Home Blog Page 2022

“უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს” – პრემიერი

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“სენატორი დურბინი – გვარამია მსოფლიოს თავისუფალი დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლიაო”

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ სენატორი დურბინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გააკეთა.

„სენატორი დურბინი დეპუტატი, ჰაკერი მაკკეინის ინსტიტუტი

– გვარამია მსოფლიოს თავისუფალი დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლიაო! მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი და ბოლშევიკები

– თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი კომუნისტები არიანო
ვის დაუჯეროთ?“, – წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი

დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება.

ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.

საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.

5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

“კრემლზე თავდასხმა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით განხორციელდა”

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას რუს ოლიგარქებს უკავშირებს.

„ბევრი ვერსია არსებობს კრემლის თავზე დრონების შესახებ. ჩემს პირად მოსაზრებას გამოვთქვამ ინსაიდერებზე დაყრდნობით – კრემლზე თავდასხმა განხორციელდა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით, რომლებიც პუტინის რეჟიმის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ეს „განაწყენებულთა კლუბის“ პირველი კოლექტიური თამაშია“, – წერს არახამია TELEGRAM-ზე.

შეგახსენებთ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ღამით უკრაინამ კრემლში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

უკრაინის ხელისუფლება მომხდართან კავშირს უარყოფს.

“მოსკოვისთვის”, “კრემლისთვის”- რუსებმა ოდესაში „კამიკაძე“ დრონები გაუშვეს

4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა.

„ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს”, – აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, სამი დრონი ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ადგილობრივმა მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „მოსკოვისთვის“ და „კრემლისთვის“.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 143 -ე საქველმოქმედო აქციას ქედაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 6 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: ქედა; რუსთაველის ქ. N 14; ევექსის კლინიკა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 142 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 626 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს” – თომას ჰაკერი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ეხება 12 რეკომენდაციას, თუ რა პროგრესი არის მიღწეული ამ მიმართულებით.

„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.

მისივე თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი.

„შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედია თავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედია თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა.

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბუდაპეშტში ვიზიტით იმყოფება.

კონფერენციის წლევანდელი დევიზია „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“ და იმ პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანეს კონსერვატიულ შეკრებას წარმოადგენს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონსერვატიული მიდგომების მომავლით.

კონფერენციის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვდებიან. განიხილავენ უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების მონაწილეობით საქართველოში დაგეგმილ სამთავრობო შეხვედრას.

“ეტყობა, ქალბატონმა გიულიმ არ იცის, რომ მიშა დიდი ხნის წინ ჩამოწერეს დასავლელმა პარტნიორებმა”- ლაშა ამირეჯიბი

“მიშა, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი კარგა ხანია აღარ არსებობს, შეიძლება ითქვას მოკვდა, როგორც პოლიტიკოსი… ამ მდგომარეობით მხოლოდ ნაცმოძრაობის ლიდერები სარგებლობენ. ხაბე, პეტრე და დანარჩენი ნაძირალები. ვითომ გული შესტკივათ და განიცდიან მიშას მდგომარეობას ..არა და, ამასობაში, მაგრად ჰკიდიათ, მიშა გახდება თუ წონაში მოიმატებს…”- წერს სოციალურ ქსელში, “დაიცავი საქართველოს” ერთ–ერთი დამფუძნებელი, ლაშა ამირეჯიბი.

📌რა არ მინახავს, რისი მომსწრე არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამე არც წამიკითხავს და არც არსად გამიგონია. დედა, ბიძა, მეუღლე, შვილები და ოჯახის წევრები როგორ კლავენ საკუთარ შვილს, მამას, დისწულს ,სისხლს და ხორცს…ერთი კალორიული სადილი რა გახდა, რომ მიაწოდოთ თქვენს ვაჟიშვილს..ეს ბრიყვების ოჯახი ამას თვითონ ვერ მოიფიქრებდა..დაარიგეს კეთილის მსურველმა იურისტებმა, ადვოკატებმა და მოქრთამულმა უცხოელმა ექიმებმა.. .ასე კვებეთ და აუცილებლად გამოუშვებენო..იმიტომ, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს და გარკვეული კილოგრამები დაიკლოს ყველაფერზე მიდიან. საკუთარი ხელით კლავენ ამ საწყალს..მინდა მივმართო.ქალბატონ გიულის..

📌აჭამეთ კარგად, რაც შეიძლება მეტი.კალორიული საკვები მიართვით, თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა იცოცხლოს. ამ ხელოვნურად გამოწვეულმა შიმშილმა შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს და უბედურებას გადაგყაროთ..თუ ვინმეს არ უნდა მიშას ცუდად ყოფნა, ეს ხელისუფლება გახლავთ და ეს ხელისუფლება მიშას არ გაათავისუფლებს…რით ვერ გაიგეთ ?! ჩაიბეჭდეთ ერთხელ და სამუდამოდ….

მიშა, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი კარგა ხანია აღარ არსებობს, შეიძლება ითქვას მოკვდა, როგორც პოლიტიკოსი… ამ მდგომარეობით მხოლოდ ნაცმოძრაობის ლიდერები სარგებლობენ. ხაბე, პეტრე და დანარჩენი ნაძირალები. ვითომ გული შესტკივათ და განიცდიან მიშას მდგომარეობას ..არა და, ამასობაში, მაგრად ჰკიდიათ, მიშა გახდება თუ წონაში მოიმატებს..

📌ეტყობა, ქალბატონმა გიულიმ არ იცის, რომ მიშა დიდი ხნის წინ ჩამოწერეს დასავლელმა პარტნიორებმა. ის აღარ სჭირდება აღარც ქალბატონ კელი დეგნანს…ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. მიშა ლუკმას არ იდებს პირში, ეს ან ნერვული სტრესია ან და მიზანმიმართული აქცია..

📌არა და ასეთი მჭამელი თითო ოროლა თუ მოიძებნება საქართველოში. გაიხსენეთ აკია ბარბაქაძის ერთ ერთი ჩართვა, სადაც მან ზედმიწევნით კარგად აღწერა, თუ როგორი მადა ჰქონდა მიშას მისი მმართველობის პერიოდში და როგორ სთქვლეფდა იგი ყველაფერს ირგვლივ..შეიძლება ითქვას მუსრს ავლებდა იქაურობას.

📌ერთი ამბავი კიდევ: ქალბატონო გიული!: რომც გამოუშვან თქვენი .ვაჟი ციხიდან, ზუსტად ოც წუთში ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდება. მასზე რამდენიმე.სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამიტომ.აჯობებს მიხედოთ და კარგად კვებოთ და თავისუფლებაზე ოცნებას თავი დაანებოთ.. გამოსავალი ერთია ,ჯანმრთელი საკვების მიღება და რაც მთავარია მოუხადეთ ბოდიში იმ ადამიანებს, იმ დედებს ვისი შვილებიც დახვრიტეთ და უკანონოდ ჩაყარეთ ციხეებში…”-წერს სოციალურ ქსელში ლაშა ამირეჯიბი.

 

https://www.facebook.com/lasha.amire/posts/pfbid0Fm8j3Wh4YYAV7A21CeCv9dTSoRuSMg34Xjz915n5EJWq7QoxwFjkcxhbr9F1z4RXl

 

“ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება” – მედვედევი

უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვიდან მუქარებს იღებს. რუსეთის უშიშროების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კრემლზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ დღის წესრიგში ზელენსკის ლიკვიდაციის საკითხი დგას.

„ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მანამდე საგანგებო განცხადება გააკეთა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც პრეზიდენტზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად შეაფასა და უკრაინის წინააღმდეგ ისეთი იარაღის გამოყენება მოითხოვა, რომელსაც, მისი თქმით, კიევის ტერორისტული რეჟიმის განადგურება შეუძლია.

აქვს თუ არა საბოლო ღირებულებაზე გავლენა დაუსრულებელ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებს?

დაპირებულ, დაუსრულებელ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებს, აქვს თუ არა საბოლო ღირებულებაზე გავლენა? რა თქმა უნდა დიახ. რისი მკაფიო მაგალითია, კახეთი რეგიონის 180 კმ იანი საავტომობილო გზების პროექტი, – ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ტქმით, სტრატეგიული საგზაო პროექტების ვადების 5-6 წლიანმა დარღვევამ, ბუნებრივია გამოიწვია მშპს დამუხრუჭება და ცალკეული პროექტის საბოლოო ღირებულების ზრდა.

“2017 წელი – კახეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია 1 მილიარდი ლარი, (გ. კვირიკაშვილის მთავრობა);

2022 წელი – კახეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია 2 მილიარდი ლარი, (ი.ღარიბაშვილის მთავრობა);

რას იწვევს დროში გაწელილი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტები?

– ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების დასრულების – დაანონსებულ ვადებში – ნათლად ჩანს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ იწვევდა, ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილი და დარღვეულია, რაც უარყოფითად აისახებოდა – ქვეყნის მდგრად განვითარებაზე;

პს – სტრატეგიული საგზაო პროექტების ვადების 5-6 წლიანმა დარღვევამ, ბუნებრივია გამოიწვია მშპს დამუხრუჭება და ცალკეული პროექტის საბოლოო ღირებულების ზრდა.

5-6 წლიანი დამუხრუჭება სახეზეა:

2018 წლის დაპირება – 2020 წლამდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება;
2019 წლის დაპირება – ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში 2022 წლამდე ეტაპობრივად შევა;
2020 წლის დაპირება – 2024 წლისათვის – ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% აშენდება;
2021 წლის დაპირება – 2023 წლისათვის – რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი სრულად გაიხსნება;
2021 წლის დაპირება – აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება;
2022 წლის დაპირება – 2023 წლის ბოლოს რიკოთის მონაკვეთი დასრულდება, 2024 წლისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ – სამხრეთ მაგისტრალი ექსპლუატაციაში შევა;
2023 წლის დაპირება – 2024 წლისათვის თბილისიდან – ბათუმამდე ჩასვლა 3 – 3.5 საათში გახდება შესაძლებელი,”– ნათქვამია განცხადებაში.

https://www.facebook.com/geotranscor/posts/pfbid02Q3sn7fmudmNVJDRUVQo3ckv8hLQRKgqFcuXf4j7R2M71bBSTj8KXjiTxZdfyXfzgl

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს – ომის 435-ე დღე

ომის 435-ე დღეს, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე გახდა ხერსონისა და დნიპროს დასახლებული რაიონები. ხერსონში სარაკეტო თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად დნიპროში. არიან დაშავებულებიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი,  ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც წუხელ რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ გამოიყენეს, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„რაშისტები“ თავს დაესხნენ კიევს Shahed-ის ტიპის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რომელიც, სავარაუდოდ ბალისტიკური ტიპის იყო. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, – განაცხადა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ დაფიქსირებულა საცხოვრებელი ობიექტების ან ინფრასტრუქტურის განადგურებაც.