Home Blog Page 80

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.

„რუსეთის წინა დარტყმების მსგავსად, ესეც ისეთივე ვერაგულია, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად ბევრი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.

„ვლადიმირ პუტინს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე, არასაკმარისი გადაწყვეტილებები და პასუხი ტერორს კვებავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ ნიკა გვარამიას საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში-ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიერ გაკეთებული განცხადებებით კახელები განსაკუთრებით შეურაცხყო.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ნიკა გვარამიას დღეს კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ნიკა გვარამიამ შეურაცხყო თითოეული ადამიანი, თითოეული კუთხე და განსაკუთრებით ეს კახელების მიმართ იყო გაცხადებული. კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ მას საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში. ყველამ კარგად დაინახა რა იდენტობის და რა შინაარსის მატარებელია გვარამია თავისი პარტნიორებითა და თანაგუნდელებით“, – აღნიშნა წილოსანმა.

ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში არ მონაწილეობს. პარტიის სხვა წევრებს არ სურთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ვერ ჩავიდა გვარამია კახეთში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მან ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0159 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0004 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.

ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის  სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ.

გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც უშუალოდ აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩატარდება კენჭისყრის იმიტაციაც, რაც მოიცავს მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

შეხვედრების განხორციელება სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება.

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი – „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი, „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი აზრით, “ოცნების” პროგრამა ემსახურება იმას, რომ დაპირებების არშესრულება იმას დააბრალონ, რომ “ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მისცა”.

„ქართული ოცნების” ამოცანაა საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი. დაუჯერებელი იმ გაგებით, რომ ხალხმა ვერ დაიჯეროს, რომ ეს ტყუილია. „ამას ხომ არ მოიტყუებიან“ – დაახლოებით ასეთი რამ უნდათ, მაგრამ ყველაფერი მცდარია – თუ “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება გინდოდა და ამისთვის ითხოვ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს გქონდა და “ნაციონალური მოძრაობა” არ გაგისამართლებია; ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვ იმისთვის, რომ აფხაზეთი დაიბრუნო. შეგიძლია აფხაზეთი დაიბრუნო და ვინც არ დაგიჭერს მხარს საკონსტიტუციო უმრავლესობით, იმათ დასასჯელად ჩაატარო რიგგარეშე არჩევნები და ყველა ბარიერს მიღმა დარჩება შენ გარდა. ასევე გეების საფრთხის მოსახსნელად – არ ვიცი, საქართველოში ეს საფრთხე სად შეამჩნიეს, მაგრამ თუ დღევანდელი კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებაში გეების მოჭარბების საფრთხეს ქმნის, ეს კონსტიტუციაც მათი მიღებულია, ამიტომ ვერავის დააბრალებენ, კონსენსუსზე წავედით ვინმესთანო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ შეფასებას, რომ მსგავსი განცხადება მხოლოდ ჩრდილოეთიდან არ კეთდება. ხვიჩიას შეფასებით, ხელისუფლების აღნიშნული არგუმენტი არაა ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს.

„როდესაც არგუმენტად მოგყავს, რომ არა მხოლოდ რუსეთია ჩემს გვერდით, არამედ ჩინეთიც ჩემთანაა, ეს სხვა სტილის არგუმენტია, ვიდრე ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს. ნორმალურ ადამიანს ეუბნები, რუსეთი და ჩინეთი ჩემი არგუმენტის გვერდით არიან და ამაში მხარი დამიჭირეო?! თავიდან ვთვლიდი, რამე ხომ არ დაუშავეს „ქოცებმა“ რუსებს, რომ ისეთი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი არ იყო, მაგრამ მერე თვითონ რომ დაეთანხმნენ ამას, უცნაურია, რადგან ეს მათ სასარგებლოდ არ უნდა მუშაობდეს ამ საზოგადოებაში“,- განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება – ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, „ქართული ოცნებაა“ – კახა კალაძე

დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, ეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების საარჩევნო გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მმართველი პარტია ატარებს, ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიიყვანს, რა საკითხზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ჩვენ გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში, როგორი მოწოდებები მოდიოდა მეორე ფრონტთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, საუბარი იმაზე, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს, ასეთი პოლიტიკისა და განცხადებების მაგივრად და ა.შ. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს, იმის გათვალისწინებთ, თუ რა ხდება რეგიონსა თუ მსოფლიოში. შესაბამისად, დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, ეს ‘ქართული ოცნებაა“.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და ემთხვევა თითოეული ქართველის განწყობასა და ფიქრს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. დღევანდელ მოცემულობაში ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან.

ყველა ხედავს თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კოლექტიური სახით არის წარმოდგენილი, გარედან იმართება. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან აცდენაშია. მათ აქვთ კონკრეტული დავალებები. გვახსოვს თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრით ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაზარალდებოდა. ამიტომ ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მხრიდან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, არის საკითხები, რომლებზეც ღიად ვერ ვსაუბრობთ, თუმცა მოსახლეობა დღეს ნათლად ხედავს საფრთხეებს და გამოწვევებს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ჩვენი გეგმებით, აღნიშნული პროექტი დაიწყება უახლოეს პერიოდში და თანხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტში – ირაკლი ჩიქოვანი სამხედროებისთვის ბინების გადაცემაზე

ჩვენი გეგმებით, აღნიშნული პროექტი დაიწყება უახლოეს პერიოდში. თანხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტში. დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას ახალ კორპუსებში, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, გარდა ახალი მშენებლობებისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე აშენებული ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაფორმება-დამტკიცების თაობაზე.

„ხაზგასასმელია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყო ბოლო სამართლებრივი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პირველი ეტაპის ფარგლებში აშენებული ბინების ჩვენი სამხედროებისთვის უკვე სამართლებრივად დამტკიცება-დაკანონების პროცედურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, მთავრობის მეთაურის განცხადებით ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული. შემდეგი ეტაპის გეგმის მომზადება თავდაცვის მინისტრს დაევალა.

პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

„4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ბექა ოდიშარია

თუ შეთქმულების თეორიაა, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა, ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.

ოდიშარიას თქმით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ასეთივე ინტერესები იკითხება სხვა პოლუსებიდანაც.

„თუ შეთქმულების თეორია, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა “ქართული ოცნების” რიტორიკას და მეორე მხრივ მხარს უჭერს “ქართული ოცნების”, ნამდვილად ქართული პარტიის, დაბრენდვას რუსულ პარტიად, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი “პარტნიორი” რუსები, რომ არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? იმაზე ვთანხმდებით, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აზიანებს. მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელშიც ერთიანი, ძლიერი საქართველო არ შედის. ამას დიდი ანალიტიკა არ სჭირდება. რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.

სამწუხაროდ, ასეთივე პოლიტიკური ინტერესები და მერკანტილური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იკითხება არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სხვა პოლუსებიდანაც. სწორედ ამ საფრთხეებიდან თავის აცილების პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება”, რაც არავის აწყობს. შესაბამისად, ვერანაირი რიტორიკა, ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ, პატრიოტულ, სუვერენულ იდეოლოგიასთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაეცანი ანალიტიკოსების ოპტიმისტურ და პესიმისტურ მოლოდინებს „თიბისის“ მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

“თიბისის“ მობაილბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს.

ახლა უკვე შეგიძლია შენთვის საინტერესო აქციების შესახებ, ანალიტიკოსების როგორც ოპტიმისტურ, ისე პესიმისტურ შეფასებებსა და მოლოდინებს გაეცნო, რაც რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებაში დაგეხმარება.

ინფორმაციას, “თიბისის“ მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმის პარტნიორი – საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია TipRanks უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით აჯამებს. შენ კი შესაძლებლობა გაქვს შეფასებებს ორიგინალში, სრული სიზუსტით გაეცნო.

არ გადადო, დააბანდე: https://app.tbcbank.ge/YiId/i16xbomm

R