Home Blog Page 1867

“ასეთ ვითარებაშიც კი ურდო ცეცხლს უხსნის სამოქალაქო მაშველებს” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია დაგვეღუპა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, დიდება გმირებს და მარადიული ხსოვნა მათ!

კახოვკის ჰესის აფეთქებაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა ცოცხალი თავით ტერორისტ რუსეთს! პრეზიდენტი ერდოღანი ესაუბრა ტერორისტ პუტინს და ამ უტიფარმა ნაძირალამ ეს ტერორისტული აქტი უკრაინელების ბარბაროსულ ქმედებად შეაფასა! უფრო მეტიც, საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაავალა მოსახლეობის ევაკუაცია.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა დააკისრა სამაგიეროდ პასუხისმგებლობა რუსეთს! რუსეთი აკონტროლებდა კახოვკის ჰეს-ს, რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია და რუსეთია პასუხისმგებელი იმ კატასტროფაზე, რაც მოხდა კახხოვკის წყალსაცავზე!

წყლის დონემ დაიწყო ნელ-ნელა კლება! როცა დაიწევს საფუძვლიანად, იქ კი გამოჩნდება, სად და როგორ მოხდა აფეთქება, მაგრამ ამ უტიფარი რუსების ატანა მართლა ძალიან ძნელია და ტაკერ კარლსონის მსგავსი რუპორები რომ ჰყავთ კიდევ, ეს უფრო ამძიმებს ვითარებას! როდის რა უღიარებია რუსეთს თავისით, რომ ეს ეკოციდი აღიაროს!

უბრალოდ მე მგონია, რომ როდესაც უტყუარი ფაქტები დაიდება, აშშ-ს და სხვა ქვეყნებსაც მაინც მოუწევთ ოფიციალურად რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება და შესაბამისად სრულიად ახალ დონეზე ავა რუსეთთან კონტაქტებში შეზღუდვა!

გაერო და წითელ ჯვარზე კი თქვა ზელენსკიმ ბილდთან ინტერვიუში, შოკში ვარ, 2 დღე გავიდა და არცერთი გამოჩენილა სტიქიური უბედურების ზონაში და არც პასუხი გაუცია ჩვენს მოთხოვნებზეო!

წყლის დონის კლება შეიძლება საფრთხე იყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, გააჩნია დაიწევს თუ არა 12.7 მეტრს ქვემოთ! ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილება!

სრული ზარალის და კატასტროფის მასშტაბების შეფასება ჯერ კიდევ ნაადრევია. დრო დაჭირდება სრული სურათის შექმნას. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის და ცხოველების ევაკუაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვითარებაშიც კი ურდო ცეცხლს უხსნის სამოქალაქო მაშველებს.

ფრონტის ხაზზე გუშინ სერიოზული ღამე იყო: ჩვენი არტილერია და ჰაიმარსერია, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ამუშავდა მთელი დატვირთვით. გარდა ამისა, ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ტოკმაკში 30-მდე აფეთქების ხმას თავად ურდოსებიც ადასტურებენ! პანიკა იყო ძალიან სერიოზული ურდოს პროპაგანძიაში, დაიძრა სატანკო კოლონებიო! დღეს დილიდან გულს იმაგრებდნენ, მაგარი ღამე გადავაგორეთ, მაგრამ ტალღებად გაგრძელდება უკრაინელების შეტევებიო, თუმცა ეგენიც კი აღიარებენ ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გარღვევებს. დილიდან ურდო წერს, ჯავშანტექნიკის დახმარებით ორეხოვო-ტოკმაკის მიმართულებაზე უკრაინელებმა ჩვენს წინა პოზიციებზე დამაგრება შეძლესო, არაბიჯო და მოსკოვს დაეკითხებოდნენ!

ჩვენი მხრიდან დუმილია! ასეც უნდა იყოს! ლაივში ვერ მოხდება მოსამზადებელი ფაზის რეპორტაჟი! ვიმეორებ, ეს არის ძირითადად დაზვერვა ბრძოლით სუსტი ადგილების გამოსავლენად. მართალია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დანაყოფების გადაადგილების გრაფიკები დაამტკიცა, მაგრამ ნურავინ იჩქარებს რაიმეს გამოცხადებას. იგრძნობს ურდო და დანარჩენი მსოფლიოც, როდესაც მართლა დაიწყება სრულმასშტაბიანი კონტრიერიში!

ბახმუტის ფლანგებზე კი აკეთებენ ჩვენები თავის საქმეს! ჩრდილოეთით ბერხივკასკენ, სამხრეთით კი კლეშჩეევკასკენ მიიწევენ მედგრად და სტაბილურად!

მშვენივრად უჭირავთ ვითარება ანტიპუტინისტურ ძალებს ბელგოროდის ნოვა ტავოლჟანკაში! მე-7 დღეა უკვე ეს დასახლებული პუნქტი მათი კონტროლის ქვეშ არის, მიუხედავად ურდოს მხრიდან დაბომბვებისა! კიდე ამბობენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, 2024 წელს სხვანაირ ქვეყანაში უნდა შევხვდეთო! ღმერთმა ხელი მოუმართოთ!

ახლა საერთაშორისო ამბები:

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს ნატოს ვილნიუსის სამიტზე, შესაძლოა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. ცხადია ამ ქვეყნებს შორის პირველი პოლონეთი მოიაზრება და მასთან ერთად ბალტიის ქვეყნები.

შვეიცარიის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად შვეიცარიულ კომპანიებს ექნებათ უკრაინისთვის შეიარაღების და ამუნიციის მიყიდვის უფლება;

გერმანიამ კიდევ ახალი სამხედრო დახმარება გადასცა უკრაინას, მათ შორის 8 ერთეული ყველგანმავალი ჯავშანტრანსპორტიორი, ამუნიცია, სარადარო სისტემები და სხვა ტიპის შეიარაღება;

სულ უფრო საინტერესო ხდება სერბეთის პრეზიდენტის განცხადებები. აშშ-ს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელთან გენერალ დენიელ ჰოკანსონთან შეხვედრის შემდეგ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მართალია სერბეთი ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, ის მზად არის გააუმჯობესოს თანამშრომლობა ამერიკულ არმიასთან ბალკანეთის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით! გამოვარდა ეგრევე ალკო სპიკერი მარია ზახაროვა, არიქა სერბეთში კაი არაფერი მოხდებაო. არსად კარგი არაფერი გელოდებათ ურდოს და მის მაქებრებს!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო არ გარუსდება 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ივნისის ბოლომდე ჩინეთში კორონავირუსით 65 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება” – ჯანდაცვის ექსპერტები

სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი ალი მოქადი აცხადებს, რომ ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის და ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღები დიდი ალბათობით ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაჩნდება.

ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტები გავრცელდეს.

მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გასულ წელს კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ ეს ჩინეთში ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი ტალღა იქნება. მათი პროგნოზით, ივნისის ბოლომდე ქვეყანაში კორონავირუსით 65 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება.

“არავის მივცემთ საშუალებას, რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს” – თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაზე ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის, მითუმეტეს, იმ ინსტიტუტის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ დამოკიდებული, ეს გახლავთ ეროვნული ბანკი, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტული პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

1 ოქტომბერს საქართველო, თიბისისა და Visa-სთან პარნიორობით, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს

1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება – ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და superapp-ში.

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ექნება.

პირი, რომელმაც მეგობარს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ნაგვის ურნასთან დატოვა, დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს მოხდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

“რუსები ახლა უკრაინელთა პოზიციების დაბომბვას ვერ ახერხებენ” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 470-ე დღე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა მიმართა, ჰოსპიტალიზებულია 21 ადამიანი.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

„ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ შენაერთებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალით, მანქანებით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სამხედრო ტექნიკით.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 730 რუსი ოკუპანტი და თითქმის 30 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე წლის 8 ივნისის ჩათვლით, მტრის პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით 212 760 ადამიანია ლიკვიდირებული.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსების პირველი თავდაცვის ხაზის მრავალი სიმაგრე განადგურდა“, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების აზრით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მნიშვნელოვნად ცვლის ხერსონის ფრონტის სექტორის გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას. წყალდიდობა სერიოზულად არღვევს რუსეთის მომზადებულ თავდაცვით პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, პირველი ხაზის პოზიციებს გოლა პრისტანსა და ალეშკში.

„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევა გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო პოზიციებზე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე. წყალდიდობამ გაანადგურა რუსეთის პირველი ხაზის მრავალი საველე ციხესიმაგრე, რომლის გამოყენებასაც რუსი სამხედროები უკრაინის თავდასხმებისგან დასაცავად აპირებდნენ.

სწრაფმა წყალდიდობამ, სავარაუდოდ, რუსები აიძულა, რომ კონცენტრაციის ძირითადი პუნქტებიდან უკან დაეხიათ. წყალდიდობამ ასევე გაანადგურა რუსული დანაღმული ველები სანაპიროზე და რუსულმა შენაერთებმა ნაჩქარევად დაიხიეს წყალდიდობის ზონებიდან 5-15 კმ-ით. შესაბამისად, რუსები ახლა უკრაინელთა პოზიციების დაბომბვას ვერ ახერხებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

“მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი”-მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია (ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის) კანდიდატურა? თავად აღიარეს, განვიხილავდითო. თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიურია, კვალიფიკაციით, ყველანაირად კარგი ადამიანია, ამბობენ, იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ავითარებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და კარგად ხვდება, რა რისკებთან არის დაკავშირებული იმ მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ისმის.

„ათასი ვერსიაა, მათ შორის, გამოითქმის მოსაზრებები, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე „იცვალა ფერი“ პრეზიდენტმა, მაგრამ რა არის ფაქტი? ამით ვილაპარაკოთ, რომ საზოგადოება მიხვდეს, ჩვენ მართლები ვართ ამ მსჯელობაში. რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო რეალობის საწინააღმდეგო. 26 მაისს რაც გააკეთა, არ შევყევით სპეციალურად, განცხადებაც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, რომელიც ძალაში რჩება. „ნაცური“ ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ, უკიდურესად შეურაცხმყოფელია. სალომე ზურაბიშვილმა თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ არ იცის და ვერ ხვდება, ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს ჩვენ მის ინტელექტთან? ხომ ზუსტად იცის, ორი თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება [უკრაინაში] რა რისკებთან იყო დაკავშირებული, ხომ ზუსტად იცის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

მდინარაძის განცხადებით, არ ისაუბრებს მიზეზებზე, რატომ ჯდება სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საზიანო ნარატივში იმ ფონზე, რომ ყველა რისკის შესახებ კარგად არის ინფორმირებული.

„არსებობს მასთან კომუნიკაციები და როცა აზრი არ აქვს ამ კომუნიკაციებს, მაშინ წყდება ხოლმე პერიოდულად. რეალურად, ამ ადამიანმა, კარგად იცის ყველა რისკის შესახებ და რატომ რისკავს, რატომ ჯდება ამ დიდ, საერთო, საქართველოსთვის დამაზიანებელ ნარატივში – შეიძლება, ბევრი რაღაც ვიცოდე, ერთ ვერსიას ვიზიარებდე, მაგრამ ამაზე საუბარი მიჭირდეს, რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შევიდეთ ნარატივში, რომელში შესვლასაც გვიბიძგებდა მისი ნაბიჯები“, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალი შესაძლებლობა თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის – Visa Signature Business ბარათი

თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის, Visa Signature Business ბარათი შეიქმნა. ასეთი მაღალი კლასის ბიზნეს ბარათის კორპორაციული კლიენტებისთვის გამოშვება, პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

ახალი ბიზნეს ბარათი კომპანიების მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული, რაც პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე ხარჯებისთვის ლარის უფასოდ გამოტანას გულისხმობს, დღეში – 30 000 ლარიანი, კვირაში კი 200 000 ლარიანი ლიმიტით.

ახალი ბიზნეს ბარათით გადახდები მაქსიმალურად დაზღვეულია. გადახდისას კორპორაციული დაზღვევა ვრცელდება, რაც თანამშრომლების მიერ ბარათით არამიზნობრივი გადახდის დაფიქსირების შემთხვევაში, წლიურად 25 000 დოლარამდე დანაკარგის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

Visa Signature Business ბარათი დამატებით უპირატესობას სთავაზობს მენეჯერებს საერთაშორისო მოგზაურობის დროსაც, მათ შორის, Lounge Key პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით, წლის განმავლობაში 6-ჯერ სარგებლობას. ასევე, წელიწადში 10-ჯერ, თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა აეროპორტში Fast Track International-ის სერვისით სარგებლობას, რაც საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლის რიგის გარეშე, სწრაფად გავლას გულისხმობს.

ბარათი 500 000$-იან სამოგზაურო დაზღვევასაც მოიცავს, რაც სამედიცინო, ასევე ფრენის გადადების, ან ბარგის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. Visa Signature Business ბარათით booking.com-ზე გადახდის შემთხვევაში – 6%-მდე ქეშბექი, rentalcars.com-ზე მანქანის დაჯავშნისას კი, 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Visa ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებით ისარგებლონ, რომელიც WhatsApp-ის, Viber-ისა და Telegram-ის აპლიკაციების დახმარებით, 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება უფასო იურიდიულ და საბუღალტრო კონსულტაციებს, ასევე 24/7-ზე ავტო ასისტენტის მომსახურებას აერთიანებს.

„Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Visa Signature Business ბარათი, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის საქართველოს ბაზარზე. მისი ფუნქციები ჩვენი კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით. ახალი პროდუქტი სრულად თანხვედრაშია თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ მომხმარებლებს ცხოვრება და საქმიანობა. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებს მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე შესაძლებლობები შევთავაზოთ და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში დავეხმაროთ”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

R

ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს საგარეოუწყების ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

„საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

გასული წლების მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS – კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია,  ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი,გვატემალა, უნგრეთი,ისლანდია, ირლადია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვალიუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები,  ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია,  ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია,პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან”- ჩიბურდანიძე

„ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს“, – ამის შესახებ ისაუბრა, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, ეს მხოლოდ მისი შეხედულება და პოზიცია არ არის, ის ახმოვანებს და ასრულებს იმ გეგმას, რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში.

„ჩვენ პირდაპირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვისგან იღებს დაკვეთებს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფაქტებით და შედეგებით. შედეგი და ფაქტები ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ქვეყნის მართვაში. მუდმივად ცდილობს შექმნას სკანდალური თემები და ფაქტები. ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს. პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო. ქართულ ოპოზიციას იმხელა ძალა არ აქვს, ვხედავთ, როგორი ფერმკრთალი და უსახო ოპოზიცია გვყავს. ჩაქრებიან, მერე სადღაც აყვირდებიან, შემდეგ ისევ აღარ ჩანან არენაზე. ვიღაცამ ხომ უნდა გამოაჩინოს? თუ პრეზიდენტმა არ აუბა მხარი ოპოზიციას, ბუნებრივია, ესენი ეგრევე ქრებიან. სალომე ზურაბიშვილი, ატივტივებს ამ ოპოზიციას და ოპოზიციურ კანდიდატებს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ, ანალიტიკოსებს, კითხვებს სწორედ ეგ გვიჩენს. რატომ აკეთებს ამას?

ოპოზიციის ხელოვნური სუნთქვა გვესმის. რამდენიმე წელია, მათ ხელოვნურ სუნთქვას უტარებს დასავლეთი, კონკრეტულად – აშშ-ში და ევროპაში მხარდამჭერი პოლიტიკოსები (ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ვერც აშშ-ის ხელისუფლებაში და ვერც ევროპაში). მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მთელი ოპოზიცია. ამ რეანიმაციის თუ ხელოვნური სუნთქვის პროცესში აქტიურად არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი.

მრჩება შთაბეჭდილება, ალბათ ეს არის დაკვეთა უცხოეთიდან მის მიმართ, რომ გააკეთოს ის რაც მათ სურთ, ანუ რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში, რომ ოპოზიციონერები არ გაქრნენ ხალხის თვალთახედვიდან. სადღაც, რაღაცაზე ხომ უნდა იყვირონ. მათი ხმა ძალიან მალე ქრება და ხალხის ყურამდეც არ მიდის, თუ რაღაც სკანდალი არ მოაწყვეს, როგორც რუსთაველზე მოგვიწყვეს მარტის დღეებში, რომელსაც სათავეში თავად აშშ-ს ელჩი ედგა. იმ დღეების ლიდერი იყო კელი დეგნანი, რომელმაც არ წააკითხა ხალხს კანონი, ცრუ პროპაგანდით ფაქტობრივად, მთელი რუსთაველი გაგვივსო (სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიც იყვნენ იქ და მერე კი ბოდიშებს იხდიდნენ, როდესაც გაიგეს და გაათვიცნობიერეს, რომ ისინი მოტყუებით გამოიყვანეს რუსთაველზე). თუმცა ფაქტია, რომ იმ დღეებში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ცრუ პროპაგანდით, შეძლეს ხალხის გარეთ გამოყვანა. ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ გონივრული ქმედების შედეგად, მიხვდნენ რეალურ საფრთხეს და დაინახეს, რომ ოპოზიციიდან მახეს უგებდნენ და შედეგად, კანონი გაიწვიეს. ისევ ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები დაინდეს, რომლებიც განწირულები იყვნენ სისხლისღვრისთვის, ამიტომ გამოიწვიეს ჩვენებმა კანონი“, – განაცხადა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ თამარ ჩიბურდანიძემ.

,,რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს” – მამუკა მდინარაძე

„ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

„სოციალურ ქსელებში ახალი ცნობები გამოჩნდა, ვიღაცებმა დაწერეს, (არ გადამიმოწმებია ცნობების რელევანტურობა) რომ საერთოდ არ დადგმულა თეატრები, სადაც შეიძლება სულიკო ვირსალაძის თუ მისი კოსტიუმების როლი ყოფილიყო და ამაში ფული გადაეხადათ და რა თეატრი იდგმება ასეთი, რომ მარტო ერთ-ერთი გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებს ხვდებათ ათიათასობით დოლარები და მილიონობით რუბლი. რა იდგმება ასეთი? ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი. დაიპყრო ნახევარი უკრაინა, გაანადგურა ხალხი, 500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა რომ დაფინანსება შეუწყვიტოს. ერთადერთი რეალური ვერსია შეიძლება იყოს დავალების შესრულება. ყველას ვურჩევდი, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტორი, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. თუ ვიღაცას სჯერა რომ სხვას ერიცხება 200 დოლარის ეკვივალენტი რუბლი და მაინც და მაინც ამ ოჯახს ერიცხება 70 000 დოლარი, მე ამის არ მჯერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.