Home Blog Page 1948

“იმერული კლუბის მე-40 ნომერმა ზედიზედ 4 შეტევაში ჩააგდო 3 ქულიანები 2 წუთზე ნაკლებ დროში”-დავით ხვადაგიანი

ის რაც ზესტაფონის “მარგვეთის” ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკლ მეიესმა გააკეთა, იშვიათი სანახაობაა, სტეფ კარიც მოაწერდა ხელს !!!

👍👍👍👍👍👍

იმერული კლუბის მე-40 ნომერმა ზედიზედ 4 შეტევაში ჩააგდო 3 ქულიანები 2 წუთზე ნაკლებ დროში, თანაც საიდან, ე.წ. „ამერიკული სტანდარტებიდან“ ბოლო 2 და თავისი გუნდი თამაშში ე.წ. “დააბრუნა”. თუმცა, საბოლოოდ, მისმა დაგროვებულმა 37-მა ქულამ “მარგვეთი” თსუ-სთან მატჩში მარცხისგან ანგარიშით 84:100 ვერ იხსნა !!!

უყურეთ და უგულშემატკივრეთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში !!!

პ.ს. ჩემი და მატჩის თანაწამყვანის, ნიკა გაბელიას ემოციები ამ დროს, არ გაგიკვირდეთ!!-წერს სოციალური ქსელში ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსის” სპორტული ჟურნალისტი, დავით ხვადაგიანი.

https://www.facebook.com/dato.khvadagiani/videos/1532749580892130

 

“ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია” – ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებისა და ბათუმის საკრებულოში ფრაქციის დეპუტატების პარტიიდან წასვლის შესახებ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ასეთი რამ პირველი არ არის.

ანა წითლიძის თქმით, 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოცხალი ორგანიზმია.

„ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. ყველა წასულს წარმატებას ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ. არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგის, რაც ბათუმსა და აჭარაში იდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლების პარტიაა. 2016 წელს ძლიერი ფრთა კი არა, საერთოდ 21 დეპუტატი და 21 ლიდერი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები ახლა სად არიან, როგორი იყო მათი პროცენტული მაჩვენებელი და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი. ამას საკუთარ თავში თვითონ უნდა გასცენ პასუხი. როდესაც არ გინდა არაფერი, მაშინ ვერანაირი შეთავაზება ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ.

მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ – ყველაფერი, რასაც ახალი წელი მოჰყავს

7-10 დეკემბერს, საქართველოში პირველად, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისისა და Visa-ს მხარდაჭერით მოეწყობა.

პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ – ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, თავის მოვლის, ტექნიკის, პარფიუმერიის, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

„ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შეძენა სტუმრებს სპეციალური პირობით შეეძლებათ. 40%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზე თიბისის Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, დამატებით მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ბიბლუსის, პეპელასა და XS სათამაშოების  ნებისმიერ პროდუქციაზე.

რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, რომელთა შორის, ტექნიკის, თავის მოვლის, კვებისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები არიან, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ.

საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც.  „ბიბლუსის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, თიბისი და Visa-ს ერთობლივ სივრცეში საინტერესო სიურპრიზებით გიმასპინძლებთ.

წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ.

არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის!

ესტუმრეთ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალს, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

R

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება”

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.

„პროცესები, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს, ესაა მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში. შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, თუმცა ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე აღნიშნავს, ხაბეიშვილის განცხადებები პარტიის გაძლიერებას ხელს უშლის.

“გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ” – კახა კალაძე

ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდება მხარდამჭერი.

“ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ, პოლიტიკოსის სტატუსი შეურაცხყოფა იქნებოდა ამ ადამიანების მიმართ. ჰგონია, რომ ის პერიოდია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, როგორ უნდა იკადრო ადამიანმა ასეთი ტყუილის თქმა, გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ასევე, რა სქემებით უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენ დაქირავებული გვყავს საუკეთესო კომპანიები, ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო დღესაც გრძელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა ქვეითად გადაადგილება, ტრანსპორტით მგზავრობა ხელმისაწვდომი იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი. განცხადებები, თითქოს, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თავად მოვუსმინე, როდესაც ის საუბრობდა, რომ კვლევაში გაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლის გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია, მაგალითად კი ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი. ეს ადამიანები ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან, მცდელობა აქვთ, მხარდაჭერა მოიპოვონ. ჩემი რჩევაა, ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩეველი, შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, დღეს შეიძლება დაირქვას “სტრატეგია”, ხვალ შეიძლება გადაირქვას, შინაარსობრივად და ვიზუალურად ერთნი არიან”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია „სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

„კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია „სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ „ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია „სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

“გამარჯვების დღე”-ს პრემიერა

ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსის” სპორტული ჟურნალისტის, დავით ხვადაგიანის ნოველის “ერთი თბილისური ისტორია”-ს მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, სახელად” გამარჯვების დღე”-ს პრემიერა,  რომელიც 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებას მიეძღვნა, სამშაბათს, 5 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კინოს სახლში შედგება !

 

“კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას საფრთხეს უქმნის პუტინისა და ივანიშვილის საერთო მოკავშირის, ვიქტორ ორბანის პოზიცია”

არანაირი რეფორმა ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეფორმას, სავარაუდოდ, ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს – ესაა მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის შეყრა, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციას “ქართული ოცნება” არ მოახდენს.

“როცა ევროკავშირი გვეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია არის მოთხოვნა, ეს ნიშნავს იმ პოლიტიკური რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოლიგარქს არაფორმალურად აქვს მიტაცებული მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები. დეოლიგარქიზაცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ განხორციელდება, ეს არის შეუძლებელი და რამდენი საკანონმდებლო ცვლილებაც არ უნდა გატარდეს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას დემოკრატიული ევროპული კოალიციის მმართველობით, სადაც პარტიები შესაბამისად იქნებიან წარმოდგენილნი. ოლიგარქიულ ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არის წარმოდგენილი, შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. იქ, სადაც ინტერესი შეეხება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს და მის მმართველ პოლიტიკურ ძალას, “ქართული ოცნების” სახით, ცხადია, კანონი რეალურად არ ვრცელდება მათ საქმიანობაზე. ამიტომ ეს არის მორიგ ჯერზე საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მოტყუება, თითქოს ოლიგარქიულ რეჟიმს რაიმე რეფორმის განხორციელება შეუძლია. არანაირი რეფორმა ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება, მათ შორის, არც საარჩევნო დაფინანსების რეფორმა. ამ ცვლილებასაც სავარაუდოდ ხელისუფლება ეცდება, გამოიყენოს ოპონენტების წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე ისაუბრა 9 პირობის შესრულების საკითხზე და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისგან” მათი შესრულების მოლოდინი არ აქვს. რაც შეეხება სტატუსს, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დადებით გადაწყვეტილებას საფრთხეს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი უქმნის.

“12 მოთხოვნიდან ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა შეუსრულებელი დარჩა და არავის აქვს მოლოდინი, რომ 9 მოთხოვნა შესრულდება ამ ხელისუფლების პირობებში. 14 – ში დანიშნულ განხილვას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ დგება ერთადერთი ფაქტორიდან გამომდინარე. მას საფრთხეს უქმნის მხოლოდ და მხოლოდ ვლადიმერ პუტინის და ბიძინა ივანიშვილის საერთო მოკავშირის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც იმუქრება, რომ დაბლოკავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას,”- განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

“რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში”-ამერიკის ხმა

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულია. გენდერული ნიშნით მოტივირებული და ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის მხრივ, საქართველოში სტატისტიკა მზარდია, თუმცა ამ მოცემულობის აღნიშვნისას, იქვე, ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც უსვამენ ხაზს. კერძოდ კი იმას, რომ სტატისტიკის ზრდა თუ კლება, პირდაპირპროპორციულად ასახავს დანაშაულის თაობაზე მიმართვიანობის მაჩვენებელს.

წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოჯახური ძალადობის „გარეთ“ გამოტანა სირცხვილად მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ ის „შინაური“ პრობლემა იყო და სახლის ზღურბლს არ უნდა გასცილებოდა. ამიტომაც, პოლიციას თითქმის არავინ მიმართავდა ცოლ-ქმარსა, თუ ოჯახის სხვა წევრებს შორის ძალადობის გამო.

ადამიანის უფლებების თანამედროვე აღქმა ძალადობისა და ჩაგვრის ყოველგვარ გამოვლინებას დანაშაულის შესაბამის კატეგორიას მიაკუთვნებს. უკანასკნელ წლებში სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს გენდერული დანაშაულის თაობაზე ინფორმირებულობის კამპანიები. იზრდება პოლიციისადმი მიმართვიანობის რიცხვიც. თუმცა იქვე, თავს იჩენს ისეთი ტიპის პრობლემები, რაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებასა და მოგვარებას კომპლექსური მიდგომით საჭიროებს.

რამდენად დაცულია ქალი მას შემდეგ, რაც პოლიციაში მივა და მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე განაცხადებს? მიიღებს ის სათანადო და საჭირო სერვისს სახელმწიფოსგან, რათა დაძლიოს ძალადობით გამოწვეული სტრესი და სტიგმა და შეძლოს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება? – ამ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქალს უკან, მოძალადესთან, ძალადობრივ გარემოში უწევს დაბრუნება. თუ სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოძალადესთან ქალების უმრავლესობა იძულებულია დაბრუნდეს, ქალებისთვის ნაკლებად იარსებებს მოტივაცია იბრძოლონ ძალადობრივი წრიდან თავის დასაღწევად.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის სახელმწიფო სერვისების გამართული მექანიზმი უნდა მუშაობდეს, მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. იგივეს ამბობენ მკვლევარები, ქალთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივად, ეგრეთ წოდებულ „ველზე“ მომუშავე სპეციალისტები.

„სახელმწიფოს მხრიდან სწორი პრევენციული ღონისძიებების გატარებით, თავიდან იქნებოდა აცილებული ძალიან ბევრი შემთხვევა ქალთა მკვლელობის. შემცირებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, ფაქტები, როდესაც დანაშაულს წინ უძღოდა შეტყობინებები ქალების მხრიდან პოლიციაში, სავარაუდო, მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ეს ყველაფერი ნეგატიურ შედეგამდე მიდის და აისახება ფემიციდის შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლით.“,- გვეუბნება ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი.

უკანასკნელ პერიოდში არაერთგზის, მათ შორის პარლამენტის წევრების მხრიდან დაფიქსირდა არაჯეროვანი მიდგომები ქალთა მიმართ. მკვლევრები და ქალების უფლებების მიმართულებით, ხანგრძლივი გამოცდილების მქონე სპეციალისტები „ამერიკის ხმასთან“ ამ საკითხის თაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფერმა ტენდენციის სახე მიიღო და უარყოფითად აისახება გენდერული ცნობიერების განვითარებაზე, წაახალისებს გენდერული მოტივით ჩადენილ ძალადობას.

„სახელმწიფოს არ აქვს, ფართო გაგებით, ძალადობის მიზეზებთან დაპირისპირების პოლიტიკა. ჩვენს საზოგადოებაში არსებული პატრიარქატული განწყობები და წარმოდგენები ქალთა დაქვემდებარებისა და ჩაგვრის ლოგიკაზე დგას. ამ განწყობებთან დაპირისპირებებს სჭირდება სერიოზული საინფორმაციო პოლიტიკა, ძალიან ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და ბუნებრივია, ცვლილებები განათლების სისტემაში. თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი გახდა პრემიერ მინისტრი, ქალთა თანასწორობის შესახებ განცხადებები მაღალი ეშელონებიდან, სულ უფრო მცირედ ისმის,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი.

„ამ ბოლო დროს, ორი ტენდენცია შეინიშნება, რაც ძალიან ცუდი მესიჯია საზოგადოებისთვის. პირველი, ძალადობას ვხედავთ მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებში, საკანონმდებლო ორგანოშიც კი. ეს, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა. ქალების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური შეხების შემთხვევებიც გვქონია, რაზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა და მეორე, ესაა შერჩევითი სამართალი. როდესაც ხდება ლმობიერი და მსუბუქი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება მათ მიმართ, ვინც არიან ხელისუფლებასთან შეზრდილი პირები, ვინც პრო სახელისუფლებო მესიჯ-ბოქსს ატარებენ,“- ამბობს ლონდა თოლორაია.

25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფისი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

“საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.“

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს ელჩებმაც. “დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის პირადი საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა”,- ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

გენდერული ნიშნით მოტივირებული და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის მხრივ, გამოწვევების თაობაზე გენდერის მკვლევრები და ქალთა უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ. სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი, რაც ფემიციდსა და ფემიციდის მცდელობების ანალიზს მოიცავს, მხოლოდ 2021 წლის სტატისტიკაა გაანალიზებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა – სხვა მოტივით.

თამარ დეკანოსიძე, ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი ორგანიზაციაში „Equality Now”, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რაც დღევანდელ რეალობაში ბევრ ქალს ხელს უშლის განვითარებაში. „2018 წელს ჩატარებულ „იუნისეფის“ კვლევაში ნათქვამია, რომ 20-დან 24 წლამდე ქალების 14 პროცენტი დაქორწინდა 18 წლის ასაკამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ ნაადრევი ქორწინების ტრადიციაზე ისე, თითქოს ის მხოლოდ 90-იან წლების საქართველოსთვის იყოს დამახასიათებელი. დღესაც, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ქართველი ქალებისა აწუხებს აღნიშნული პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება განიხილებოდეს, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა და მასთან დაკავშირებული ქმედებები მიიჩნეოდეს დანაშაულად,“- ამბობს თამარ დეკანოსიძე.

არასრულწლოვანთა ქორწინება გულისხმობს მის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას, მათ შორის სექსუალური ხასიათის დანაშაულს. მნიშვნელოვანია, რომ პირები, ვინც 16 წელს მიღწეულ ადამიანთან ახორციელებენ სქესობრივ კავშირს, რეალური სასჯელის წინაშე დადგნენ. საქართველოში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უმეტესწილად, დანაშაულის ჩამდენი ან დაუსჯელი რჩება, ან ფულადი ჯარიმით ამოიწურება მისი პასუხისმგებლობა.

„დღეს-დღეობით, სახელმწიფო პოლიტიკა არასრულწლოვანთან ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით, უმეტესწილად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში, იმ საქმეებისა, რომელზეც გამოძიება იწყება არასრულწლოვანთან ქორწინების ფაქტზე და იძიებენ სქესობრივი ხასიათის, სექსუალური ძალადობის დანაშაულს, დამნაშავეები რეალური სასჯელის დაკისრების გარეშე რჩებიან. დიახ, ფაქტობრივად, დაუსჯელია ეს დანაშაული საქართველოში. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ სახელმწიფოს კვლავ არ აქვს მკაცრი პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა სახის ძალადობას ეფექტიანად ებრძოლოს და მასში ჩადოს სათანადო დრო და რესურსი,“- გვეუბნება თამარ დეკანოსიძე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას სამოქალაქო აქტივისტი, თოზუ გულმამედლი ამბობს, რომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, იმედი არ აქვს, თუნდაც 10 წელიწადში რომ გაჯანსაღდეს ვითარება ბავშვთა ქორწინების მიმართულებით. თოზუ გულმამედლი საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს, ვინც ეთნიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს, ერთგვარად, მიტოვებული ჰყავს. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საზარელი მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის აითაჯ შახმაროვა ასიმ ასლანოვმა მოკლა. აითაჯი 13 წლის იყო, როდესაც იძულებით დანიშნეს. ეს ამბავი მოტაცებითა და იძულებითი ქორწინებით გაგრძელდა, რა დროსაც გოგონამ რამდენჯერმე სცადა გაქცევა.

თოზუ გულმამედლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აითაჯის მიმართ ჩადენილი სისტემური ძალადობის თაობაზე საქმის კურსში იყო სკოლის ადმინისტრაციაცა და სოფლის მოსახლეობაც, თუმცა ამ „გარემოცვამ“ არ მიიჩნია, რომ აითაჯის თავს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. ბავშვთა ქორწინება ადგილობრივ თემში ჩვეულებრივ ამბადაა მიჩნეული. ამის შესახებ თვალს ხუჭავს სახელმწიფო – ზოგადად, ადგილობრივად კი პოლიცია და ადმინისტრაციული ორგანოები. ამიტომაც, თოზუ გულმამედლის მოლოდინი არ აქვს, რომ აითაჯის შემზარავი მკვლელობა გოგონათა მდგომარეობას გააუმჯობესებს და საზოგადოებას გამოაფხიზლებს.
„თემმა დაინახა, რომ 13 წლის ასაკში დანიშნეს ეს გოგო, არაფერი რეაგირება არ მომხდარა. მოიტაცეს, გაქცევა სცადა – არავინ ჩაერია… ჩანს, რომ დამნაშავე ხელ-ფეხ გახსნილია. შეგიძლია, 13 წლის გოგო მოიტაცო, იძალადო მასზე სექსუალურად, სცემო, ამ ყველაფერში არავინ ერევა, მაგრამ თუ მოკლავ, მაშინ პრობლემები შეგექმნება. მკვლელობის გამო, სხვაც რომ მოკლა, სრულწლოვანი, კი იქნება რეაგირება. ანუ, აითაჯის ამბავში მთელი პრობლემა მისი მკვლელობა აღმოჩნდა და არა ის დანაშაულების ჯაჭვი, რაც მის მიმართ მანამდე ხდებოდა. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ამბავი ჩვენს საზოგადოებაში რამეს შეცვლის. სკოლის მიმართაც კი, გამოძიება რომ დაიწყო, შეწყდა. სკოლა რომ ხელს აფარებდა ამ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, ამაზეც კი არ დაიწყო გამოძიება. ამ ფონზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ აითაჯის საქმე რამეს შეცვლის თემში, ან ზოგადად?“ – ამბობს თოზუ გულმამედლი.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანია საქართველოში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

წყარო:

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ურთულესი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, არ იყო მაინც და მაინც რთული, რადგან იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მარტივად შევძელით. მაგრამ როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვი – მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან“, – განაცხადა კირთაძემ.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტზე – ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება, რეგისტრაციების ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა. იჩქარეთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ვებ-გვერდზე www.businessaward.ge.

განაცხადები ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია:

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის.

თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. პროექტის ფინალისტები რამდენიმე კვირაში გამოცხადება.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება კი, 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

ევროპა მღელვარების ახალ ეპოქაში შევიდა და ბრიტანეთსაც ითრევს – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპა მღელვარების ახალ ეპოქაში შევიდა და თან ბრიტანეთსაც ითრევს“ (ავტორი – მარტინ კეტლი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროპაში ისევ დადის აჩრდილი, მაგრამ არა კომუნიზმისა, როგორც ამას შეცდომით წინასწარმეტყველებდა კარლ მარქსი თითქმის 200 წლის წინათ. დღევანდელი აჩრდილი მოიცავს იმ რეგიონული და ეროვნული არასტაბილურობის ახალ მრავალ ფაქტორებს, რომლებიც ერთობლიობაში ევროპისა და მასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიღწეულ დემოკრატიულ სტაბილურობასა და პერიოდულ ეკონომიკურ ოპტიმიზმს ემუქრება“. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორ აიცილონ თავიდან ეს საფრთხე.

ნიდერლანდებში ჩატარებულ ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში ჰერტ ვიდერსის „თავისუფლების პარტიის“ წარმატება ევროპის მორიგი რყევის სიმბოლო გახდა. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში აქტიურად მხარი დაუჭირეს ანტიისლამურ და ევროსკეპტიკურ კამპანიას, იმას აჩვენებს, რომ უკიდურესად მემარჯვენე ძალები ყოველთვის იყო პრობლემა თითოეული ევროპული ქვეყნისათვის და ასეთად დარჩება. მაგრამ მსგავსი პარტიებისათვის ხმის მიცემის ზრდა კიდევ ერთ მოვლენაზე მიგვანიშნებს – აბსოლუტურად დიდზე, რომელიც „ევროპულ ეკონომიკურად დაუცველობასთან“ არის დაკავშირებული.

დღეს ყველა ევროპელის წინაშე ხუთი ერთმანეთთან ახლოს მდგომი პრობლემა არსებობს: სამხედრო საფრთხე რუსეთის მხრიდან, ეკონომიკური სტაგნაცია და არათანაბარი განვითარება, მიგრაცია ევროპის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, კლიმატური კრიზისის გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესუსტება. ამ სიას შეიძლება დაემატოს სხვა პრობლემებიც, მაგალითად, ინტერნეტის გლობალური ძლიერების ზრდა და ხელოვნური ინტელექტის გაჩენის ფაქტორი.

ეს პრობლემები გავლენას ახდენენ არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე. ევროპული არასტაბილურობის მსხვერპლნი აღმოჩდნენ კონტინენტის ფარგლებსგარეთ მდებარე ქვეყნებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთიც, ნორვეგია და, რასაკვირველია, უკრაინა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველაზე მთავარის – რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას.

რუსეთ-უკრაინის ომი ისე არ მიდის, როგორც ეს დასავლეთს სურს. ევროპამ მნიშვნელოვანი საშუალებები დახარჯა, მაგრამ მისი დახმარება გადამწყვეტი არ არის. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს უკრაინისადმი დახმარების „ტვირთის ზიდვა“, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მალე წყალში ჩაიყაროს – გააჩნია, თუ როგორ დასრულდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. სამწუხაროდ, ევროპას არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება. და თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპი გახდება, ბრიუსელი ცუდ დღეში ჩავარდება. უკრაინის მხარდაჭერის სიმძიმის ცენტრი ამერიკიდან ევროკავშირში გადმოიწევს. ომის გაჭიანურება ევროპისათვის უკვე რეალობაა და თუ ბრიუსელი უკრაინას ვერ დაიცავს, „მაშინ ის საკუთარ თავსაც ვერ უპატრონებს“.

დეკემბერში ევროკავშირი, როგორც მოსალოდნელია, თავის რიგებში უკრაინის მიღების ოფიციალურ პროცესს დაიწყებს. მიუხედავად უნგრეთისა და კიდევ ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობისა, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, უკრაინის გაწევრიანებას მწვანე შუქს აუნთებენ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სოლიდარობის მნიშვნელოვანი აქტი იქნება, მაგრამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნეგატიურ შედეგებსაც გამოიწვევს: მოხდება ევროკავშირის საზღვრების გადაწევა უშუალოდ რუსეთისაკენ, გაიზრდება ფინანსური ხარჯები უკრაინის ეკონომიკის აღდგენის გამო და წარმოიქმნება სერიოზული მიგრაციული პრობლემა, რაც სხვა ქვეყნებსაც ჩაითრევს.

უკრაინელთა მიგრაცია ევროკავშირისათვის დღეს ძალიან დიდ სირთულეებს უმზადებს: მიგრანტებს დახმარება დაჭირდებათ, ბრიუსელს კი წინ ფინანსური კრიზისი ელოდება. შესაბამისად, არც დასავლეთ ევროპულ და არც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს არ სიამოვნებთ 44-მილიონიანი უკრაინის მეზობლობა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის, მაგრამ ევროპული პრობლემები მასზე მაინც გავლენას ახდენს. რასაკვირველია, მათი მოგვარება ერთობლივი ძალებით უფრო იოლია, მაგრამ ლონდონი ამ მიზნით, ბუნებრივია, ბლოკში აღარ დაბრუნდება. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს.

 

წყარო

“როგორ იგებს რუსეთი ომს უკრაინაში” -The Indian Express

ინდოეთის გაზეთი „ინდიან ექსპრესი“ (The Indian Express) ბეჭდავს სტატიას სათაურით: „როგორ იგებს ომს რუსეთი უკრაინაში: პუტინს დამხობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის კი უკრაინას გამარჯვების იმედს არ უტოვებს“ (ავტორი – არჯუნ სენგუპტა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ომის მსვლელობა, მისი დაწყების დღიდან, ბევრჯერ იცვლებოდა – იყო რუსეთის წინსვლა, შემდეგ უკანდახევაც – ასეთი ვითარება რამდენჯერმე განმეორდა. მაგრამ დღეს სტუაცია პირველად გამოიყურება ისეთნაირად, რომ რუსეთის გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც არმიას ბრძანება მისცა უკრაინაში შეჭრისათვის, ამჟამად ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. და ეს ხდება იმის შემდეგ, როცა დასავლური მასმედია ცდილობდა მასზე ნეკროლოგი დაეწერა.

რატომ მივიდა სიტუაცია დღევანდელ მდგომარეობამდე? და შეუძლია თუ არა უკრაინას ჯერ კიდევ რაიმე სიურპრიზების მომზადება?

გამძლეობის ფაქტორი

როცა ფართოდ რეკლამირებული საზაფხულო „კონტრშეტევა“ კოლოსალურად ჩაიშალა, საბრძოლო მოქმედებები ისეთ ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა, როგორც ჩანს, არცერთ მხარეს არ შეუძლია. ასეთ სიტუაციაში კონფლიქტის ჩართული მოწინააღმდეგებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ამტანობა, ანუ ის, რომელი მხარე უფრო მეტად გაუძლებს პოზიციურ ომს და ბრძოლის ველიდან უკან არ დაიხევს. ამ კრიტერიუმის მიხედვით, უპირატესობა მოსკოვის მხარეზეა – იმიტომ, რომ: – რუსეთის მოსახლეობა ორჯერ მეტია უკრაინასთნ შედარებით, ანუ რუსეთს უფრო ხანგრძლივად შეუძლია დანაკარგების ატანა-მოთმენა;- რუსეთის ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. რუსმა ბიზნესმენებმა ისწავლეს დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული საქნციების გვერდის ავლა; – უკრაინის ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი), ომის დაწყების დღიდან, უკვე 35%-ით არის შემცირებული.

დასკვნა ასეთია: „რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი ფული და რესურსი იხარჯება ორივე მხარის მიერ, მაგრამ თუ ერთ-ერთი მხარე შედარებით კარგად უძლებს რესურსების ხარჯვას, ვიდრე მეორე, ამ შემთხვევაში იმარჯვებს პირველი“.

უკრაინის პრობლემები: დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება კიევის მდგომარეობა კიდევ იმით რთულდება, რომ დასავლეთი აშკარად კარგავს მადას უკრაინის დასახმარებლად: აშშ-ში, რომელიც უკრაინის მთავარ მხარდამჭერად ითვლება, ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ დახმარების გაგრძელებას მოსახლეობის მხოლოდ 41% ეთანხმება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისათვის დასახმარებელი პაკეტის დასამტკიცებლად (60 მილიარდი დოლარის ოდენობით) კონგრესში სიძნელეებს აწყდება. ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი, რომელსაც სულ უფრო მეტი შანსები უჩნდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის, საერთოდ არ სურს უკრაინის სპონსორობა.

უკეთესი სიტუაცია არც ევროპაში არ არის: უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას უნგრეთი, სლოვაკეთი და ნაწილობრივ გერმანიაც ბლოკავს. პოლონეთს ანტიუკრაინული პოზიცია აქვს მარცვლეულის ტრანზიტის საკითხზე. ყოყმანობს იტალიაც, რომლის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ამას წინათ აღიარა, რომ „ევროპა დაიქანცა რუსეთ-უკრაინის ომით“.

რუსეთის რეალობა: პუტინის რეჟიმი მტკიცდება

თუმცა, რასაკვირველია, ამტანობა დამოკიდებულია არა იმდენად მატერიალურ რესურსებზე, არამედ დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების მორალურ მდგომარეობაზე და მათ საბრძოლო სულისკვეთებაზე. ამ მხრივ უპირატესობა ისევ რუსულ მხარეს აქვს: უკრაინაში დღეს ძლიერდება იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის განწყობა, უკვე გაჩნდა შიდაპოლიტიკური განხეთქილების ნიშნებიც… პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე აღარ წარმოადგენს საკრალურ ფიგურას უკრაინელებისათვის – დაპირებების შეუსრულებლობა და კორუფციული სკანდალები მის რეიტინგს ამცირებენ. თავის მხრივ, კრემლმა, როგორც ჩანს, მოსახლეობაში ავტორიტეტი განიმტკიცა: ხელისუფლებამ, წარმატებული პროპაგანდის წყალობით, დაარწმუნა რუსეთის მოქალაქეები, რომ უკრაინაში რუსეთს დასავლეთი ებრძვის – ის დასავლეთი, რომელსაც რუსეთის დამორჩილება სურს. ვლადიმერ პუტინმა ისეთი მხარდაჭერა უზრუნველყო, რასაც დასავლელი კომენტატორები შეუძლებლად თვლიდნენ.

შეუძლია თუ არა უკრაინას ომიდან უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოსვლა, ვიდრე რუსეთს? შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სასწაულის წყალობით: ან რუსეთში გადატრიალება და რევოლუცია უნდა მოხდეს, პუტინის ხელისუფლება უნდა დაემხოს და კრემლმა ომი შეწყვიტოს, ანდა დასავლეთმა თავისი დახმარება უკრაინას, დღევანდელთა შედარებით, ასჯერ მეტად გადიდოს (რაც უახლოეს პერსპექტივაში წარმოუდგენელია). სხვათა შორის, რამდენიმე თვის წლის წინათ, როცა „ვაგნერელები“ მოსკოვისაკენ მიდიოდნენ, დასავლელი მიმომხილველები სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინში, აცხადებდნენ, რომ რუსეთი ქაოსი გაბატონდება და ეს კარგი იქნება უკრაინისთვისო.
მაგრამ ვლადიმერ პუტინმა დასავლელთა „ცხელ თავებს ცივი წყალი გადაასხა“. როგორც ჩანს, იგი უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის მმართველად დარჩება. ალბათ, უნდა დავეთანხმოთ ბრიტანულ „ეკონომისტს“, რომელიც წერს: „2025 წლისათვის რუსეთში შეიძლება გარკვეული დაძაბულობის ნიშნები გაჩნდეს – არ არის გამორიცხული, რომ მოსახლებამ უკმაყოფილება გამოხატოს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის გამო, ომის გაჭიანურებით, ინფლაციით, სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლით. მაგრამ ფუჭი იქნება იმის იმედი, რომ კრემლის რეჟიმი დაინგრევა“.
მოკლედ, მოსწონს თუ არ მოსწონს ეს დასავლეთს, ამჟამად რუსეთი ომს იგებს.

წყარო: