Home Blog Page 86

გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან -ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

„გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე იერიში 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, სარაკეტო გამშვებების უმეტესობა ჩრდილოეთ ისრაელისკენ, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრისკენ იყო მიმართული და იერიშის შედეგად 40-ზე მეტ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც გამშვებები იყო განლაგებული.

ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის სამხრეთ ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ წინასწარი საჰაერო იერიში განახორციელეს მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერები ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ისრაელმა დღეს დილით „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა – ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელმა დღეს დილით “ჰეზბოლას” ათასობით რაკეტა გაანადგურა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა.

”ამ დილით ჩვენ აღმოვაჩინეთ “ჰეზბოლას” მზადება ისრაელზე თავდასხმისთვის. თავდაცვის მინისტრთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან კონსულტაციით, დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, პროაქტიურად ემოქმედა საფრთხის აღმოსაფხვრელად. მან გაანადგურე ათასობით რაკეტა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთისკენ; ის ასევე ხელს უშლის ბევრ სხვა საფრთხეს და მოქმედებს დიდი ძალით – როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად და იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნონ საკუთარ სახლებში.

„ვაგრძელებთ მარტივი წესის დაცვას: ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ “, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განახორციელა წინასწარი საჰაერო იერიში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ყვე­ლა ფრონტზე პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პე­რი­ო­დია, მაგ­რამ ჯერ არ არის სა­ჭი­რო აჩ­ქა­რე­ბა. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და­ხარ­ჯვა მო­გი­წევთ, მაგ­რამ შე­დე­გი შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბა. ნუ ელით ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცია იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­ულ აქ­ტი­ვებ­ში – ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა ორაზ­რო­ვა­ნი ჩან­დეს. კარ­გი იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

კურო

პრო­ფე­სი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი და ძა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა არა­თა­ნა­ბა­რი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ შე­ა­ნე­ლეთ ტემ­პი და გა­და­დეთ ახა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა მო­მავ­ლის­თვის. მაგ­რამ თქვე­ნი პო­ზი­ცია სამ­სა­ხურ­ში სტა­ბი­ლუ­რია და გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას გქონ­დეთ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. კო­ლე­გე­ბის ჭო­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იმოქ­მე­დებს თქვენს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე, არა­მედ მხო­ლოდ თქვენს პი­როვ­ნე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა მე­წარ­მე­ებ­მა უნდა მო­ძებ­ნოთ ახა­ლი გზე­ბი თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ფი­ლი­ა­ლის გახ­სნა სხვა ქა­ლაქ­ში და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი გავ­ლე­ნის სფე­რო ბა­ზარ­ზე.

ტყუ­პი

და­წი­ნა­უ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ გამ­ბე­და­ო­ბა გე­ყო­ფათ მო­ი­თხოვთ. შე­გიძ­ლი­ათ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ თქვე­ნი უფ­რო­სე­ბი შე­ნიშ­ნა­ვენ თქვენს ყვე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბას და მონ­დო­მე­ბას. თუ უმუ­შე­ვა­რი ხართ, და­თან­ხმდით ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ოს, თუნ­დაც ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, რათა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და იპო­ვოთ ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბია 19 და 20 აგ­ვის­ტო. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა! სხე­უ­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვარ­ჯი­ში სა­სი­ა­მოვ­ნო დაღ­ლი­ლო­ბამ­დე.

კირჩხი­ბი

ეს კვი­რა არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დი. გახ­სოვ­დეთ, რომ რაც უფრო მშვი­დად მოძ­რა­ობთ, მით უფრო შორს წახ­ვალთ. აგ­ვის­ტოს მე­სა­მე დე­კა­და არ­ცთუ ისე შე­სა­ფე­რი­სია პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. უფრო მე­ტიც, კა­რი­ე­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი სა­კი­თხე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ნელ­დე­ბა, მაგ­რამ არ ინერ­ვი­უ­ლოთ – ეს და­გეხ­მა­რე­ბათ და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ყუ­რა­დღე­ბით იფიქ­როთ თქვენს შემ­დეგ ნა­ბი­ჯებ­ზე. თუ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბას ან სა­მუ­შა­ოს შეც­ვლას გეგ­მავთ, უმ­ჯო­ბე­სია და­ე­ლო­დოთ ხელ­საყ­რელ პე­რი­ოდს.

ლომი

ბევ­რი ლომი და­კა­ვე­ბუ­ლია რე­მონ­ტით, სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბი­თა და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მაგ­რამ ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდე­ბით; ასე, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყა­ვით. მე­უღ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ბი­უ­ჯე­ტის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს ამის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა მშობ­ლებ­თან ან ოჯა­ხის ხან­დაზ­მულ წევ­რებ­თა­ნაც. თვის ბო­ლოს აქ­ტი­ურ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან.

ქალ­წუ­ლი

მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ მი­ი­ღოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, ასე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ სეს­ხე­ბის­გან. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­რი­ე­რა აღ­ზევ­დე­ბა, გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მივ­ლი­ნე­ბე­ბი. მე­წარ­მე­ებ­სა და კომ­პა­ნი­ის უფ­რო­სებს მო­გი­წევთ გა­უმკლავ­დეთ რთულ სა­მუ­შა­ოს და­კავ­ში­რე­ბულს დო­კუ­მენ­ტებ­თან, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­თან. მო­გე­თხო­ვე­ბათ მეტი მოკ­რძა­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა.

სას­წო­რი

ეს კვი­რა არ არის ზემ­დგო­მებ­თან კა­მა­თის ან მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დრო. ფი­ნან­სუ­რად პე­რი­ო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ფული რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­მო­ვა და ცოტა მე­ტიც იქ­ნე­ბა. და­ე­ლო­დეთ ხელ­ფა­სის გაზ­რდას ან პრე­მი­ას, მაგ­რამ ეს მოხ­დე­ბა, თუ თქვენ მუ­შა­ობთ დიდ კომ­პა­ნი­ა­ში. პი­რად ფრონტზე, ძი­რი­თა­დად, ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის. სა­სიყ­ვა­რუ­ლო საქ­მე­ე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვა, რად­გან ახლა კა­რი­ე­რა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ თუ რო­მან­ტი­კო­სი ხართ, მა­შინ ნუ იქ­ნე­ბით მარ­ტო – თქვენ გაქვთ სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის შან­სი.

მო­რი­ე­ლი

გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­გექ­მნე­ბათ, თუმ­ცა, თუ მეტ ძა­ლის­ხმე­ვას გა­მო­ავ­ლენთ, თვეს კარ­გი შე­დე­გე­ბით და­ას­რუ­ლებთ. მაგ­რამ დარ­წმუნ­დით, რომ პე­რი­ო­დუ­ლად სრულ­ფა­სოვ­ნად ის­ვე­ნებთ, ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით. შე­სამ­ჩნე­ვი პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცე­სებ­ში, მაგ­რამ ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე. ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი ის არის, რომ ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ოდ­ნავ ნელა, ვიდ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

კვი­რა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ულ სა­კი­თხებ­ში წინსვლის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი პი­რა­დი ხიბ­ლი ხელ­ფა­სის გაზ­რდის ან ახა­ლი კონ­ტრაქ­ტის მი­სა­ღე­ბად. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის იდე­ო­ლო­გი­ურ კომ­პო­ნენტზე ფო­კუ­სი­რე­ბა. თქვე­ნი ეფექ­ტუ­რო­ბის გა­საზ­რდე­ლად, და­რე­გის­ტრირ­დით ტრე­ნინგზე ან კურ­სებ­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია მივ­ლი­ნე­ბე­ბი და სა­ო­ფი­სე რო­მა­ნე­ბი. შე­საძ­ლოა და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­ბედ­ნი­ე­რებთ თქვენს ცხოვ­რე­ბას.

თხის რქა

კვი­რა შე­სა­ფე­რი­სია სენ­სო­რულ-ემო­ცი­ურ სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის, ასე­ვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ინ­ტრო­ვერ­ტე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ფო­რუ­მე­ბი და გაც­ნო­ბის სა­ი­ტე­ბი, სა­დაც ად­ვი­ლად იპო­ვით თა­ნა­მო­აზ­რეს, ხოლო თუ გა­გი­მარ­თლათ, – მო­ნა­თე­სა­ვე სულს. მო­აგ­ვა­რეთ კონ­ფლიქ­ტე­ბი კო­ლე­გებ­თან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. გირ­ჩევთ, თავი შე­ი­კა­ვოთ სა­რის­კო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­გან.

მერ­წყუ­ლი

კვი­რის გა­რე­მო­ე­ბე­ბი მო­ი­თხოვს იმის ღრმა ანა­ლიზს, რაც ხდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამის გა­კე­თე­ბა მშვი­დი სა­უბ­რი­თა და აურ­ზა­უ­რის გა­რე­შე. დიდი ხნის წყე­ნა და უთ­ქმე­ლო­ბა ძირს უთხრის ნდო­ბას და ად­გილს ტო­ვებს ში­შის­თვის, რაც სიყ­ვა­რულ­ში მი­უ­ღე­ბე­ლია. ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ თუ ახ­ლობ­ლებს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბათ, ამის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია და­უ­გეგ­მა­ვი ხარ­ჯე­ბის მა­ტე­ბა. მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო სპორ­ტს, ნუ იჩ­ქა­რებთ გზებ­ზე.

თევ­ზე­ბი

ჯერ კი­დევ ბევ­რი ხარ­ვე­ზია თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ სა­ვალ გზა­ზე. ზო­გი­ერთს კი­დევ შეხ­ვდე­ბით კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. წყვი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დით გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე, უნდა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ბავ­შვე­ბი გყავთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ძველ მე­გობ­რებ­თან და ყო­ფი­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო შე­წყდა. შე­რი­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თქვენ უნდა მი­ი­ღოთ. და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აწარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა სხვა სა­მუ­შა­ო­ზე გა­დას­ვლის ან და­წი­ნა­უ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულის ბაზრობაზე შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრეს.

არსებული ცნობით, მომხდარს წინ 2 ადამიანს შორის  შელაპარაკება უსწრებდა.

დაჭრილი შუა ხნის კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე [რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

,,ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან დიდი ტესტი და გამოცდაა”- პეტრე ცისკარიშვილი

ჩვენც არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და სასამართლოს არცერთი ინსტანციის მიმართ რაიმე ნდობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესის გამო, იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ნიღაბი რომ ჩამოვხსნათ და მათი ზრახვები გამოვააშკარაოთ, სარჩელი ჩვენც შევიტანეთ და ველოდებით გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოურ გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დაიწყება.

მისი თქმით, რამდენიმე დღის ვადაში გამოჩნდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფალია, თუ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

ცისკარიშვილის განცხადებით, ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან დიდი ტესტი და გამოცდაა.

გერმანიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე, ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს

გერმანიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე, ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს – ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პროკურორის თქმით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ტერორიზმის ვერსიას არ გამორიცხავენ.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს

ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრა 13 ნომერში მდებარე კორპუსში მოხდა.

აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბერი ნიკოლოზი, როგორც მას მრევლის ნაწილი უწოდებს. ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ანჯეი დუდასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისამდე ჩამოვა. იგი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.

მისივე თქმით, ომში ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი უნდა დამარცხდეს.

„ასევე, ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოსთვის ლიეტუვური წარმოების 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას შევძლებთ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

დამნაშავეს სადაც წაასწრებენ, იქ აგებინებენ პასუხს, რატომ უკვირს პოლიტიკურად ანგაჟირებულ საზოგადოებას, რომ 21-ე საუკუნეში ჩადენილ დანაშაულებზე 10-15 წელში მოსთხოვენ პასუხს -ბექა ოდიშარია

დამნაშავეს სადაც წაასწრებენ, იქ აგებინებენ პასუხს, რატომ უკვირს პოლიტიკურად ანგაჟირებულ საზოგადოებას, რომ 21-ე საუკუნეში ჩადენილ დანაშაულებზე 10-15 წელში მოსთხოვენ პასუხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ წამოიწყო ახლა ,,ქართულმა ოცნებამ” მკაფიო საუბარი, რომ დადგა დრო, დამნაშავეები გასამართლდნენ, პასუხი აგონ საზოგადოებისა და ქართული კანონის წინაშე. სტრასბურგსა და ჰააგაში სააკაშვილის მიერ დანატოვარი მანკიერი მემკვიდრეობა, რომელიც ემუქრებოდა ქართველ სამხედროებს და მათ კისერზე იყო მახვილივით დაკიდებული, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული აქტივობებით, ამ ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე საქართველოს გამარჯვებით იქნა დასრულებული. საქართველოს ომის წამოწყებაში და ქართველ სამხედროებს დანაშაულებრივ ქმედებაში ბრალს აღარავინ დებს, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა ჯერ ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.

ახლა ეს მძიმე საერთაშორისო სამართლებრივი ომები ზურგს უკანაა. საქართველო ამ თვალსაზრისით სამშვიდობოსაა გასული. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ იმ ხალხმა, ვინც საქართველო ასეთი რისკის ქვეშ დააყენა პასუხი აგოს. ნურავის ნუ გაუკვირდება და წლებით ნუ მანიპულირებენ. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, არსებობს ის გამოცდილება, როდესაც ფაშისტური გერმანიის ლიდერებსა და დამნაშავეებს ახლაც ასამართლებენ, როდესაც უკვე 80 წელზე მეტია გასული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავის უტრიალდება ენა, რომ რაღა დროს ფაშიზმის გასამართლებააო. სადაც წაასწრებენ დამნაშავეს, იქ აგებინებენ პასუხს. რატომ უკვირს პოლიტიკურად ანგაჟირებულ საზოგადოებას, რომ 21-ე საუკუნეში ჩადენილ დანაშაულებზე 10-15 წელში მოსთხოვენ პასუხს. ეს ხალხის დაკვეთაა და სამართალმა უნდა იზეიმოს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.