Home Blog Page 1748

„რუსი ოკუპანტების ჯგუფმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა“ – უკრაინის გენშტაბი

მტრის ქვედანაყოფები საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მასობრივ უარს ამბობენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, მიმდინარე საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ცნობით, ათობით რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და ოკუპანტის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები  უარს ამბობენ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე. კერძოდ, 20-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზივკაში, წინა პოზიციებზე საბრძოლო დავალების შესრულებაზე“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები”- მაია ტაბაღუა

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილე მაია ტაბაღუა LGBTQ+ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ტაბაღუა წერს, უსაფრთხოების დაცვის გეგმების არსებობის მიუხედავად, არსებობს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკები. შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას არ თანხმდება.

„მივმართავ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ახალგაზრდებს, სტუმრებს და ძალოვან სტრუქტურებს, იპოდრომის ტერიტორიაზე მოცემული ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიების ჩატარების თაობაზე, მიუხედავად თქვენ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების დაცვის გეგმებისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ.

გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა ირიბად ვიყოთ ,,მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა, რაც არსებობს. ვერ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების უზენაესი უფლების – სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას. ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენი პოზიციის მოწოდება გამოწვეულია ჩვენს მიმართ არაერთი ,,ინფორმაციის” მოწოდებით, რამაც დაგვარწმუნა რომ უსაფრთხოების ზომების მიღების თეორიული შესაძლებლობა სამწუხაროდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები.

ვთხოვ ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება”, – წერს მაია ტაბაღუა Facebook-ზე.

2023 წლის 7 ივლისის შეჯამება უკრაინაში -გიორგი კობერიძე

2023 წლის 7 ივლისის შეჯამება უკრაინაში 

” ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასათვის ბრძოლა საბოლოო ფაზაშია შესული. უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და დასახლების ირგვლივ (ძირითადად დასავლეთით) ყველა საკვანძო პუნქტი დაიკავეს. რუსული ნაწილები ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას, რასაც თან დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ტყვედ ჩავარდნა ახლავს. დასახლება ოდნავ უფრო დაბლობზე (ტაფობზე) მდებარეობს, ვიდრე მის აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული ტერიტორია. დასახლება ერთიან სივრცეში არ არის წარმოდგენილი და რამდენიმე, სიბრტყეზე გაშლილი უბნისაგან შედგება. თუკი უკრაინელებმა მისი გათავისუფლება შეძლებს ბახმუტის ირგვლივ რუსული პოზიციების დაკარგვამ შეიძლება დაჩქარებული ხასიათი მიიღოს, რადგან ისეთი დასახლება როგორიც ოპიტნეა, თითქმის სრულადაა განადგურებული და მისი ეფექტური დაცვა რუსებს გაუჭირდებათ და სამხრეთიდან ბახმუტის ბლოკირება შესაძლებელი შეიქმნება. კლიჩშიივკას ირგვლივ ბორცვებზე შეფენილი ტყე აკრავს, რომელიც თავდაცვისათვის ერთგვარ ბარიერს ქმნიდან. არსებულ ინფორმაციით ახლა ის უკვე უკრაინელთა ხელშია. მაგრამ ქვეითთა და ტექნიკის ინტენსიურ შტურმთან ერთად მიმდინარეობს საარტილერიო დუელიც, რომელშიც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა.

თუკი უკრაინელებმა დასახლების აღება შეძლეს, ბახმუტისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი გადაჭრილი იქნება ხოლო ოპიტნესაკენ გზა გაიხსნება.

– სამხრეთში, დონეცკისა და ზაპორიჟიას საზღვრის სიახლოვეს, უკრაინელები კვლავ უტევენ ნოვოდონეცკეს, თუმცა სხვა დანაყოფებმა დასახლების შემოვლა დაიწყეს და სამხრეთით, რუსები სიღრმეში წაწევა შეძლო. ეს რუსულ თავდაცვის პოზიციებს დასახლების ირგვლივ, ცხადია, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

– დასავლური პრესა კვლავ აქტიურად აშუქებს ენერჰოდარის (ზაპორიჟია) ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ პროცესებს. ზოგადი მდგომარეობა არასახარბიელოა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადგურის რამდენიმე რეაქტორის სახურავზე მართლაც შეიძლება იყოს ნაღმები განთავსებული, ხოლო მდინარე დნეპრი პრაქტიკულად აღარ მიედინება სადგურის სიახლოვეს (კაშხლის აფეთქების გამო წყლის დონემ კატასტროფულად დაიწია). ამ ფონზე უცნობია გამაგრილებელი სისტემის რეზერვუარის მდგომარეობა. თუმცა იმ ფონზე რომ დასავლეთის ყურადღება აქეთკენაა მიპყრობილი, პირდაპირი აფეთქების საფრთხე შემცირებულია, მაგრამ საოკუპაციო ძალებისაგან არაფერია გამორიცხული.

– შედგა ტყვეთა გაცვლა. უკრაინელებმა შინ 45 ტყვე დაიბრუნეს. ისინი უკიდურესად გამხდრები არიან. რუსული ძალების მხრიდან ტყვეთა არაჰუმანური მოპყრობა ჩვეულ ამბადაა ქცეული.

– ზელენსკი პოლიტიკურ ტურნეს განაგრძობს. ჩეხეთის შემდეგ იგი სლოვაკეთს ეწვია ბოლოს კი თურქეთში ჩადის და ერდოღანთან უნდა გამართოს შეხვედრა. რუსები განსაკუთრებით ამ ტურზე ნერვიულობენ.

– აშშ უკრაინას კასეტურ შეიარაღებას გადასცემს. აფეთქების შემდეგ საფანტივით გაშლილი ნამსხვრევები ეფექტურია, როგორც ნაღმების ისე ცოცხალი ძალის წინააღმდეგ. ანუ კასეტური შეიარაღება ნიშნავს, რომ რაკეტის მიერ მიზნის განადგურებასთან ერთად გარემოში მდებარე სხვა ლოკაციებიც დაზარალდება. ეს კი მოწინააღმდეგის რიგებში ფართო სივრცეზე მიყენებულ ზარალს გულისხმობს, ხოლო მდელოებზე ნაღმების განეიტრალებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

იმიტომ იკავებდა აშშ თავს რომ კასეტური შეიარაღების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული. თუმცა აღნიშნულ კონვენციას აკრძალვის შესახებ არც აშშ, არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საქართველო მიერთებული არა არის”-წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.

https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/pfbid0MZKTJK8vRpdiR1gK21bCmKZBvCtZyfbjid2esv1KzhXb2v9aWsaYAwdmwGgMv9R4l

 

დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ ნივთებს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება

დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ ნივთებს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება.

სარესტავრაციო პროცესი ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მიერ, კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და ამერიკის საელჩოს გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს.

მე-19 საუკუნის მემორიალური ნივთები დადიანების სასახლეს აღდგენილი სახით დაუბრუნდება. მანამდე ხელოვნების სასახლეში სარესტავრაციო პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშემ დაათვალიერა.

აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას სამხედრო დახმარების სახით მიაწვდის – ჯეიკ სალივანი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას სამხედრო დახმარების ფარგლებში მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებები დაფუძნებულია უკრაინის საჭიროებებზე და უკრაინას სჭირდება არტილერია მისი შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია უკრაინაში დახმარების გაგზავნა, სანამ საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება“, – აღნიშნა სალივანმა.

სალივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან კასეტურ ბომბებს იყენებს.

„უკრაინამ მოითხოვა კასეტური საბრძოლო მასალები საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად“, – დასძენს სალივანი.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის უამრავი განსხვავებული ვარიანტი გაქვთ. გირჩევთ, ემოციები მოთოკოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ასევე, ნუ ეცდებით, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას და ოპტიმიზმსაც ნუ დაკარგავთ.

კურო

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება მოგებიანი ხელშეკრულების დადების საშუალებას მოგცემთ. თამამად იმოქმედეთ – კარიერული წინსვლის შანსი გექნებათ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

ტყუპები

ცხოვრების სირთულეებს ნუ შეუშინდებით, რადგან ისინი თქვენს გასაძლიერებლად შეიქმნა. ახალ მოკავშირეებთან ერთად თქვენს ცხოვრებაში თავდაჯერება და ოპტიმიზმი შემოვა.

კირჩხიბი

შეიძლება ახალ საქმეში დაბრკოლებები შეგექმნათ, მაგრამ ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ნიჭისა და შემოქმედებითი აზროვნებისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით. ნუ იჩქარებთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, გირჩევთ დახმარება საყვარელ ადამიანებს სთხოვოთ.

ლომი

დროა, „შეჩვეულ ჭირზე“ უარი თქვათ და სიახლეებს კარი გაუღოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

ქალწული

ეცადეთ, მეტი სიფხიზლე და ყურადღება გამოიჩინოთ – ეს დღე სტრესული სიტუაციებით სავსეა. კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ემოციები უნდა აკონტროლოთ, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ პრინციპულად უნდა იმოქმედოთ.

სასწორი

გირჩევთ, ნებისმიერი ურთიერთობა, შემოქმედებითი აქტივობა ან შეხვედრები შეამციროთ. ამ დღეს მთელი ყურადღება მთავარ საკითხებზე უნდა გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. აჩქარებამ შეიძლება მუშაობაში შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს.

მორიელი

გირჩევთ, მობილური ტელეფონი გამორთოთ და სახლის კომფორტით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებით დატკბეთ. თავი მოაჩვენეთ, რომ სახლში არ ხართ და კარგად გაერთეთ. ბოლოს და ბოლოს, რთული კვირის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ცდუნების, მოტყუების და იმედგაცრუების შანსი ძალიან მაღალია. თუ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, შეიძლება დაგებულ მახეს თავი დააღწიოთ. სანამ ინფორმაციას არ შეამოწმებთ, ნაჩქარევი დასკვნის გამოტანას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

თხის რქებო, შესაძლოა, კონფლიქტი თქვენ სასარგებლოდ არ გადაწყდეს და მაშინვე ახალი პრობლემები გამოიწვიოს. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ძველი კოლეგები გამოჩნდნენ.

მერწყული

ის, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული, დღესავით ცხადი გახდება. ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ქმედებების მიზეზებს გაიგებთ. არსებობს იმის საფრთხე, რომ კოლეგებმა, რომლებიც თქვენი თავიდან მოცილებაზე ოცნებობენ, მახე დაგიგონ.

თევზები

პლანეტების განლაგება არახელსაყრელ დღეს გპირდებათ. გამორიცხული არ არის პარტნიორების ღალატი, თუმცა გირჩევთ კომპრომისი მოძებნოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემები დროულად მოაგვაროთ და ძველი წყენა დაივიწყოთ.

,,ასეთი რა დავალება აქვს ,,ნაციონალური მოძრაობისგან”, რომ მხედრიოენელი ჟორიკა ამათი გულშემატკივარია”- ბოჟაძე

LBGBQ+ თემის მიმართ, ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის ჟორიკა რურუას ღია და დაუფარავი მხარდაჭერა, მხოლოდ ერთს ნიშნავს – რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს, ქართული ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში შედის – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, არც საძინებელში პოზიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუღებელია, როცა სექსუალური უმცირესობა, გარე და შიდა აქტორების დავალებით და დახმარებით ცდილობს უმრავლესობაზე ზეწოლას. ,,კაი ბიჭი”, კრიმინალი, ბოროტების საძმოს ლიდერი და ქილერი, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა, LGBTQ+ ღონისძიების მასპინძელი აღმოჩნდა!!! ასეთი რა დავალება აქვს ,,ნაციონალური მოძრაობისგან”, რომ მხედრიოენელი ჟორიკა ამათი გულშემატკივარია.

არც სიტყვის და არც გამოხატვის თავისუფლებას, არც საძინებელში პოზიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როცა სექსუალური უმცირესობა, გარე და შიგა აქტორების დავალებით და დახმარებით ცდილობს უმრავლესობაზე ზეწოლას, ეს არის სრულიად მიუღებელი. LBGBQ+ თემის მიმართ, ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის ჟორიკა რურუას ასეთი ღია და დაუფარავი მხარდაჭერა, მხოლოდ ერთს ნიშნავს რომ რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს, ქართული ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში შედის! საქართველოში დედა, მხოლოდ ქალი იქნება და მამა, მხოლოდ კაცი! ღმერთი, სამშობლო და ოჯახი ყოველთვის იქნება ჩვენი სალოცავი, საფიცარი და დასაცავი. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

საქართველოს გენერალური პროკურორი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძემ უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერ დანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა.

,,დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ლისზე პროვოკაციული ღონისძიება უნდა გაუქმდეს”- აბაშიძე

8 ივლისის „ივენთით“ გიორგი (ჟორიკა) რურუა და მისი თანამზრახველნი იღებენ ფინანსურ სარგებელს და ასრულებენ მავნებლური სექტის დაკვეთას – მეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხელისუფლების ანტიდასავლურ ძალად წარმოჩენა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ლისზე პროვოკაციული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებით სარგებლობაში გადაცემა.

ამასთან, აბაშიძე სამარცხვინოს უწოდებს იმას, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დესტრუქციულთა და მათი უცხოელი ლობისტების მარიონეტად იქცა პოლიტიკური შეწყალებებით ქვეყანაში დაძაბულობის ტალღების აგორების მცდელობებში.

„ავაზაკი გიორგი (ჟორიკა) რურუა თავის დროზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და საზოგადოება მაშინაც მოატყუა, რომ ვითომ დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი. სხვა პოლიტიკური შეწყალებებიც, მათ შორის პრეზიდენტისგან დღემდე აუხსნელი ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვება, პოლარიზაციის ხელშეწყობაა მიზანმიმართულად.

რეალობა კი ისაა, რომ სადაც ნაცსექტა პირდაპირ თუ მალულად გამოჩნდება, იქ ყოველთვის დაძაბულობის კერაა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი „თბილისი პრაიდის“ ჩატარება ლისის ტბის ერთ-ერთ სივრცეში ნაცსექტის პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებშია.

შპს „თბილისის იპოდრომის“ 16.5% წილის მფლობელია გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის“ 100% წილის მესაკუთრე. აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებით სარგებლობაში გადაცემა.

მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას. ლგბტ თემზე ფარისეველი „ნაცმოძრაობა“ არასოდეს ზრუნავდა და არც ზრუნავს, უბრალოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია შფოთის შემოსატანად.

ხალხში მორიგი დაპირისპირება სააკაშვილის რევანშისტების დღის წესრიგის ტოპ პრიორიტეტია, თემას და სფეროს არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ‘პრაიდის’ თემას იყენებენ სპეკულაციურად.

8 ივლისის „ივენთით“ გიორგი (ჟორიკა) რურუა და მისი თანამზრახველნი იღებენ ფინანსურ სარგებელს და ასრულებენ მავნებლური სექტის დაკვეთას – მეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხელისუფლების ანტიდასავლურ ძალად წარმოჩენა.

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ლისზე პროვოკაციული ღონისძიება უნდა გაუქმდეს!
ძალიან სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დესტრუქციულთა და მათი უცხოელი ლობისტების მარიონეტად იქცა პოლიტიკური შეწყალებებით ქვეყანაში დაძაბულობის ტალღების აგორების მცდელობებში“ – წერს გია აბაშიძე.

“ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა რომელიც აღარ მალავს რომ ღიად ებრძვის ყოველივე ეროვნულს”- მეგრელიშვილი

“ფაქტია შენი და “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ინტერესია ამ კვირეულის ფარგლებში საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს!”- ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ჟორიკა რურუას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე სწორედ რურუაა. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ჟორიკა რურუა არის მთავარი ფიგურა რომელმაც საკუთარი ტერიტორია დიდი ფულის სანაცვლოდ PRIDE- კვირეულის ჩატარებისათვის ღონისძიების ორგანიზატორებს დაუთმო. “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა რომელიც აღარ მალავს რომ ღიად ებრძვის ყოველივე ეროვნულს, სახელმწიფოებრივსა და რელიგიურს. დიახ, ყველა გზა მათთან მიდის! ზღვარგადასულ ლიბერალიზმს რომელიც ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია და რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა ღიად უჭერს მხარს და ახალისებს “ნაციონალური მოძრაობა”. უცხო არავისთვისაა, რომ ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ეკლესია (პატრიარქი მოწამლეს) და ახალი თაობა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით( მიდის სექსუალური უმცირესობების მიერ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა ბავშვებში, ახალ თაობაში). დიახ, ეკლესიას და ყველა მორალურ ღირებულებას უპირისპირდება ანტიზნეობრივი ძალა “ნაციონალური მოძრაობის” სახით. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამორალურობის ზეიმისათვის საგანგებოდ მომზადებული ტერიტორიის მეწილე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა! დიახ, მკვლელი ჟორიკა რურუა რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა “უაპელაციოდ” შეიწყალა და თავისუფლება აჩუქა. დღეს ჟორიკა რურუა არის მთავარი ფიგურა რომელმაც საკუთარი ტერიტორია დიდი ფულის სანაცვლოდ PRIDE- კვირეულის ჩატარებისათვის ღონისძიების ორგანიზატორებს დაუთმო. ჟორიკა რურუა, ფაქტია შენი და “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ინტერესია ამ კვირეულის ფარგლებში საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს! კეთილი ინებე და აღებულ ფულთან ერთად პასუხისმგებლობა აიღე ყველა შესაძლო სცენარზე ან გამოიჩინე გონიერება და ჩაშალე ორგანიზატორებსა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულება”-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ

ორი ექიმი სასამართლო დარბაზში დააკავეს, ერთზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედის” ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ერთ-ერთ ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილი) წარდგენილი აქვს ბრალდება და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია , – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს თანამშრომელი ავადმყოფობდა.

“ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა”, – აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფომაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

“რუსთავი 2” წერს, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა “მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა” სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. ამასთან, მედია აღიშნავს, რომ მეუფე შიო “მოწამლეს თუ მოიწამლა – ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც”