Home Blog Page 664

ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველა საშუალების გამომყენებლები თავიანთ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რასაც აქ პოლიტიკური არეულობის შემოტანა ჰქვია -ირაკლი კირცხალია

არასრულ 24 საათში აუფეთქდათ ასეთი ფეიკ-ნიუსი. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

„როგორც კი გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც ხაზგასმულია ერთი ყველაზე მთავარი მონაცემი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს. მყისიერად ჩაიშალა ამ უსამშობლოების მიერ მართულ ყველა პროპაგანდისტულ მიმართულებაში, მათ შორის, მათ პარტიულ ტელევიზიებში, რომ „როგორმე სასწრაფოდ რაიმე ბინძური ფეიკი მოვიფიქროთ“.

შორსაც ვერ წავიდნენ, ახალიც ვერაფერი ვერ მოიგონეს და რაც 2020 წელს გააკეთეს და რამდენიმე დღეში „აუფეთქდათ“ ბინძური სიცრუე და დასაცინები გახდნენ, სწორედ იგივე, ბოდიში ჟარგონისთვის, „გადმოაკატავეს“ 2024 წელს და ახლა არასრულ 24 საათში აუფეთქდათ ასეთი ფეიკ-ნიუსი.

ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველა საშუალების გამომყენებლები თავიანთ დესტრუქციული და უსამშობლო მიზნების მისაღწევად, რასაც აქ პოლიტიკური არეულობის შემოტანა ჰქვია”, – განაცხადა კირცხალიამ.

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქების დამცველები.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯგუფს, რომელიც ტყვეების ძებნასა და დაბრუნებაზე მუშაობს. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გათავისუფლდეს.

საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ზოგ გათავისუფლებულს რუსეთის მიერ გრძელვადიანი და სამუდამო სასჯელი ჰქონდა მისჯილი. გათავისუფლებულებს შორის არიან 69 ჯარისკაცი და 26 ოფიცერი.

„ბევრ მათგანს სერიოზული დაავადება და მძიმე ჭრილობების შედეგად დარჩენილი სირთულეები, წამებისა და არასაკმარისი კვების გამო წონის დაკარგვა აქვს. ეს უკვე 58-ე გაცვლაა. ჩვენი მუშაობის შედეგად უკვე სულ 3767 ადამიანია გათავისუფლებული”, – განაცხადეს საკოორდინაციო შტაბში.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა – ანა დოლიძე

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული, ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქსტატის მონაცემებით, 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ჩვენს კოალიციას არის ის, რომ ჩვენ ვართ საქმიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ საქმიანები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ნაფიქრი, დამუშავებული და შეჯერებული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვაპირებთ, რომ ამ ქვეყანას მივხედოთ. ბევრ თქვენგანს ჩემნაირად აქვს განცდილი ის უბედურება, რაც არის უმუშევრობა. ის დეპრესია, უიმედობა, ემიგრაციაზე ფიქრი, რასაც იწვევს უმუშევრობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ციფრი, რომლის მერეც ყველა მთავრობა გადადგებოდა. 30-წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია.

ჩვენ ვართ კრიტიკულ ზღვარს მისული. ხალხი გარბის აქედან. ჩვენი მთავარი ამოცანა და დავალება არის სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის. იყა­ვით და­ჟი­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი, აჩ­ვე­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. სა­სარ­გებ­ლოა თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის გა­ფარ­თო­ე­ბა და სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ემო­ცი­უ­რი სტრე­სი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

კურო

ნუ იტყვით უარს მოწ­ვე­ვებ­ზე, იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი, და­ამ­ყა­რეთ კავ­ში­რე­ბი გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან. ისი­ნი და­გეხ­მა­რე­ბი­ან მი­აღ­წი­ოთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო, არა­მედ სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბა. გუნ­დუ­რი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ეფექ­ტუ­რად იმოქ­მე­დოთ. გაძ­ლი­ერ­დე­ბა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ტყუ­პი

დატ­ვირ­თუ­ლი დღეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი მო­ი­თხოვს ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის გა­მოვ­ლე­ნას. მი­უ­დე­ქით თქვენს საქ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, კონ­ცენ­ტრირ­დით ერთ მი­ზან­ზე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­უმკლავ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და შრო­მა­ტე­ვად პრო­ექ­ტებს. პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ხა­რულს მო­გი­ტანთ: პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­ღა­მოს სად­მე ერ­თად წა­სუ­ლი­ყა­ვით.

კირჩხი­ბი

მოვ­ლე­ნე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა, მო­გი­წევთ რე­ა­გი­რე­ბა და გა­რე­მო­ე­ბებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი და ახა­ლი გეგ­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა. მაგ­რამ ნუ და­ი­ვი­წყებთ ძვე­ლებს. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მარ­ტო­ხე­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა.

ლომი

თქვე­ნი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ჯილ­დოვ­დე­ბა. შე­ე­ცა­დეთ თვალ­ყუ­რი ადევ­ნოთ იმას, რაც ხდე­ბა, მო­უს­მი­ნოთ სი­ახ­ლე­ებს, რათა არ გა­მო­ტო­ვოთ მომ­გე­ბი­ა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თუ წყვილ­ში ხართ, იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, არ შე­გე­შინ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე. კარ­გი დროა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა დო­ნე­ზე გა­და­საყ­ვა­ნად.

ქალ­წუ­ლი

მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვე­ნი შიდა რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სა­მუ­შა­ო­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა. მაგ­რამ ამა­ვე დროს, რა თქმა უნდა, არ და­გა­ვი­წყდეთ დას­ვე­ნე­ბა. ნუ იქ­ნე­ბით პრე­ტენ­ზი­უ­ლი კო­ლე­გებ­თან. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლი და მშვი­დი იქ­ნე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გე­ლო­დე­ბათ.

სას­წო­რი

ძა­ლე­ბი­სა და ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. კარ­გი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და გუნდში ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­იზ­რდე­ბა. ზო­გი­ერთს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით.

მო­რი­ე­ლი

დღე შე­სა­ფე­რი­სია ახა­ლი უნა­რე­ბის შე­სა­ძე­ნად და და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბის და­სა­უფ­ლებ­ლად. შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ადრე უც­ნო­ბი ნიჭი და შეძ­ლოთ მისი გან­ვი­თა­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­უ­ა­რეს­დეს თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­გი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წუ­ხე­ბა. და­ი­წყეთ თქვე­ნი ბი­ნის ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. მი­მარ­თეთ თქვე­ნი ენერ­გია სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ თქვე­ნი ძვე­ლი გეგ­მე­ბი. მივ­ლი­ნე­ბა ან მოგ­ზა­უ­რო­ბა მოგ­ცემთ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბას და შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რა­დაც მომ­გე­ბი­ა­ნი იყოს. არ ჩა­ა­ხე­დოთ უც­ნო­ბე­ბი თქვენს პი­რად ან ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში.

თხის რქა

გამ­ძლე­ო­ბა და მონ­დო­მე­ბა, ისე­ვე რო­გორც თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის უნა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. პა­ტივ­მოყ­ვა­რე პო­ზი­ცია კო­ლე­გე­ბის ან პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ გა­აძ­ლი­ე­რებს ავ­ტო­რი­ტეტს გუნდში. და­გეგ­მეთ თქვე­ნი სა­მუ­შაო დღე მე­ტის გა­სა­კე­თებ­ლად, იყა­ვით წინ­და­ხე­დუ­ლი.

მერ­წყუ­ლი

ის, რაც გუ­შინ ვერ და­ას­რუ­ლეთ, ახლა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცია, მონ­დო­მე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. პა­ტი­ვი ეცით პარტნი­ო­რის აზრს, ნუ იქ­ნე­ბით მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის.

თევ­ზე­ბი

დღე თქვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი იქ­ნე­ბა. თუ აკე­თებთ იმას, რაც გიყ­ვართ და გულ­წრფე­ლად ხართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი შე­დე­გით, მა­შინ იღ­ბა­ლი თქვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა. ეს არის შე­სა­ფე­რი­სი დღე ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­სა­ძებ­ნად. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა და ახა­ლი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა. გრძნო­ბე­ბი თქვე­ნი პარტნი­ო­რის მი­მართ იქ­ნე­ბა ნა­თე­ლი და შეძ­ლებთ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ვტოვებ „ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს – „ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე

ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით- წერს პარტია „ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე და პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განმარტებით, იგი პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად. ასევე, კოჩალიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ “ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!“-წერს სულხან კოჩალიძე.

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა – რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს;

2. პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მოღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს;

3. პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ;

4. ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ;

5. „ჯარში მსახური-მონობაას“ პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი, ვითომ, „პრადვინუტი“ „ლიბერალები“ და სამხედრო ვიდეოთამაშების ლომები, დღეს სამხედროებში ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტზე ლაპარაკობენ.

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული.

ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – წერს რატი ბრეგაძე.

მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს.

ხაზარაძემ პირველი სამი კვირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად „რუსული კანონის“ გაუქმება დაასახელა.

„პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაუქმებთ „რუსულ კანონს“, რათა დავასრულოთ რუსული რეპრესიები ჩვენს ხალხზე და ხელახლა გავხსნათ გზა ევროკავშირის წევრობისა და ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნა მან.

ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ დაჩქარებული წესით გაუქმდეს „რუსული კანონი“.

მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9 – პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკომისიის მოთხოვნები.

ასევე პირველი სამი კვირის განმავლობაში „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიუჯეტს, რომელიც უზრუნველყოფს პენსიის 1 000 ლარამდე ზრდას.

„თუ „ძლიერ საქართველოს“ ექნება მომავალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, აქ გათვალისწინებული იქნება კოალიციური შეთანხმების ელემენტი, რომ ყველა კოალიციური პარტნიორი მხარს დაუჭერს ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლას, რათა პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდა შესაძლებელი იყოს.

პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ხელახლა გამოვიტანთ საპარლამენტო კენჭისყრაზე ანაკლიის პორტის ტენდერის საკითხს და ავკრძალავთ დასავლეთის მიერ სანქცირებულ ყველა კომპანიას, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც აქვს უზარმაზარი სანქციები სხვადასხვა დროს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ გამოიყენოს დაჩქარებული ზომები კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, რათა ხელახლა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტის ტენდერი.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, აგრეთვე, ეროვნულ სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული კომპანიები – კორუფციის, გარემოს დაზიანების, დასაქმებულთა უფლებების დარღვევის თუ სხვა მსგავსი დარღვევების გამო.

შესაძლოა, 27 ქვეყნის სახელით მოსაუბრე ჰერჩინსკის პასუხისმგებლობაც დაეკისროს – მიხეილ ყაველაშვილი

x

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც 27 ქვეყანას წარმოადგენს, 27-ვე ქვეყნის სახელით საუბრობს და მსგავს განცხადებას აკეთებს, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები.

კერძოდ, მან აქცენტი გააკეთა ელჩის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, “იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული სახელმწიფო, არ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, მაშინ საქართველო ვერავითარი გზით და ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი”.

ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში არავის უთქვამს, რომ ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ხელისუფლებას სურს “მეხუთე კოლონისგან”, რომლებიც გარე ძალების დავალებებს ასრულებენ, პოლიტიკური ველის გაწმენდა.

მისივე თქმით, ჰერჩინსკის შესაძლოა ამ განცხადების გამო, პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს, რადგან ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.

„საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ ინფორმირებულები არიან და საქართველოში არავის უთქვამს, რომ არ უნდა არსებობდეს ოპოზიცია. პირიქით ვართ ჩვენ განწყობილი, რომ აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაწმენდა იმ გარე ძალების მიერ მართული ორგანიზაციებისგან – პოლიტიკურ პარტიებს ვერ დავარქმევ, ეს არის პირდაპირ მეხუთე კოლონა, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებენ დავალებას. შესაძლოა, 27 ქვეყნის სახელით მოსაუბრე ჰერჩინსკის პასუხისმგებლობაც დაეკისროს, ვინაიდან არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ საქართველოს შიდა საქმეებთან დაკავშირებით, ეს ევროპარლამენტშიც გამოჩნდა. სხვადასხვა ევროპარლამენტარმა პირდაპირ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები პირდაპირი ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში] და დაანებეთ საქართველოს მოქალაქეებს თავი, თავად უნდა აირჩიონ ვინ სურთ ხელისუფლებაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. როცა შენ წარმოადგენ 27 ქვეყანას, არ გაქვს უფლება, რომ მსგავსი განცხადებებით გამოდიოდე“, – განუცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

“ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში”- რას წერს თურქული პრესა

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით: “ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში“ (ავტორი – მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი), რომელშიც განხილულია ნავთობის როლი რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ბუნებრივია, მასალაში თურქული პოზიციაა წარმოჩენილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე თავდასხმები დაიწყო. დახოცილ პალესტინელთა რიცხვი 45 ათასს უახლოვდება. ათასობით მოხუცის, ქალის, ბავშვისა და ჩვილის ცხედარი კვლავ დაბომბილი შენობების ქვეშ რჩება… დაჭრილთა რაოდენობა კი 100 ათასს უახლოვდება. ღაზას სექტორში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და უსახლკაროდ დარჩა…

თუმცა, ისრაელის აგრესია ამით არ შემოიფარგლება… ირანთან დაძაბულობის შემდეგ თელ-ავივის ხელისუფლებამ ლიბანი დაისახა სამიზნედ. ჰეზბოლას ელემენტები გახდნენ სამიზნეები. ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელის ამ მიდგომის წინააღმდეგ რაიმე პრევენციული ზომების არმიღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

თუმცა, ისრაელის აგრესიული პოზიცია რეგიონში ახალი კრიზისების საფრთხესაც შეიცავს… ყველა ეს მოვლენა გვახსენებს წარსულში მომხდარ სხვა კრიზისს. 1973 წელს არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ, აშშ-ს მიერ თელ-ავივის მხარდაჭერამ ნავთობის მწარმოებელი არაბული ქვეყნები გააქტიურა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო დაიწყეს. მოგვიანებით ემბარგო დასავლეთ ევროპასა და იაპონიაზეც გავრცელდა. ემბარგოს შედეგად ნავთობის ბარელის ფასი ერთ წელიწადში 3 დოლარიდან 12 დოლარამდე გაიზარდა.

ინდუსტრიულად განვითარებულ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო სექტორმა სერიოზული ზიანი განიცადა.

იაპონია, რომელიც ამ ემბარგოს წინაშე აღმოჩნდა, იძულებული გახდა ისრაელთან ურთიერთობები მინიმალურ დონეზე დაეყვანა.

დიდმა ბრიტანეთმა კი არაბების წინააღმდეგ მოქმედი ემბარგო მოხსნა და ისრაელის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო დაიწყო.

ნავთობის ფასის 400 პროცენტით გაზრდის გამო ევროპაში სამრეწველო პროდუქციის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამან სერიოზული ინფლაცია გამოიწვია.

დღევანდელი მოვლენების ფონზე არაბული ქვეყნების მიერ მასშტაბური ნავთობის ემბარგოს დაწესება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ირანის საკვანძო როლი ნავთობის ბაზრებზე პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზრებზე.

ნავთობის ბაზრებისთვის მთავარი შეშფოთების წყაროა ისრაელის მიერ საპასუხო დარტყმის სახით ირანის ნავთობის ობიექტების დამიზნება და ამის შედეგად ნედლი ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი…

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, აგვისტოში დღიურად 3,3 მილიონ ბარელზე მეტი წარმოებით ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია ირანმა, რომელიც მსოფლიოს 10 უდიდეს ნავთობმწარმოებელს შორისაა.

ირანი გლობალური მიწოდების დაახლოებით 2 პროცენტს წარმოადგენს და წარმოების ნახევარი ექსპორტზე გააქვს.

დიდი შეშფოთება არსებობს იმის გამო, რომ ისრაელის მიერ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონული ომის დაწყება ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. არსებობს შიში, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს უკვე არსებულ მაღალ გლობალურ ინფლაციის პერსპექტივას.

რეგიონული კრიზისის გავლენა არა მხოლოდ ნავთობის ფასზე, არამედ ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტებზეც პირდაპირ აისახა…

იემენის ჰუსიტების განცხადებამ, რომ ისინი წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებს დაესხმიან თავს, გემების მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. წითელი ზღვის მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 10 პროცენტი მოდის, უკვე აღარ არის პრიორიტეტული დიდი სატრანსპორტო კომპანიებისთვისაც.

ბაბ ელ-მანდების (ცრემლების ჭიშკარი) სრუტე აზიისა და აფრიკის კონტინენტებს შორის მდებარეობს. სრუტე იემენსა და ჯიბუტს შორის წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი 32 კილომეტრია და წელიწადში დაახლოებით 33,000 გემი გადის.

ამ გემების მნიშვნელოვანი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის გადამზიდი ტანკერებია.

საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება სრუტეში მოძრაობის უსაფრთხოებას, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადის. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ისრაელი სრუტესთან ახლოს მდებარე ქვეყნებში სამხედრო ბაზების ქონას ცდილობენ.

მეორე მხრივ, სუეცის არხი, ხელოვნური წყლის გზა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს, ამოკლებს საზღვაო სავაჭრო გზას ევროპასა და აზიას შორის, აფრიკის კონტინენტის გარშემო უფრო გრძელი მარშრუტის გავლის გარეშე. თუმცა, ჰუსიტების თავდასხმების გამო ბოლო 1 წლის განმავლობაში ასობით გემი, მიუხედავად უფრო მაღალი ხარჯებისა, სუეცის არხის ნაცვლად კეთილი იმედის კონცხის მარშრუტს იყენებს. ამ სიტუაციამ განსაკუთრებით თხევადი ბუნებრივი აირის ფასების ზრდა გამოიწვია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

ჩემს მშობლიურ სამტრედიაში, პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ წარმატებული ფეხბურთელები – კახა კალაძე

x

მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებენ. დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრი გახსნაზე.

ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. მინდა, აქ შეკრებილ ადამიანებს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელაა სიხარული და სიამაყის გრძნობა, რომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს.

ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რომ იყოთ წარმატებულები ცხოვრებაში. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტი, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მინდა, უეფას და ფიფას წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა.

მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე-ინტერვიუ ვიქტორ ორბანთან

გერმანული გამოცემა „ფოკუსი“ (Focus) აქვეყნებს ინტერვიუს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, რომელსაც ჟურნალისტი გაბორ შტაინგარტი ესაუბრება.

უნგრელი ლიდერი პასუხობს კითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ევროკომისიის თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაპირისპირებაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებაზე და სხვა თემებზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, რომელსაც გჯერათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. რატომ?

– დიახ, ჯერ-ჯერობით მე ერთადერთი ვარ, ვინც ღიად გამოხატავს ასეთ იმედს. რადგანაც ეს არცთუ ისე პოპულარული პოზიციაა, სხვა პოლიტიკოსებს თავიანთი თვალსაზრისის გამჟღავნება ერიდებათ.

– რა მოხდა თქვენსა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობაში? ევროკომისიის პრეზიდენტს ბრალს იმაში სდებთ, რომ მან თქვენს წინააღმდეგ “ერთგვარი ინტიფადა” წამოიწყო…

– პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, როცა ნათელი გახდა, რომ ევროკომისიის მისეული კონცეფცია ჩემსას არ ემთხვევა. ადრე კომისია განიხილებოდა როგორც ხელშეკრულებების ერთგულ სტრუქტურად და შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამცველად. ევროკომისია პოლიტიკურად ნეიტრალური რჩებოდა. ახლა ყველაფერი სულ უფრო მეტად პოლიტიზებული ხდება. მისი თავდასხმები ჩემს წინააღმდეგ ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს

– თქვენ ყველაზე მეტი უთანხმოება უკრაინის საკითხში გაქვთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ანუ თქვენ – მზად არის კიევი რუსეთს ჩააბაროსო და ჰგონია, რომ ამით მშვიდობა დამყარდებაო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „არცერთ ევროპულ ენაზე სიტყვა „მშვიდობა“ არ ითვლება „კაპიტულაციის“ სინონიმად, ხოლო „სუვერენიტეტი“ – „ოკუპაციად“. როგორ უპასუხებდით თქვენს პოლიტიკურ მეტოქეს?

– საქმე ისაა, ჩაბმული ვართ თუ არა ისეთ ომში, რომელიც წინასწარ წამგებიანია და არა მომგებიანი… ამჟამად ჩვენ ვაგებთ, ამიტომ ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩვენ ისე ვიქცეოდით და ვმოქმედებდით, რომ თითქოსდა უკრაინის კონფლიქტი ჩვენი საკუთარი კონფლიქტი იყო, ახლა კი, რადგან მასში მეტ-ნაკლებად ვართ ჩაბმული, ჩვენ ამ ომს ვაგებთ.

– და რის საფუძველზე ასკვნით, რომ დასავლეთი ომს აგებს? ამჟამად უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაც კი აქვს დაკავებული და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა კურსკის ოლქიდან ასეულ ათასობით თანამოქალაქის ევაკუაცია განეხორციელებინა…

– მე ძალიან მიკვირს, რომ გერმანიაში ჩვენს წაგებას ვერ ამჩნევენ. თუ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას ობიექტურად შევხედავთ და ორივე მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობას  შევაფასებთ, აშკარა გახდება, რომ ჩვენ წაგებულის მხარეს ვდგავართ, ანუ ჩვენც ვაგებთ.

(…).

– თქვენ გახდით ბოლო ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კრემლში ეწვიეთ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება? თვლით თუ არა თქვენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისათვის?

– ჩემი ინიციატივა ორიოდე სიტყვით ასეთია: ცეცხლის შეწყვეტა. მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებისათვის სივრცეს შექმნის. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არც კიევს და არც მოსკოვს ეს იდეა არ აწყობთ. ორივე ფიქრობს, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. სწორედ ამ მიზეზის გამო გავემგზავრე ჩინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

(…)

– თქვენ რომ 1956 წელს, ანტისაბჭოთა აჯანყების დროს, ბუდაპეშტში ყოფილიყავით, იბრძოლებდით რუსეთის არმიის წინააღმდეგ?

– რა თქმა უნდა, მებრძოლთა პირველ რიგებში ვიქნებოდი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: