Home Blog Page 2010

“ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში – მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს – საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს”

ბევრს არ უნდა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში – მხედველობაში „შუა დერეფანი“ მაქვს – საქართველოს ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის – არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ბრიუსელის დერეფნებში სირბილი აძლიერებს, – ასეთია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, რა რესურსი გააჩნია ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გავლენა მოახდინოს და ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.

ვოლსკის თქმით, “როდესაც ბრიუსელის კაბინეტებში შედიხარ, ხოლო გაერთიანებას 32 სუბიექტი წარმოადგენს, რომელთაც ჯერ კიდევ შალვას ფანჩატურში მოაწერეს ხელი, რა საკვირველია, ამას ევროპელი პოლიტიკოსი ითვალისწინებს“.

“თავი დააყენეთ იმ პოლიტიკოსის ადგილას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი შესაძლოა, რუსეთს დაუკავშირდეს, თუკი არსებული ხელისუფლება დარჩება. მას გარკვეული პოლიტიკური ხედვები გააჩნია, ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი გააჩნია… გარდა ამისა, ბევრს არც ის უნდა, რომ ისედაც მუხლებზე დაცემული ოპოზიცია საერთოდ გაქრეს და განადგურდეს.

იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოს ახასიათებს, ბევრს არ უნდა, რომ საქართველოს, საგანგებოდ მნიშვნელოვან პერიოდში – მხედველობაში “შუა დერეფანი“ მაქვს – ის ხელისუფლება მართავდეს, რომელიც მათ წინაშე ასკინკილაზე არ დახტის. არის ეს პოლიტიკური კონიუნქტურა, რასაც აძლიერებს როგორც ჩვენი ვაიპოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, ვინც იქ ხვდებიან იმათი შეხედულებები და აზრიც – ასე რომ, დესტაბილიზაციის იდეის თანაავტორი არიან.

ავიღოთ ზელენსკი – უკრაინის სიტყვას საკმაოდ დიდი წონა აქვს. როდესაც ის მიტინგზე გამოდის და ხელისუფლების გადაგდებას და საზოგადოების მიერ რევოლუციური პროცესის განვითარებას ითხოვს, როდესაც ქვეყნიდან ელჩი მიჰყავს, ხოლო ჩვენს ელჩს უკრაინიდან დაუმსახურებლად კინწისკვრით აგდებს, რა თქმა უნდა, სხვა ვერაფერს იფიქრებ, რომ ეს არის გარკვეული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ხელს ის მოღალატეობრივი ნაბიჯები უწყობს, რასაც ჩვენი არა ერთი პოლიტიკური ოპონენტი – სინამდვილეში კი, რევოლუციური კომიტეტის წევრები სჩადიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ “ოპოზიციას საქართველოსთვის სტატუსის მიცემა დამღუპველად მიაჩნია, რადგან ეს მათ რევოლუციური სცენარის განვითარებაში ხელი შეეშლებათ“.

“არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა, ყველა ასეთი ადამიანი დასანქცირდება” – სერგო ჩიხლაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მორიგი შეხვედრა გამართეს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას არ დაუშვებენ.

“შეხვედრების მეოთხეა დღე ვაშინგტონში. დღევანდელი შეხვედრები იყო სენატში, კონგრესსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ჩვენი მეგობრების გზავნილი ყველგან საერთოა: 1. დააკვირდებიან მომავალ არჩევნებს და უკვე ახლა იწყება ამ პროცესზე დაკვირვება და მთავარი გზავნილია, რომ არცერთ გაყალბების შემთხვევას აღარ შეეგუება აშშ. 2. როგორც ევროკავშირში, ისე ნატო- ში ინტეგრაციის კუთხით აუცილებელია რეფორმები და ამ რეფორმების “აჯენდას” აკვირდება აშშ და მზად არიან, რომ ყველა ამ პროცესში დაგვეხმარონ. 3. არ იქნება დაშვებული და არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა და ყველა ასეთი ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი, რომ დასანქცირდება ან სხვა სახის ზომები იქნება მათ წინააღმდეგ მიღებული. 4. ეს არის ვიზების გამარტივების საკითხი, საგანმანათლებლო პროგრამები, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროგრამები აშშ-დან. აი, ეს არის საკითხების ნუსხა, რომლებზეც სრული მხარდაჭერაა აშშ- ს მხრიდან”, – განაცხადა ჩიხლაძემ

“ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა” – ალი ასადოვი

ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ვიღებდით მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

დიდუბის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობთ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.

„დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! – ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! -ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს.

„ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ ამხელა ბრძოლით დაიმსახურა. რამდენი წელი ვიბრძვით, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს, სადღაც მივდიოდით. სამწუხაროდ, ხალიჩა გამოგვაცალეს ფეხქვეშ. უნდათ, რომ ისევ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე! აუცილებლად ვიქნებით მაგრად! მეც მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე!

ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ, ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია. საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. აუცილებლად დადგება ფეხზე. შეძლებს ამ ყველაფრის გამოსწორებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შესაძლოა, მიუსაფარი ცხოველების შეყვანის შესაძლებლობა მიეცეთ

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირების სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების „შვილად აყვანას“ გულისხმობს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავებენ. ეს გადაწყვეტილება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტმა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი და საქართველოს 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“ განიხილა. პეტიციის ავტორები დეპუტატებს, პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ და ამ მიმართულებით კანონპროექტის შექმნასა და აღნიშნული პროგრამის საქართველოში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვას სთხოვენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საკითხის მიმართ არა მხოლოდ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობითაა განწყობილი და სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა გამოთქვა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შორენა ლობჟანიძეს და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ამ პეტიციით მოგვმართა. ძალიან საინტერესო იდეაა, რასაც გავეცანი და, სიმართლე გითხრათ, უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფორმა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელოთ. სახელწოდება ასეთი აქვს – „თერაპია თათებით“, რაც გულისხმობს, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიუსაფარი ცხოველების ყოლის შესაძლებლობას.

აღიარებულია და არაერთი პროექტია მითითებული თვითონ პეტიციაში, რომ წარმატებული პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეული, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ყოველმხრივ ლოგიკურად მეჩვენება და არათუ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობით ვარ განწყობილი.

ჩემი შემოთავაზება გახლავთ, რომ ამ პეტიციაზე მუშაობა დაიწყოს პარლამენტმა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, შესაძლოა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, უკვე მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შესახებ ინფორმაციას წარმოვადგენთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის სხდომაზე პეტიციასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების მზადყოფნაზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ როსტიაშვილმაც.

„დიდი მადლობა იდეის ავტორს, ყველა ხელმომწერს, რომლებმაც ასეთი საინტერესო იდეა წარმოადგინეს. ვფიქრობთ, ნამდვილად ინოვაციური და ძალიან საინტერესო იდეაა. იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად ვართ, შევისწავლოთ საკითხი და დეტალურად დავამუშაოთ, რა თქმა უნდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციფიკისა და პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა , თამარ როსტიაშვილმა.

პეტიციის ავტორის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პატიმრების თერაპიას, არამედ მათ გადამზადებას და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას.

„მარტო ცხოველის ყოლაზე არ არის, თვითონ პატიმრებიც გადიან შემდგომ გადამზადებას, რომლებიც იღებენ სერტიფიკატს და პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც იძენენ. გათავისუფლების შემდეგ შეეძლებათ მუშაობა დამოუკიდებლად“, – განაცხადა პეტიციის ავტორმა, შორენა ლობჟანიძემ.

“ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას, სტატუსის გადავადება არ შეიძლება” – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„Ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. უახლოეს ორ კვირაში ანალიზის ნაწილი იქნება, შემდეგ რეკომენდაცია და ბოლო ერთი სიტყვაა მთავარი იმ რეკომენდაციაში, რომელმაც შეიძლება, სივრცე დაუტოვოს ლიდერებს, დეკემბერში მიიღონ გადაწყვეტილება. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ჩემი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. ამით თუ ვინმე და რამე გაძლიერდება, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დაბნეულობაა. არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც, ადამიანების შიშებიც ლეგიტიმურია. არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე არაფერი მითქვამს ახალი, ისეთი,  რაც არ ჩანს ღია დისკუსიებში. კარგი იქნებოდა, თუ ერთიანი მძლავრი გზავნილი იქნებოდა. შესაძლებელია, რეზოლუცია დავარეგისტრიროთ, შესაძლებელია, წერილს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ის, რომ არსებობს შიში, რადგან შესაძლებელია, ამან „ქართული ოცნება“ გააძლიეროს, ესეც ლეგიტიმურია, რასაც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ღიად ამბობს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“ ამას ძალიან დიდი ხანია, ამბობს და ასეთი დისკუსიები სოციალურ ქსელში არსებობს.

მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეიძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობას დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“აბრეშუმის გზის” კონფერენცია თბილისში- საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა” -Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია თბილისში: საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი).

მასალაში განხილულია საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით, განსაკუთრებით აღნიშნულია თბილისის როლი ახალი „აბრეშუმის დიდი გზის“ განხორციელებაში.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის ოქროთი და ვერცხლით შემკულ დარბაზში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა: ღონისძიების წამყვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის, რომ იგი პრეზიდიუმის ცენტრში უნდა დაჯდეს, როგორც შუამავალი.

მისი ადგილის მარცხნივ არის წარწერა „ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი“, მარცხნივ კი „ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი აქაც, თბილისშიც იგრძნობა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

საქართველოს დედაქალაქში „აბრეშუმის გზის“ სამიტი მიმდინარეობს. ერევნიდან და ბაქოდან პოზიტიური სიგნალები უკვე მიღებულია: დაპირისპირებული მხარეები კონფრონტაციის განმუხტვას ცდილობენ და წლის ბოლომდე ზავის დასადებად ემზადებიან. სომეხი დიპლომატები თურქეთთან საზღვრის გახსნასაც ელოდებიან.

საქართველო – ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?

თბილისში „აბრეშუმის გზის“ სამიტი უკვე მეოთხედ იმართება და ის, რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის ომს არ ეძღვნება, მაგრამ იძულებულია რიგ საკითხებზე იმსჯელოს, რომლებიც რეგიონში ომის დასრულების პერსპექტივას უკავშირდება. სამხრეთ კავკასიამ „შუალედური დერეფნის“ როლი უნდა შეასრულოს. სამიტს დაახლოებით 2 ათასამდე დელეგატი ესწრება სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და არაბული სახელმწიფოებიდან.
უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, მათ შორის, რა თქმა უნდა, კომერციულ სტრუქტურებშიც. დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმის დროიდან. საქართველოს და აზერბაიჯანს რუსეთთან ვაჭრობაში წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება სურთ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ისტორიულად არსებული „აბრეშუმის დიდი გზა“ საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთს და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, საქართველო კი ამ გზაზე არსებული ხიდის როლს ასრულებდა“.

სხვათა შორის, ქვეყნის პრემიერს ოპოზიცია პრორუსულ კურსსა და კრემლის ერთგულებაში ადანაშაულებს, მაგრამ მას პირიქით, ხიდების გადება სურს: „აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, ინოვაციებისა და ცოდნის გავრცელებისათვის“.
კონფერენციის სარეკლამო რგოლი მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო აზიასა და ევროპას შორის ახალ დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს: ამაში იგულისხმება შავი ზღვის ნაპირზე მშენებარე ანაკლიის ნავსადგური, თბილის-ბათუმის სუპერთანამედროვე ავტომაგისტრალი, სამი საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსკავკასიური რკინიგზა და ა.შ. ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას ახალ ტურისტულ ცენტრად – სტამბოლის ან დუბაის მსგავსად.
საქართველოს ევროკავშირის წევრობაც სურს. სხვათა შორის, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი ისეთ ქვეყანაში მიმდინარეობს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას პროევროპული განწყობა აქვს, მაგრამ ფორუმზე ევროკავშირის წარმომადგენლები თითქმის არავინ არ ჩანს.
მხოლოდ რუმინეთის ყოფილი ელჩი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო, მაგრამ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ტრიბუნაზე რატომღაც არ იქნებიან.

საქართველო ევროკავშირში: გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა

თბილისისათვის ევროკავშირში გაწევრიანება აქტუალური რჩება. წლის ბოლომდე სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის უნდა გადაწყდეს – მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატს სტატუსს.

„საქართველოსთვის ევროპული ერების ოჯახში მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, – ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა – ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მოქმედებს უვიზო რეჟიმი…“. რასაკვირველია, თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მაღალ დონეზე შეაფასა საკუთარი მთავრობის მუშაობა და აღნიშნა, რომ საქართველო „საერთაშორისო არასტაბილურობის“ დროს „სტაბილურ ადგილს“ წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% – სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ – რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, 2008 წლის ომის შედეგად.

„და მაინც, საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა. ოთხმილიონიანი ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივა უმაღლეს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. იგი პოზიტიურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.

წყარო

“აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში და ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი” – პრემიერი

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ძლიერი მეგობრობისა და თანამშრომლობის დასტური.

„მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო კოლეგავ, მივესალმები აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, თბილისის მერს, პარლამენტის წევრებს, ჩვენს ელჩს, პატივცემულ სტუმრებს − ყველას მოგესალმებით. დღეს სასიხარულო დღეა, ვინაიდან მაქვს პატივი, მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ, ყველას, გვიხარია, რომ თეატრის ახალ თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი მეგობრობის, ღრმა კავშირების, ძლიერი თანამშრომლობის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილჰამ ალიევი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს − ალი ასადოვს. მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ − იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნისა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს − ყველას − და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თბილისის მერო, პატივცემულო ელჩებო, პატივცემულო დეპუტატებო, ქალბატონებო და ბატონებო, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ, მშვიდობიან და ურთიერთგაგების პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის სწორედ ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები. როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში ისტორიულად ჩვენი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, ენას, რელიგიას, ხელოვნებას, ლიტერატურას დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებულად უყვართ. აზერბაიჯანის რამდენიმე სახელგანთქმული მოღვაწე, დიდი პიროვნებები საქართველოში მოღვაწეობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე აქ იმყოფებოდნენ.

ასევე საქართველოს არაერთი კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აზერბაიჯანში საქმიანობდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ყველაფრის ისტორიულ დასტურად ჯერ კიდევ 1872 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის საქმიანობის დაწყებას აღვნიშნავდით. თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა.

დღეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა. ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ.

ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ რამდენიმე ნიუანსი. ჰეიდარ ალიევს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დროს მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ორივე ხელმძღვანელობის პერიოდში ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მიუდგებოდა.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჰეიდარ ალიევს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ლიდერობის მეშვეობით ქვეყანათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა დანარჩენ სფეროში ურთიერთობათა განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ორივე ლიდერის პოლიტიკური კარიერა გამოირჩეოდა უნიკალურობით და ცნობილია მსგავსი ისტორიული პროცესებით. ასე რომ, მათ მეორედ ხალხის მოთხოვნით უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაურად გააგრძელეს პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მეთაურობის დროს, სხვა სფეროების პარალელურად, ისინი თავიანთი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, ენას, რელიგიას, კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევი ქართული ხელოვნების, კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო.

ქალბატონებო და ბატონებო, ახლა პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მდიდარ ისტორიულ ტრადიციას აგრძელებენ და დემოკრატიული გზით ავითარებენ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანათა ეროვნულ ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს. ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ თეატრი კულტურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ღირსეული საჩუქარი იქნება, ამასთან ერთად ქალაქ თბილისს, სადაც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალური ჰარმონიაა, უფრო გაალამაზებს. საქართველოს დედაქალაქის კულტურულ კერად გადაიქცევა.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ კულტურის კერის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია სწორედ მიმდინარე წელს − აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის დაბადების 100 წლის იუბილეს − ემთხვევა. ჰეიდარ ალიევის შესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საერთო ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამო ჩემი და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო.

მინდა ერთი ნიუანსიც აღვნიშნო, აზერბაიჯანში, როგორც ყოველთვის, საქართველოს დიდებული პიროვნებები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ.

ასე რომ, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში – განჯაში − ცნობილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა შეიქმნა, იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ამასთან ერთად აზერბაიჯანის კახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ მოვლენას! მადლობა საქართველოს მთავრობას! პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა”, – განაცხადა ალი ასადოვმა.

პრემიერ-მინისტრებმა შენობა დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სოკარ ენერჯი ჯორგიას” გენერალური დირექტორისგან – მაჰირ მამმედოვისგან მიიღეს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, ხოლო შემდეგ უკვე 2004 წელს საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა.

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანული კაპიტალის კომპანიას „Confidence Group”-ს ეკუთვნის. ნაკვეთის ფართობი არის 2565 მ2.

ცერემონიას თბილისის მერი − კახა კალაძე, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი − ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წევრი − ზურაბ პატარაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა წევრები ესწრებოდნენ.

Uk Bridge-ის სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის პარტნიორობის ფარგლებში,18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ აშშ-ს სკოლებში სასტიპენდიო პროგრამის – “3 A Scholarship Model” საინფორმაციო შეხვედრაზე.

სასტიპენდიო პროგრამის შეხვედრას, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლების წარმომადგენლებისთვის.

3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.

პროგრამაში არსებული სკოლები*: Maumee Valley, Rabun Gap-Nacoochee School და Perkiomen School.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება შეზღუდულია და ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე

10-18 ნოემბრის პერიოდში,  UK Bridge-ის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მოამზადებენ 18 ნოემბრის შეხვედრისთვის.

R

“საქართველოს აქვს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კარგი პოტენციალი” – Elevandi-ს აღმასრულებელი დირექტორი პეტ პატელი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის 2023 წლის ფორუმზე“ განიხილეს, ფინანსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელსაც სპეციალური პანელი მიეძღვნა.

„მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს სურთ გამოიყენონ ფინტექი და ჩვენ ფორუმის ფარგლებში ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობებზე – ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ, არის 10-წლიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ფინტექის განვითარებას საქართველოში და მის გამოყენებას ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა Elevandi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტ პატელმა.

მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ფინტექის განვითარების კარგი პოტენციალი.

„ვფიქრობ, განვითარებად ბაზრებზე მყოფი ქვეყნებისთვის ეს არის შესაძლებლობა, იხელმძღვანელონ იმით, რაც ამჟამად აქვთ და ეს არის შესაძლებლობა, შექმნან გეგმა, რომელიც გულისხმობს ცენტრალური ბანკის, ძირითადი ბანკებისა და ფინტექის წარმომადგენლების ჩართულობას. ასე რომ, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, დაიწყოთ ძლიერი ფინტექ-საზოგადოების შექმნა ქვეყანაში“, – აღნიშნა პატელმა.

კომპანია Elevandi-ს ხელმძღვანელი წარმატებით მუშაობს ფინტექეკოსისტემის განვითარებისთვის სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესის დონეზე. კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს, ბიზნესს და იდეებს, რათა გაიზარდოს ფინტექის მიმართულებით აქტივობა და ინვესტიციები.

პეტ პატელის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ” – ბექა ოდიშარია

მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევამ, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრებმა შედეგი გამოიღო.

„ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩვენი სხვა ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, გაიგეს, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.