Home Blog Page 1868

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ადვილად მოახერხებთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების დალაგებას. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ენერგია რაიმე საინტერესო საქმიანობაზე, ან ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ.

კურო

შეეცადეთ, იყოთ უფრო გულახდილი და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოსალოდნელია ფინანსური გაუგებრობები ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება, თუ იმპულსურობით მათთან საქმეს არ გაიფუჭებთ.

ტყუპები

ელოდეთ, სასიკეთო საქმიან წინადადებას, თქვენ იოლად მოაგვარებთ ყველა საქმიან პრობლემას, მაგრამ შეეცადეთ, არც სხვას მიაყენოთ ზიანი.

კირჩხიბი

თქვენი გონივრული რჩევები და იდეები კარგ როლს ითამაშებს სამსახურებრივ საქმიანობაში, თქვენი ავტორიტეტი კი საკმაოდ ამაღლდება კოლეგებისა და უფროსობის თვალში.

ლომი

რაც მეტად იაქტიურებთ, მეტს მიაღწევთ, შესაძლოა, ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ თქვენს საზაფხულო გეგმებში. სასიყვარულო საკითხებში მოემზადეთ ცვლილებებისთვის, არ არის გამორიცხული, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ.

ქალწული

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან, უარი არ თქვათ სხვა მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებაზე. თქვენ შეძლებთ ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი და სარგებელიც კარგი ნახოთ.

სასწორი

გულმოდგინეთ მიუდექით საქმეს და ყველაფერი ხარისხიანად გააკეთეთ, რათა თავიდან აიცილოთ შენიშვნები და საყვედურები და პირიქით, დადებითად შეაფასონ თქვენი შრომა და მონდომება.

მორიელი

კმაყოფილი იქნებით დღევანდელი დღით, რადგან მოახერხებთ, გააკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, არა მოვალეობის, არამედ, საკუთარი სურვილის მიხედვით.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და მიმნდობი. რადგან ეს თვისებები შესაძლოა, წაგებიანი აღმოჩნდეს საქმისთვის. თუ საჭიროა, შეცვალეთ სტრატეგია და გონივრულად მოახდინეთ მანევრირება.

თხის რქა

შანსი გაქვთ, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოთ და თქვენი ენერგიულობით ყველა გააოცოთ, თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა ნაცადი ხერხებით მოქმედება სჯობს.

მერწყული

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა მოგმართონ დახმარებისთვის, რაც თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს, ნუ შეშფოთდებით, სიტუაცია მალე დალაგდება.

თევზები

უამრავი მნიშვნელოვანი, თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მეტ აქტიურობას მოითხოვს, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან და უფროსობასთან, რადგან სწორედ მათი თანადგომით განახორციელებთ დასახულ მიზნებს.

ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი – გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა.

ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტს თავნება ადამიანსაც უწოდებს.

„სალომე ზურაბიშვილი  „სასარგებლო ბრიყვის“ როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ამ ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ამათ მამაძაღლობას ყველაფერს პირს ბანს საერთაშორისო ტრიბუნაზე.

სალომე ზურაბიშვილი „მარტო სახლშია“, მშვენივრად ეპრანჭება დასავლეთს და ავტორიტეტი გაიმყარა დასავლეთში და აქაც სულ აჩენს ყალბ მოლოდინებს, იპოვა ეს ნიშა და ამ ნიშაშია.

სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი, არც ბიძინა ივანიშვილისთვისაა სანდო. თავნება ადამიანია მაინც“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ნაქართველარი ღარიბოვი, ტარიელოვიჩი – გუბაზ სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილზე

“ღარიბოვი, ტარიელოვიჩი – ასე უნდა ვეძახოთ, იმიტომ, რომ რუსებს უყვართ ასე: ირაკლი ტარიელოვიჩ ღარიბოვი, ეს არის მისი სახელი და გვარი. საერთოდ, რუსეთუმეებს უყვართ მამის სახელით მიმართვა”–  გუბაზ სანიკიძემ მედიასთან განაცხადა

მისი თქმით, ქართულში არ არსებობს მამის სახელით მიმართვის ფორმა, ხოლო რუსებში ეს მიღებულია და ყველა ქართველი, ვისაც მამის სახელით მიმართვა მოსწონს, არის რუსეთუმე, რუსეთის მონა და მეხოტბე.

,,ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა”- ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ნაც.მოძრაობიდან წასვლის შემდეგ, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა

“იცით რაზე ვწუხვარ? ხატია დეკანოიძე რომ გავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და რიტორიკა შეცვალა, ზუსტად, “ქოცი” რომ ლაპარაკობს, კობახიძე, იმედი და პოსტვ რომ ლაპარაკობენ, იმ რიტორიკით ალაპარაკდა.

“სხვათა შორის, ვინმეზე რამის დაბრალება არ მინდა, მაგრამ უცებ, ბ იუჯეტიდან 11 ათასი ლარი მიიღეს თვეში და “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში უხდიან ფულს?– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

,,სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება”- გუგეშაშვილი

სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება…- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა მედიასთან განაცხადა. „11 ეს ბელადი მოვიტანეთ როგორ იცი? ცუდი იყო თუ კარგი არავის ეჭვი არ შემპარვია. კიდე ვიძახი, ვიღაცა გვმართავდა არაფორმალურად და არავის ეჭვი შეუტანია. ფაქტობრივად გვმართავენ. აბა, ხაბეიშვილი წყვეტს რამეს? დარწმუნებული ვარ, სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება… ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხაბეიშვილის შეცვლა, უნდათ… ვანო მერაბიშვილის მიხვდა, რომ ხაბეიშვილი უკვე ვერ მართავს პარტიას, ფაქტობრივად დაყო“, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.

მე, რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

მე, რაც გამიკეთა ეს იყო საზიზღარი ღალატი – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მედიასთან “ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მე არ მიყვარს ადამიანები, როდესაც ღალატობენ ყველა ღირებულებას და ამ ღალატის დროს უნდა, რომ შენც გაგხადოს თანამონაწილე. ვერავინ ვერასოდეს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. როდესაც საუბარი იყო 2018 წელს, ჩემთან სახლში, რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა. არაფერი არ შეინარჩუნა. ასევე, დაარღვია გრიგოლ ვაშაძის მიმართ. როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია… დაკავების შემდგომ სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს. ყოველ შემთხვევაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის საშიში ბრძოლაში და არ არის სანდო. მოვექეცი ისე როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან…“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას  ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა.

„შებეკინო „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 40-ზე მეტი ჭურვი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ზური მუშუქია შეეწირა. სამხედრო პირის გარდაცვალების ფაქტს ოჯახი ადასტურებს. ზური მუშუქიას ოჯახი ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. მათივე ცნობით, მებრძოლი ბოგდანოვკაში, სამხედრო აფეთქების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზური მუშუქია აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ბადრი ჯაფარიძე

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი არ არის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ წინა საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება აძლევს ხელს „ოცნებას“. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ გამარჯვების გასაღებს, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან პროევროპული პარტიები თავმოყრილი. კარი ყველასთვის ღია იქნება“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს.

დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროკურატურას მიმართა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით,  საქართველოს პროკურატურას მიმართა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” დეზინფორმაციის პირველწყაროს დადგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობა შეიყვანა შეცდომაში და დააზიანა კომპანიის იმიჯი.

,,პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს”- პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არწარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ კაშხლის განადგურება ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს და აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.