Home Blog Page 1873

„რას ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი?- ქართველიშვილი არესტოვიჩის შესახებ (ვიდეო)

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის, პოლიტოლოგისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს, რომ თუ უკრაინა NATO-ს წევრობისთვის MAP-ს მიიღებს, რუსეთი ომს დაიწყებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ოთხ წელიწადში ამაზე უფრო რბილი, ჰუმანური, კეთილშობილური ფორმით – NATO-ს ფაქტორზე, როგორც უკრაინის ომის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო ტრიგერზე – ისაუბრებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომის პაპი… მაგრამ პოლიტიკური კანიბალიზმის პარტიის წარმომადგენლები მათ ამის გამო „ჯვარს აცვამენ“:

„რას ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი? როდესაც იმყოფები კომფორტულ, მსუყე გარემოში, კმაყოფილი ხარ შენი ბისექსუალური იდენტობით, ბედნიერი ბრძანდები შენი სოციალურ-ფინანსური მდგომარეობის გამო და აუზის შემდეგ, ელიტარულ ღამის კლუბში გამგზავრების წინ, აუღელვებლად საუბრობ შენთვის უკვე საზარბაზნე ხორცად ქცეულ ადამიანებზე, ბავშვებზე, ერზე… წყნარად საუბრობ, რომ NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ამ მეზობელი ქვეყნის ფართომასშტაბური განადგურების მცდელობას: ავიადარტყმებით, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას, კიევის ალყაში აყვანას, უკრაინის ერთ გადამწვარ ტერიტორიად გადაქცევას… მაგრამ, რა გაეწყობაო – ასეთია ქვეყნის NATO-ში მიღების საფასური. მიუხედავად ამ გამანადგურებელი ომისა, რუსეთზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ, უკრაინას აუცილებლად მიიღებენ ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის სრულფასოვან წევრად. მხოლოდ ასე და არანაირად – სხვა გზით. და ამ ომის ალბათობა არის მაღალი – 99%. და ეს ომი დაიწყება 2021, მაქსიმუმ – 2022 წელსო (ალექსი არესტოვიჩი, კიევი, 2019 წელი). ოთხ წელიწადში ამაზე უფრო რბილი, ჰუმანური, კეთილშობილური ფორმით – NATO-ს ფაქტორზე, როგორც უკრაინის ომის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო ტრიგერზე – ისაუბრებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომის პაპი… მაგრამ პოლიტიკური კანიბალიზმის პარტიის წარმომადგენლები მათ ამის გამო „ჯვარს აცვამენ“, რამეთუ, არ შეიძლება კანიბალის კანიბალიზმში საჯაროდ დადანაშაულება. ეს მათ სასტიკად არ სიამოვნებს, რამეთუ – დისკრიმინაციის ნიშნებს მოიცავს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/videos/562436262731984

გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

,,მერე ყველა პოლიტიკურ პროცესს პირწმინდად აგებთ და გიკვირთ, რატომ ხართ ამ სანაგვეში” – ზურაბ ქადაგიძე

„ცნობისათვის, 10 წლის წინ დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასავლეთ საქართველოში ვიზიტს, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მონახულებას და დევნილებისათვის ბინების გადაცემას. ქადაგიძე ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ მთელი დღის წესრიგი მხოლოდ ფეიქსა და სკანდალზე აქვთ მორგებული, ხოლო პოზიტივს არ აშუქებენ.

„პირდაპირი ჩართვა ჯანდაბას არა, მაგრამ თქვენი მახინჯი ანტურაჟისათვის, ორი სიტყვით მაინც გეხსენებინათ რა მასშტაბის პროექტები ხორციელდება ქვეყანაში… თუმცა სად თქვენ და სად პოზიტივი? მთელი დღის წესრიგი, სკანდალზე, ფეიკზე, ძალადობასა და აბსტრაქტულ რეალობაზე გაქვთ მორგებული. მერე ყველა პოლიტიკურ პროცესს პირწმინდად აგებთ და გიკვირთ, რატომ ხართ იმ სანაგვეში, სადაც თქვენ თვითონ გაამწესეთ თავები! დღეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პირადად გაეცნო „განახლებული რეგიონების“ მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს. სპორტული მოედნები, ოლიმპიური აუზი, სპორტული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებით – 480 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა და ჯამში 800-ზე მეტი ოჯახი მიიღებს. ცნობისათვის, 10 წლის წინ დევნილებზე გამოყოფილი თანხა 25 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს 235 მილიონამდე ლარს შეადგენს!“, – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

,,ზატულინმა სწორება უკრაინაში “საქართველოს სცენარზე” გააკეთა?” – მეგრელიშვილი

“კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს” – წერს “ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ, როცა “ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება. “კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს”. ანუ, მან საკუთარ განცხადებაში სწორება უკრაინაში “საქართველოს სცენარზე” გააკეთა?! ანუ, მიხეილ სააკაშვილის არაგონივრულმა პოლიტიკამ მწვანე აუნთო რუსეთს კიდევ უფრო დიდი აგრესიით შემოჭრილიყო ქართულ სახელმწიფოში?! ზატულინი აღიარებს, რომ უკრაინაშიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოში მოიქცნენ. 2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ როცა „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება“, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

“გაიქეცით ასეთი კაცისგან… არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს“ -ირინა ჭოჭუა

“გაიქეცით ასეთი კაცისგან… არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქოუჩი ირინა ჭოჭუა  თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას – მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო.

„კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა. თოკით გაგუდა და მერე ხევში გადააგდო. ქეთი დევდარიანის სიტყვები გამახსენდა, ქალებო, არ გაჰყვეთ ცოლებად თქვენზე ნაკლებ კაცებსო. მე უფრო ასე ვიტყოდი, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები. და ასეთი კაცის ამოცნობა ძალიან მარტივია.

პირველივე ფრაზაზე, როგორც კი დაიწყებს საკუთარი აზრის თქვენზე თავსმოხვევას, თქვენი სამეგობრო წრის, თქვენი სამსახურის თუ ჩაცმულობის თუ კიდევ რამის დაწუნებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი კაცი გეტყვით, რომ თქვენთვის უკეთესი უნდა და ამიტომ გიკრძალავთ მუშაობას, გარეთ გასვლას თუ რაღაცებს, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი უთქვენოდ მიიღებს თქვენზე რაიმე სახის გადაწყვეტილებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან.

და არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენი სიყვარულით შეძლებთ მის გაკეთილშობილებას. ვერ შეძლებთ. ურჩხული პრინცად მხოლოდ ზღაპარში გადაიქცევა და დროა ზღაპრების აზროვნებიდან გამოვიდეთ.

სიყვარული აკეთილშობილებს, მაგრამ მხოლოდ იმას, ვისაც ამის მიღება შეუძლია. და იმის გარჩევას, თუ ვის შეუძლია ამის მიღება და ვის არა, სწავლა სჭირდება.
ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“,- წერს ირინა ჭოჭუა.

https://www.facebook.com/irichochua/posts/pfbid02js7V5TMdyCTW5HSKr5KPLAi3Ft6Lx3dwqxR8f1QrWSgTCbKZNRMiZegM9qYWyBaFl

,,FARA-ს მეშვეობით ქართულმა საზოგადოებამ უკვე მეორედ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია”- სეფაშვილი

„აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ აგენტების შესახებ ამერიკული კანონი FARA-ს მეშვეობით, თანაც უკვე მეორედ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი და, თურმე, როგორი კარგია იმისთვის, რომ ვიცოდეთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საიდან და როგორ ფინანსდებიან ისინი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, FARA-ს მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ხაზს უსვამს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია. იგი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, უკეთესად განსაჯოს, ვინ ვინ არის და ვინ რა მიზნით იღვწის.

„რადგან კეზერაშვილი პიარ-კამპანიის განხორციელებას გეგმავს საერთაშორისო მასშტაბით, როგორც ჩანს, სამართლებრივი ბრძოლის საშუალება და სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება, რომ BBC-ის სიუჟეტის საპასუხოდ ის აუცილებლად იჩივლებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა სასამართლოში ჩივილი იქიდან გამომდინარე, რომ, ალბათ, არ არის ამ დავის მოგების საშუალება ჩვეულებრივი სამართლებრივი გზით. ახლა კი ცდილობს იმიჯის შექმნას, რისთვისაც დაიქირავა ამერიკული კომპანია, რომელმაც უნდა ჩაუტაროს ე.წ რეპუტაციის აღმდგენი პიარ-კამპანია, რათა შელახული იმიჯი და რეპუტაცია აღიდგინოს.

აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ აგენტების შესახებ ამერიკული კანონი FARA-ს მეშვეობით, თანაც უკვე მეორედ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს კანონი და, თურმე, როგორი კარგია იმისთვის, რომ ვიცოდეთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საიდან და როგორ ფინანსდებიან ისინი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ხარჯების შესახებ საზოგადოებამ ნამდვილად უნდა იცოდეს ისევე, როგორც გავიგეთ, სააკაშვილის ოჯახმა როგორ დაიქირავა 1 000 000$-ზე მეტად ლობისტური კომპანია და ვფიქრობ, ეს საშუალებას აძლევს საზოგადოებას, უკეთესად განსაჯოს, ვინ ვინ არის და ვინ რა მიზნით იღვწის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.

„აშშ-ს ვადა ამოწურულ ელჩს კ.დეგნანს! ვითვალისწინებთ რა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით თქვენს განსაკუთრებულ დაინტერესებას და სახ.დეპის თემისადმი საგანგებო ყურადღებას გთავაზობთ ევროატლანტიკურ გზაზე ლიბერალიზაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგს“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი – 77 347 872 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

“რუსეთმა „სისასტიკე უნდა შეწყვიტოს“ – შალვა პაპუაშვილი

კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა „სისასტიკე უნდა შეწყვიტოს“.

“დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” – წერს პაპუაშვილი.

“ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახს რომ რუსეთიდან მიეღო ჰონორარი, რა ამბავში იქნებოდა ხოშტარია” – ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახის წევრს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ მიეღო ჰონორარები, წარმოიდგინეთ, რა ამბავში იქნებოდა თავად ხოშტარია ან სხვა „პროდასავლური“ ინტერესების გამტარებლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

ოხანაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ჩანს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი დამოკიდებულება.

„ეს არის მათი მიდგომა და სტანდარტი. ეს ადამიანები მორალს უკითხავენ სხვას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მორალურია, სხვას უკითხავდე მორალს, აბრალებდე რუსეთუმეობას და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოჯახის წევრი იღებდეს ამხელა შემოსავალს. რა მორალურ სტანდარტში ჯდება ან რაზე გვაფიქრებინებს, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება და ამ ყველაფერს კარგად აფასებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

“კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული სისასტიკის ახალი განზომილებაა” – ევროკავშირი

„ევროკავშირი გმობს რუსეთის შეტევას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის და ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს შეტევა წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას და შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბორელმა და ლენარჩიჩმა დასძინეს, რომ ისინი მოითხოვენ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა მეთაური, დამნაშავე და თანამზრახველი პასუხისგებაში მიეცნენ.

“კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ნატო-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს კაშხალსა და კახოვკის მთელ ჰიდროელექტროსადგურს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. დაინაღმა და აფეთქდა რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.