათ ხალხისთვის ან ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანებების სახით საქმე რეალურად ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს, რომელიც გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაიშალა.

„დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, არჩევნებზე ამ თუ იმ კონფიგურაციით გავიდნენ – მათ არც სიახლე გააჩნიათ, არც ახალი ელექტორალური რესურსის მოზიდვის შანსი აქვთ. მათ გადაჯგუფებებს აზრი მხოლოდ შიდა ბრძოლაში აქვს, ქვეყნის მასშტაბით კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა-კახა კალაძე

ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა, ვისაც მშვიდობა უნდა, „ქართული ოცნებაა“, ამიტომ მას ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ დაპირებად ისევ რჩება მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარება.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხალხი ხედავს, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. ხალხი ხედავს იმ საფრთხეებსაც, რაც ჯერ კიდევ არსებობს – მოწოდებები სანქციებთან მიერთებასა და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერა, რაც დღეს არსებობს, შემთხვევითი არ არის. ყველას უნდა მშვიდობა, ვის უნდა ბომბები ცვიოდეს და ის ხდებოდეს, რაც, მაგალითად, უკრაინაში ხდება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ჩვენი ემოციურობით და ცხელი გულით დავუშვათ შეცდომა. მომავალი თაობები არ გვაპატიებენ იმას, რომ ამ შეცდომამ ათეული წლით უკან დაგვაბრუნოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით  ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღნიშნულ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე,  21-27 აგვისტოს პერიოდში განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი  საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს -ნინო წილოსანი

ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს! „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ზუსტადაც ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი! ნუ შეეცდებით, ეს სხვაგვარად გადათარგმნოთ! – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა მედიას უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკის გაცნობა ურჩია და როგორც განაცხადა, ამ ორ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც მისივე თქმით, არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა. წილოსანის აზრით, ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს.

„ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი უძლიერესი იურისტი, კონსტიტუციონალისტი და უძლიერესი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი მხრიდან ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ჩვენი ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების ინტერესს და მოთხოვნას ასახავს, რასაც ჩვენი ამომრჩეველი 26 ოქტომბერს “ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით დააფიქსირებს.

ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ რეალურად სწორედაც “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს – იქნება ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პროცესი შეიძლება დაიწყოს და იყოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში შეტანილი სარჩელი.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მათი მავნებლური მოქმედება, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისას, გამოაშკარავდეს. ეს სახალხო პროცესი უნდა იყოს!

მოსახლეობამ უნდა მიიღოს პასუხი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს“, – განაცხადა წილოსანმა.