Home Blog Page 649

,,თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია! – ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისი, უკვე საუკუნეებია, რაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა. მისივე თქმით, თბილისი ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვისაც ძალიან დიდია.

„უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული.

ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს. ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

26 ოქტომბერს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული -ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს.

„არჩევნებამდე სამი დღით ადრე შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რათა კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და თავისუფლებას. ჩვენი საარჩევნო სლოგანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსება არის მთავარი სიკეთე, რომელიც ადამიანს თავისუფალ და ძლიერ პიროვნებად აქცევს. ეს იცოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და სწორედ ამიტომ, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ისინი ყველაზე აგრესიულად ებრძოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ღირსებაშელახული ადამიანი და ხალხი ყველაზე ადვილი სამართავია. ისინი აპატიმრებდნენ  ადამიანებს, აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ძარცვავდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყალბებდნენ არჩევნებს. მათ დაიწყეს ომი, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რომელმაც 30 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაგვაკარგვინა. შემდეგ, მათ წაგებული ომი სახალხოდ იზეიმეს და ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს. ამით, ისინი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეეხნენ. მადლობა მინდა, გადავუხადო ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ღირსება დაგვიბრუნა და სისხლიანი რეჟიმისგან გაგვათავისუფლა. მადლობა პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მას ასევე იმისათვის, რომ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ღირსებით მივდიოდით ევროპისკენ. ღირსებით მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ღირსებით მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ღირსებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მომავალშიც მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ“,- განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან საქართველო ისმენს.

„ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა. 2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ვივლით ასევე მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ ასევე ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

„ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება. გასული 12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შთამბეჭდავი შედეგები ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ  ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა გასამმაგდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ბიუჯეტი 8,5 მილიარდიდან 28 მილიარდამდე გავზარდეთ, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ, საშუალო ხელფასი, რომელიც იყო 712.5 ლარი გავზარდეთ 2,000 ლარამდე, სიღარიბე თითქმის სამჯერ შევამცირეთ 212 წლის შემდეგ და 680,000 ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმარეთ. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო ოთხ წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს, ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, საშუალო ხელფასი 3,500 ლარს მიაღწევს, ხოლო სიღარიბე 4 პროცენტიან მაჩვენებელს ჩამოცდება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გასული 12 წლის მანძილზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და  გადაიარაღდა 800 საწარმო, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კი, დამატებით ასობით ახალი საწარმო შეიქმნება.

„რამდენჯერმე გავზარდეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში 68 კილომეტრი ავტობანი ააშენა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ 34 კილომეტრი და 22 კილომეტრი მხოლოდ გვირაბი და ხიდი ავაშენეთ ამ 12 წლის განმავლობაში. მთლიანობაში, უკვე ავაშენეთ 300 კილომეტრამდე ავტომაგისტრალი და ამ მიმართულებით, ქვეყნის სწრაფი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონები. კიდევ უფრო განვითარდება და გალამაზდება თბილისი. რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი, სუპერთანამედროვე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი. თბილისში ავაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ინფრასტრუქტურას, სადაც ქართველი სტუდენტები საუკეთესო გარემოში, ევროპული სტანდარტების განათლებას მიიღებენ და საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ ორმილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჯანდაცვის სისტემა, გაფართოვდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ყოველწლიურად გაიზრდება პენსიები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას შექმნის და საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში შეიყვანს, არამედ, რაც მთავარია, ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში შემოიტანს. ამის ალტერნატივაა ავტორიტარიზმი, ომი და ეკონომიკის გაჩერება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვპირდება. ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი.

„საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ყველა ერთად და ყველას ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. სიძულვილითა და მტრობით დანგრეულს ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ, ჩვენ სიყვარულით გავამთლიანებთ საქართველოს და სიყვარულით შევქმნით ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ნათელ მომავალს. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო საქართველო“, – განაცხადა კობახიძემ.

 ,,26 ოქტომბერს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა”- შალვა პაპუაშვილი

მოგესალმები საქართველო, მოგესალმები თბილისო, მოგესალმებით გულანთებულო პატრიოტებო!

ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში.

აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც.

ეს განსაზღვრა იოანე ზოსიმემ, როცა გვამცნო ქართული ენის, ქართველი ერის მისია, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე, მცველი ქრისტიანული მრწამსისა, და შესაბამისად, ვართ მცველი უმთავრესი ფასეულობის – ადამიანის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ანუ ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენ თვალწინ კი ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს.

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით.

ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ.

მეგობრებო, 2022 წელს, საქართველო ომს და ნგრევას გადავარჩინეთ. ომს, რომელიც საბოლოოდ დაასამარებდა ჩვენი მოქალაქეების იმედებსა და ოცნებებს. დედებს კვლავ შავებში შემოსავდა. მშვიდობაში წამოზრდილ ახალ თაობას კვლავ სიკვდილისა და ქაოსისთვის გაწირავდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო კი კვლავ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებდა.

ყველამ კარგად დაინახეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს საკუთარი თავის განადგურებისკენ. როგორი ზეწოლა იყო შიგნიდან თუ გარედან, რომ საქართველოს ფეხი წასცდენოდა.

– როცა ვკითხულობდით, სანქციებზე მიერთებით გამოწვეულ საპასუხო ეკონომიკურ დარტყმებზე თუ გვაძლევდნენ ეკონომიკურ ან ფინანსურ გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ თავი უნდა შევწიროთ? პასუხი იყო – დუმილი. დუმილი, რომელიც პასუხზე მეტია.

მაშინ, ჩვენ არჩევანი დაგვიყენეს ჩაყოლასა და ჩათრევას შორის. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ! რადგან ჩვენს უკან იდგა ჩვენი ხალხი. რადგან ჩვენს უკან იდგნენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომელთა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებით. ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა.

მეგობრებო, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის. სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ქართველებისთვის ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა. ამით ააშკარავებს ოპოზიცია თავის ჭეშმარიტ ყოფას, რაც ჯილდოს მოლოდინში სხვების მსახურებაა.

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს.

ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა.

დაბოლოს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან – თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების” კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები.

მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

,, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ორი ალტერნატივის წინაშეა”- ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში

მოგესალმებით თბილისელებო, მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლებო, მივესალმები ყველასგან გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქს. მივესალმები ჩვენი რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს.

მინდა მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ დღეს, საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ. მე მახსენდება 2012 წელი, როცა ზუსტად აქ, ამ მოედანზე ასეულობით ათასი პატრიოტი ვიდექით. მაშინ სისხლიან მჩაგვრელ რეჟიმს და მათ უცხოელ მფარველებს უპრეცედენტო ერთიანობა და ძალა ვუჩვენეთ და მთელს მსოფლიოს ვუჩვენეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი და ყველას დავანახეთ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, სამაგალითო პატრიოტისა და ნამდვილი მებრძოლი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული. და დღესაც, მისი ლიდერობით იგივე შემართებას ვხედავთ, რაც არის იმის გარანტი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის” ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და სრული უიმედობა. ამ ყველაფერს, მეგობრებო, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა” ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა, რამაც, სტაბილური განვითარება, კეთილდღეობა, თავისუფლება და რაც მთავარია, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – უწყვეტი მშვიდობა მოიტანა და განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე – ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, მეგობრებო!

მეგობრებო, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ორი ალტერნატივის წინაშეა: ერთ მხარეს  მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი – „ქართული ოცნება”, ხოლო, მეორე მხარეს – ომის, ღალატისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული, ოთხ პარტიად გაშლილი აგენტურის კოალიცია დგას. კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ „ნაციონალურ მოძრაობაზე” დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, „ახალი ნაციონალური მოძრაობა” ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედია-ტერორის ავტორ, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს,  „ნაცმოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარე მელიას. მესამე პატარა პარტია, ამ ორის დანამატია და ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებულ ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო, მეოთხე პარტია, წინა სამის დანამატია და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას. სწორედ ხაზარაძის და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს, შენიღბული ფორმით, აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში; ხოლო, აგენტურის კოალიციის მთავარი მიზანი, ჩვენთვის ცნობილია: უცხო ძალების დავალების შესრულება, სანქციებზე მიერთება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევა, რაც ნიშნავს საქართველოს ავღანეთიზაციას, უკრაინიზაციას, ეს ნიშნავს ქვეყნის სრულ დანგრევას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ჩვენი ხალხის განადგურებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!

არჩევანი ძალიან მარტივია – იქნება ომი, ან იქნება მშვიდობა! ვინც ხმას მისცემს აგენტურის კოალიციაში შემავალ ოთხ პარტიას, ის ავტომატურად ხმას მისცემს, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, მეორე ფრონტის გახსნას, ომის დაწყებას, საკუთარი შვილების ომში გაგზავნას, ხმას მისცემს ქვეყნის დანგრევას, ხოლო, ვინც ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას”, ის ხმას მისცემს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, საკუთარი შვილების და ოჯახების კეთილდღეობას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ერთიან საქართველოში!

26 ოქტომბერს, არა უნდა ვუთხრათ აგენტურას, არა უნდა ვუთხრათ მათ მფარველებს, არა უნდა ვუთხრათ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ლგბტ პროპაგანდას, არა უნდა ვუთხრათ უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების თავხედურ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში და არჩევნებში. და ბოლოს და ბოლოს, ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს საქართველოა, ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველო ჩვენია!

საქართველოს გაუმარჯოს!

დაუმარცხებელ ქართველ ხალხს გაუმარჯოს!

26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების” გამარჯვებას გაუმარჯოს!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

 ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით, უამრავი ადამიანი შეიკრიბა ერთი მიზეზით, მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დათმობს -კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა პარტიის დასკვნით შეკრებაზე საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო!
მოგესალმებით ჩემო გულანთებულო ქართველებო!
მივესალმები სრულიად საქართველოს!

განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს!
მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს!
მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ურთიერთპატიებას, ნდობის დაბრუნებას და თანაცხოვრებას.
გაუმარჯოს ერთიან, მთლიან, დამოუკიდებელ საქართველოს!

ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით. უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღეს აქ ერთი მიზეზით – მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასოდეს!

მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის.

თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს!

გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ, იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხარით, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით და რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად.

მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ!

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს.

ვისაც ამის დანახვა სურს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები.

ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.
საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი.

ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა! ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ!

მეგობრებო, მინდა გავიხსენო 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და დღესაც ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს.
გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტ პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, გამოიყენონ ეს ყველაფერი ხალხის დაპირისპირებისთვის, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და ჩვენ თურმე, ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდეთ.

მინდა მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით, წინ, ევროპისკენ!

მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო.

თუ სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.
ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად!

მეგობრებო, დღეს, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან.

დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენი ბრძოლა წყდება არჩევნებზე, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი გასატანი, ჩვენი სამშობლოს გასატანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნით ევროპულ მომავალს.

26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვეა. გაუმარჯოს გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, – აღნიშნა კალაძემ.

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!  ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება  ჩვენი სამშობლოს მიმართ!” –  კახა კალაძე

მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო!

მოგესალმებით ჩემო გულანთებულო ქართველებო!

მივესალმები სრულიად საქართველოს!

განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს!

მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს!

მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ურთიერთპატიებას, ნდობის დაბრუნებას და თანაცხოვრებას.

გაუმარჯოს ერთიან, მთლიან, დამოუკიდებელ საქართველოს!

ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით. უამრავი ადამიანი შეიკრიბა დღეს აქ ერთი მიზეზით – მთელ მსოფლიოს გააგონოს, რომ სამშობლოს, რწმენას, თავისუფლებას საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასოდეს!

მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის.

თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს!

გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ,  იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხარით, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით და რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად.

მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ!

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს.

ვისაც ამის დანახვა სურს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი,  ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები.

ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.
საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი.

ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება” ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!  ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება  ჩვენი სამშობლოს მიმართ!

მეგობრებო, მინდა გავიხსენო 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას” უწოდებდნენ და დღესაც ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს.
გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტ პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, გამოიყენონ ეს ყველაფერი ხალხის დაპირისპირებისთვის, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და ჩვენ თურმე, ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდეთ.

მინდა მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით, წინ, ევროპისკენ!

მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო.

თუ სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.
ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად!

მეგობრებო, დღეს, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან.

დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენი ბრძოლა წყდება არჩევნებზე, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი  გასატანი, ჩვენი სამშობლოს გასატანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნით ევროპულ მომავალს.

26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვეა. გაუმარჯოს გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას”, გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი.

,,ყველას უნდა დავანახოთ, რომ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება”- არჩილ გორდულაძე

10 ათასობით და 100 ათასობით ადამიანია ახლა ერთად შეკრებილი იმისათვის, რომ ყველას უთხრას, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ჩვენ ვერ ვიტანთ როდესაც უსამართლოდ მოგვმართავენ და უსამართლოდ შეურაცხყოფებსაც გვაყენებენ იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

„ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ დიახ, ბევრი ვართ და ეს ერთად შეკრული ქართველი ხალხი გავაკეთებთ არჩევანს ქართველი ხალხის ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მომავლიდან გამომდინარე. ჩვენ უარს ვამბობთ იმ ლგბტ პროპაგანდაზე, რომელსაც ცდილობენ რომ თავს მოგვახვიონ, ჩვენ უარს ვამბობთ ქართული ჩოხის შეურაცხყოფაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე და იმ ქრისტიანული საფუძვლებით ვიყოთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

მისი თქმით, ყველას უნდა დავანახოთ, რომ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება.

„არავის აქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. არავის გასვლია და არც არავის გაუვა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მსოფლიოს რუკას რომ გადავხედოთ, გაწითლებულია უმძიმესი მდგომარეობით. ასეთ ფონზე განსაკუთრებულ ღირებულებას და აქტუალობას იძენს ის, რასაც ჰქვია მშვიდობა -მიხეილ სარჯველაძე

მე არ მგონია, რომ კეთილდღეობა მიღწევადი იქნება მშვიდობის გარეშე, არ მგონია, რომ ღირსება შეიძლება ერმა შეინარჩუნოს თუ არ იქნება მშვიდობა, არ მგონია, რომ კეთილდღეობის არქონა დადებითად აისახებოდეს ღირსებაზე და ღირსების გარეშეც არ მგონია, რომ კეთილდღეობა შეიძლება მიღწევადი იყოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ

„დღეს, მსოფლიოს რუკას რომ გადავხედოთ, ვანახოთ, რომელ ქვეყანაში რა ამბავი ტრიალებს, მთელი მსოფლიოს რუკა გაწითლებულია უმძიმესი მდგომარეობით. ასეთ ფონზე ასეთი მყიფე საგარეო და გეოპოლიტიკურ პირობებში რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ღირებულებას და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ის, რასაც ჰქვია მშვიდობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამას იწყებს

თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდება.

გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კურსზე დასასწრებად მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება.

დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბმულზე.

(R)

,,მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ” – გენო პეტრიაშვილი

მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ, ძალიან მაგარი მსვლელობა გვაქვს, – განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა გენო პეტრიაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ასევე გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრისთვის.

„ადამიანები, ვინც მშვიდობის, ღირსების და ერთობის მხარეს ვართ, ვისაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უნდა. მიხარია, რომ ამდენ მაგარ ქართველთან ერთად ვარ. 26 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, მშვიდობიან მომავალს და სტაბილურ განვითარებას. ამისათვის უნდა გავაფერადოთ 41 – „ქართული ოცნება“, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ და კიდევ განვითარდეს და შევინარჩუნოთ.

მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ძალიან დიდი სირთულეებია. ჩვენსა სამეზობლოში, თუნდაც, უკრაინაში რა ხდება, როგორი რთული მდგომარეობაა. არ გვგონია, რომელიმე ქართველს სურდეს, რომ იგივე სცენარი განვითარდეს საქართველოში, სწორედ ამიტომ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“.

არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, არც ერთ ოპოზიციას, არც ერთ ჯგუფს არ აქვს უფლება, რომ ჩვენ დაგვაბრუნოს დანაშაულებრივ წარსულში, ომში და იმ უბედურებაში, რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ”, – განაცხადა გენო პატრიაშვილმა.

,,თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო”- სოზარ სუბარი

თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, – განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად ბარათაშვილის ხიდიდან მსვლელობაში მონაწილეობს.

„თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და აი, ამ იდეას, ამ მოწოდებას მივყვებით დღეს. იმდენი ხალხი, რაც დღეს აქ არის შეკრებილი, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს იქნება სწორედ ის, რაც გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მტრებზე, ეს იქნება ერთსულოვნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.