Home Blog Page 1695

,,ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია”- მურმან დუმბაძე

გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“, რაზეც დუმბაძემ განაცხადა:

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამასთან, კითხვაზე, „სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ დუმბაძემ განაცხადა:

„დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

,,ამ ადამიანს ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე”- ბრეგაძე

ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი, – , – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

„მას შემდეგ რაც მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა მიუხედავად მილიონ დოლარიანი კამპანიისა განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი, გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას ეს განცხადებას ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი პრაქტიკულად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა მას შევახსენო, რომ იმისთვის რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმების მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და უნდა ისწავლოს პირველ რიგში ქართული ენა და პატივი სცეს ქართულ საზოგადოებას. იქნებ ერთხელ მაინც როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილ ინებოს და თუნდაც ქართულ ენაზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ ადამიანს ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც ამჟამად თავად არის და რომლის მოქალაქეებიც უსამართლო ომში იმყოფებიან. ხოლო უკრაინელ ხალხს ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას ვუსურვებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

,,მარცვლეულის შეთანხმებას“ დავუბრუნდებით თუ ჩვენი პირობები შესრულდება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება, უფრო კონკრეტულად კი:

◾ რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებაზე სანქციების მოხსნა;

◾ რუსული ბანკებისთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ ყველა წინაღობის მოხსნა, მათ შორის მათი დაკავშირება SWIFT-თან;

◾ რუსეთის ფედერაციისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების წარმოების კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღდგენა;

◾ სამუშაოების აღდგენა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენზე, რომლის აფეთქებაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს;

◾ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რუსული აქტივების განბლოკვა;

◾ მარცვლეულის გარიგების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსის აღდგენა.

TASS-ის ცნობით, ეს პუნქტები პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ჩამოთვალა.

მისივე თქმით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ იმიტომ დატოვა, რომ გარიგების გაგრძელებამ „იმ სახით, როგორც ის არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, დასავლეთის ქვეყნებმა მთლიანად დაამახინჯეს გარიგების არსი – შედეგად, ევროპული კომპანიებმა ისარგებლეს, ხოლო რუსული მხარე კი წაგებაში დარჩა.

როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთი ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებით „მოთმინების, გამძლეობის და შემწყნარებლობის სასწაულს სჩადიოდა“, თუმცა საკუთარ ვალდებულებებს არავინ ასრულებდა. მისივე თქმით, რუსეთი დასავლეთის „თავხედობას და უცერემონიობას“ შეეჩეხა და მხოლოდ „დაპირებები და ცარიელი სიტყვები“ ისმოდა.

„ახლა კი, ისინი პრაქტიკულად ატყუებენ მთელ მსოფლიოს და აცხადებენ, რომ თითქოს რუსეთია ამ გარიგების ჩავარდნაში დამნაშავე. მათ სრულებით დაამახინჯეს შეთანხმების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსი, ის პოლიტიკური შანტაჟისთვისა და ამერიკული თუ ევროპული ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს“, – ამბობს პუტინი და აცხადებს, რომ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან 32.8 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს, საიდანაც ღარიბ სახელმწიფოებზე 3%-ზე ნაკლები წილი მოვიდა.

მისივე თქმით, გაეროს თანამშრომლები „გულწრფელად ცდილობდნენ დასავლეთის მიერ მიცემული ყველა დაპირების შესრულებას, თუმცა ვერაფერს გახდნენ“.

რამდენიმე ევროპარლამენტარი ალტ-ინფოს“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

„ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს თბილისი პრაიდზე თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულებას უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება“, -წერია წერილში.

ევროპარლამენტარების თქმით, ლგბტქი თემის წარმომადგენლების უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური პირები სასამართლო დევნის ნაკლებობის დემონსტრირებას ახდენენ 2019 და 2021 წლებში, თბილისი პრაიდის თავდასხმების დროს, რაც მოიცავდა ლგბტქი-ფობიურ ძალადობას.

წერილის ადრესატები არიან – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

განცხადებას ხელს აწერს ექვსი პარლამენტარი – მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდიმალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.

 

 

 

სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი უკრაინას

აშშ-მა უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალებს.

კერძოდ, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის NASAMS-ის 4 საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა.

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, თქვენგან ურთიერთობაში მაქსიმალური მოქნილობა და სიტუაციის მიხედვით მოქმედების ტაქტიკის შეცვლა გამოიწვიოს. შესაძლოა, ვითარება მოულოდნელად თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. მზად იყავით მეგობრებთან და ახლობლებთან სერიოზული პრობლემებისთვის. გამორიცხული არაა პრობლემები შვილებთანაც. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ მშობლის ავტორიტეტი გადაირჩინოთ.

 

კურო
დილიდან გაუგებრობები გელით. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ცნობა და პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობა. დროთა განმავლობაში პრობლემები მოგვარდება, ხოლო თქვენ წონასწორობასა და ხალისს დაიბრუნებთ.

 

ტყუპები
მძიმე და დაძაბული დღეა. ოჯახურ ურთიერთობებში ან პარტნიორებთან მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და პრობლემები. სავარაუდოდ, ახალი გატაცება გელით, რომელიც წყენით და ცრემლებით დასრულდება. მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

 

კირჩხიბი
ამ დღეს გრძნობების უჩვეულო გამოცოცხლება გელით. დაძაბულობას მხოლოდ საყვარელი საქმიანობა მოგიხსნით, ამიტომ ყველა საქმე დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

 

ლომი
სულიერი განწმენდისა და ფილოსოფიურ პრობლემებში ჩაღრმავების დღეა. ნებისმიერი საქმე, რომელიც აქტიურ მოქმედებებს ან გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს, მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. გირჩევთ, ამ დღეს მოწყალება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება.

 

ქალწული
სავარაუდოდ, ბავშვებისა და ახლო ნათესავების ინტერესები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინეთ. სწორედ ამ დღეს შეძლებთ ოჯახური პრობლემის გადაჭრას, რომელიც დიდხანს გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის.

 

სასწორი
ცდუნებების დღეა. სავარაუდოდ, მხიარული წვეულება გელით, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. არაფერზე იდარდოთ. ყველა თავგადასავალი წარმატებით დასრულდება.

 

მორიელი
სავარაუდოდ, შარშანდელი ზაფხულის მოვლენები თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით დასრულება სიმშვიდესა და ხვალინდელი დღის რწმენას შეგმატებთ. გამორიცხული არაა ახალი გეგმები და იმედები. ამ დღეს მხოლოდ ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეებით დაკავდით.

 

მშვილდოსანი
გაითვალისწინეთ, ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფულის დაბანდება და შოპინგი – ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

 

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა კოლექტიური ღონისძიებებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს შეძლებთ ოჯახური პრობლემის გადაჭრას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობები და რომანტიკული თავგადასავლები.

 

მერწყული
ეს დღე ილუზიებსა და თავის მოტყუებას განასახიერებს. მერკურის რეგრესიული მოძრაობა კომერციულ ოპერაციებში არახელსაყრელი იქნება. შოპინგი უკეთესი დროისთვის გადადეთ. სამთავრობო სტრუქტურებთან და საბუთებთან ურთიერთობის დროს ნუ აჩქარდებით და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ. პარტნიორებს ბრმად ნუ ენდობით.

 

თევზები
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. სასურველია, სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ და აუცილებელი დასკვნები გააკეთოთ. საშუალება მოგეცემათ, პრობლემები წარმატებით დაძლიოთ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ეცადეთ, მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

“მარტო დავამარცხებ ქართულ ოცნებას“ – არ გამოდის”- მანჯგალაძე

თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“ – არ გამოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს.

„მოქალაქეს აინტერესებს ცვლილება და იმ პრობლემებიდან და სიდუხჭირიდან ამოსვლა, რომელიც შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“. როდესაც ამ ისტორიულ შანსს ვკარგავ, არაგულწრფელი ვიქნები, არასამართლიანი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ აქეთ არის საქართველოს ისტორიული შანსი, საქართველოს გადარჩენის ამოცანა და – „კი გადავარჩენ საქართველოს, მაგრამ თუ 5 ნომერი იქნება, ვერ გადავარჩენ“ – ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ სხვის ბოსტანში ვისროდე კენჭებს, ან ქვებს. „ლელოც“ ძლიერი პლატფორმა უნდა იყოს და იმას, რასაც ჩვენ ვერ დავფარავთ ჩვენი ერთობით თუნდაც, დანარჩენზე გავიდეს „ლელო“ , გახარიაც იყოს. „ქოციდან“ წამოსული ადამიანი შეიძლება ნაცების და ჩვენს პლატფორმაზე არ მოვიდეს. ჩვენ გვჭირდება პლატფორმები. პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“.

თუ საკითხი მოითხოვს იმას – ქვეყანა გადარჩეს, თუ ჩემი პირველი ნომერი – მირჩევნია საქართველო გადარჩეს. მთავარი პრობლემაა „ქართული ოცნება“, მე მართლა მინდა ყველა პროდასავლურმა ოპოზიციამ აიღოს მაქსიმალური შედეგი, რომ ჯამში მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“, თუ ვინმე ამბობს, რომ – მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – არ გამოდის, რადგან მაშინ ერთმა პარტიამ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი და ღმერთმა ქნას საქართველოში არსებობდეს პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე აიღებს 50%-ს და მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“.

მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ვიტყვი, არ ვმალავ რამდენჯერმე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო „სტრატეგია აღმაშენებელში“ მოსული და რამდენჯერმე ჩვენ ვიყავით – მე მაგალითად, მაგიდასთან არ მინახავს ხაბეიშვილს დაერეკოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს. ქარის წისქვილებს დონ კიხოტივით ვებრძოლო – „მერაბიშვილი, სად არის, სად არის?!“, არ მინახავს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – ეკა სეფაშვილი

მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

სეფაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით ახალი არაფერი არ გაგვიგია. უბრალოდ ეს არის დადასტურება იმ ინფორმაციის, დასკვნებისა და პოზიციისა, რასაც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით. მე ვიტყოდი სამარცხვინოა და ეს არის ძალიან რბილად ნათქვამი. მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას. ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი საქციელი, რაც ჩვენ შეიძლება ამ ვებ-გვერდიდან მიღებულ ინფორმაციაში ამოვიკითხოთ. ასევე, ძალიან სამარცხვინოა ის, რომ ფეიკ-კამპანიის ფარგლებში დეზინფორმაცია და ასეთი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მათ მიერ გავრცელებული ფეიკ ინფორმაციები გაევრცელებინათ ისეთი წამყვანი მედია-საშუალებებით, როგორიც არის „The guardian“ „Politico“ და ა.შ.. ერთია, რომ მიშა სააკაშვილის ოჯახი ფულს იხდის ამ ყველაფერში. მეორეა, ამ გარიგების მეორე მხარე, რომელიც იღებს ფულს იმისათვის, რომ ამ ყველაფერში ხელი შეუწყონ, უწერენ ევროპარლამენტარებს ტექსტებს, აწყობენ ტყუილ ბრალდებებს, ავრცელებენ ფეიკ-ინფორმაციებს „Tweeter“- ში, მედიაში და ა.შ… სხვადასხვა საშუალებებში. უტიფარი, დეზინფორმაციული, საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი ინფორმაციების უკან, როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციით დგას კარგად კოორდინირებული ერთი ხელი, რომელიც ამ ყველაფერს აწარმოებს. ეს არის დაქირავებული ლობისტური კომპანია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.

ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მაშინვე ანტიდასავლურად მონათლა, რადგან მათთვის ანტიდასავლურია განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს.

„ბატონი შალვა პაპუაშვილის მსგავსი ტიპის განცხადება პირველი არ არის. პასუხი ევროპარლამენტარებისაგან ჩვენ არ მიგვიღია, სამაგიეროდ, მივიღეთ ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განცხადებები – თურმე ეს ანტიდასავლური განცხადებაა. თურმე ანტიდასავლურია განცხადება, როდესაც ადამიანი და ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი სამშობლოს იმიჯზე. რადიკალური და ხშირ შემთხვევაში, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად უსუსურები არიან თავიანთ ნარატივში, ბრალდებებში, რომ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, რომ ყველაფერზე იძახიან რუსულია, ანტიდასავლურია იმიტომ, რომ არგუმენტი და მტკიცებულება არ აქვთ, ეს არის ერთადერთი რამ, რითაც მათ შეუძლიათ თავი იმართლონ საზოგადოების და თუნდაც, საკუთარი თავის წინაშე. თუმცა ესეც ძალიან სუსტი არგუმენტია, ფაქტობრივად, ეს არაა არგუმენტი. რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ ამერიკული კანონის „FARA“-ს მეშვეობით. კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოწესრიგებას ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ ატყდა ასეთი დიდი პანიკა საქართველოში, როდესაც ჩვენ შევეცადეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სახის და მოცულობის უცხოური ჩარევები გამოაშკარავდებოდა, ეს კანონი რომ ძალაში იყოს. ახლა, რა თქმა უნდა, ვიგებთ გარკვეულწილად, თუმცა სრულ მასშტაბებზე წარმოდგენა არ გვაქვს. იგივე „FARA“-ში დაფიქსირებული მილიონ-ნახევარი დოლარის იქეთ კიდევ რა თანხები არის არ ვიცით; ევროპაში რა დაიხარჯა, ან თუნდაც საქართველოში რა დაიხარჯა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე ძნელი მისახვედრი არაა, როდესაც ასეთი ჩანაწერებია ლობისტური საქმიანობის ჩანაწერში, იმის იქით სავარაუდოდ, კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

,,მოდი, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ”- ყაველაშვილი

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება.“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ სწორედ მსგავსი პროცესები ამხილა და არ მოერიდა არავის კრიტიკას, მათ შორის, არც ევროპარლამენტარების.

 

„თქვენი აზრით, რა ავალდებულებს ამ 44 ევროპარლამენტარს, როცა ხელს აწერენ მოწოდებას, რომ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ? რა აიძულებთ, რომ ღირსებას, რეპუტაციას, თავიანთ სახელს გვერდზე დებენ? მოდი, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ: ეს არის ის, რამაც მარტის მოვლენები გამოიწვია, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამბები ატყდა. როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეს ნებისმიერი ინსტიტუციის გამჭვირვალობა არ სურდეს, რომელიც მის ქვეყანაში ფუნქციონირებს? მაგრამ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, გადაწყვიტეს, რომ თურმე მათი საქმიანობა არ შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს და ამიტომ გამოიწვიეს ასეთი ვნებათაღელვა.

 

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს 44 ევროპარლამენტარი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება. ამერიკაში ეს საკითხი არ იმალება, ევროპის დეპუტატებთან კი გასარკვევია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩავეძიებით, ევროპელებთანაც ვნახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის ლობიზმში მათთვის გადახდილია თანხები. ეს ადამიანები სხვადასხვა საკითხზე არიან ხელმომწერები იმიტომ, რომ ჩართულნი არიან ლობიზმში და მათთვის გადახდილია თანხა. მათ სულ არ ანაღვლებთ, საქართველოში როგორ შეაფასებენ. ფიქრობენ, რომ არავინ იცნობს მათ საქართველოში, შეგროვებულია მასალა, რაზეც ხელი უნდა მოაწერონ და რა უჭირს, თუ ამაში თანხას აიღებენ? თან, ეს ყველაფერი იქ კანონიერად არის და მხარის დაჭერა თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას აღარ გაუჭირდება, რომ მარტივად შეაფასოს ყველაფერი.

 

„ხალხის ძალა“ არ მოვერიდეთ კრიტიკას, მათ შორის, ევროპარლამენტარების და ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდეთ. სიმართლეზე დავიწყეთ საუბარი და ყველაფერი მკაფიო გავხადეთ. აშშ-ის FARA-ს კანონით ისიც გავიგეთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ გადახდილი პიარ-ჯგუფისთვის. სააკაშვილზე დადგმული რეპორტაჟები გავიდა CNN-ზე და BBC-ზე, რისთვისაც  მან წინასწარგანზრახვით, წვერი მოუშვა, „ბომჟს“ რომ დამსგავსებოდა. ამ სიუჟეტებს მთელ მსოფლიოში ყველა მედიასივრცე აქვს მოვლილი. ეს შეკვეთილი სიუჟეტებიც ვამხილეთ. შესაბამისად, აღარაფერი დარჩა ღირებული და ავტორიტეტი, რომელთანაც დაპირისპირება არ შეიძლება. დღეს მით უმეტეს, სოციალურ ქსელების ეპოქაში, შეუძლებელია რაიმეს დამალვა.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

,,საკუთარი თავი არა მხოლოდ რუსეთისგან გვქონია დასაცავი, არამედ – პარტნიორებისგანაც” – ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებას განცხადებით ეხმაურება.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, თუკი ამერიკისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ერთვებიან, მაშინ დეზინფორმაცია სწორედ მათგან მომდინარე ყოფილა.

 

„თუ დასავლეთისთვის მიხეილ სააკაშვილი უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველო და კანონის უზენაესობა, მაშინ პრობლემა თავად დასავლეთს ჰქონია.

 

თუკი სისხლის სამართლის დამნაშავე ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს და მისი ბიოლოგიური მასალა „საერთაშორისო სანდოობის“ ევროპელმა ექიმებმა წინდებით უნდა ატარონ, თუკი დიდი ფულის ფასად ამ ყველაფრის ლობიზმში ევროპარლამენტარებმა რეზოლუციები უნდა „აცხონ“ და სანქციები არიგონ, მაშინ საკუთარი თავი არა მხოლოდ რუსეთისგან გვქონია დასაცავი, არამედ – პარტნიორებისგანაც.

 

კარგად გვესმის, რომ უკრაინაში ომი სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს,  მაგრამ თუ წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ინტერესებს უგულებელყოფს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 

თუკი ამერიკისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ერთვებიან, მაშინ დეზინფორმაცია სწორედ მათგან მომდინარე ყოფილა.

 

და რადგან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები დასავლეთშიც და საქართველოშიც მხოლოდ დეზინფორმაციით იბრძვიან, მათი ბრძოლის შედეგი მოახლოებულ არჩევნებში ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ხალხი პოლიტიკოსებს ასეთ ტყუილებს არასოდეს პატიობს.“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსულ ნავთობს

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ცნობით, რუსეთის ნავთობის ექსპორტმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია აპრილში, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. რუსეთი აპრილში დღეში საშუალოდ 8,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, რაც მარტთან შედარებით 50 000 ბარელით გაიზარდა.

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაეცა 7,4 მილიონ ბარელამდე დღეში, სანქციებით კი მისი ვაჭრობა დაზარალდა.

IEA-ს ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა შეესაბამება რუსეთის გაზრდილ ძალისხმევას ბაზრების ძიებასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუწესებიათ სანქციები უკრაინის ომის გამო. რუსეთის ბაზრის გადანაცვლება აღმოსავლეთისაკენ აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% მიდიოდა ინდოეთსა და ჩინეთში, რაც წარმოადგენს IEA-ს ყოველთვიური ანგარიშების მიერ დაფიქსირებულ ტენდენციას. BBC-ის მოხსენების თანახმად, ინდოეთის ნავთობის იმპორტი ათჯერ გაიზარდა. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორია მსოფლიოში. ამავდროულად, ევროკავშირის ნავთობის იმპორტი შემცირდა. ის სტაბილური იყო 0,6 მილიონ ბარელზე დღეში აპრილში მესამე თვის განმავლობაში, რუსეთზე სანქციების განმეორებითი რაუნდის ფონზე.

ევროკავშირის სანქციების პირველი რაუნდი რუსეთის ნედლ ნავთობზე ამოქმედდა 2022 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე, რომელიც ეხება რაფინირებულ ნავთობს, თებერვალში. არსებობს დროებითი გამონაკლისი მილსადენებით ნედლი ნავთობის იმპორტისთვის ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ზედმეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე. თუმცა, რუსული ექსპორტის ზრდამ კრიტიკა გამოიწვია – ინდოეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ეხმარებოდა მოსკოვს ევროპული სანქციებისგან თავის არიდებაში.

ბორელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინდური ფირმები ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ყიდიან რაფინირებულ პროდუქტს. თუმცა, ბორელმა თქვა, რომ ინდოეთი ყიდის “რადგან ვიღაც ყიდულობს”. და რომ ევროკავშირმა უნდა აკონტროლოს მყიდველები. ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ინდოეთის ძირითადი საექსპორტო ბაზრები მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათ შორის ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს ჯაიშანკარი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ბორელის განცხადებას და მოუწოდა ევროკავშირს, დაფიქრდეს საკუთარ წესებზე.

„ნახეთ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციები, რუსული ნედლეული არსებითად ტრანსფორმირებულია მესამე ქვეყანაში და აღარ განიხილება როგორც რუსული“, – უპასუხა ჯაიშანკარმა. “მე მოგიწოდებთ, გადახედოთ საბჭოს დებულებას.” ინდოეთი და რუსეთი მზად არიან გაზარდონ ვაჭრობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილებოდეს იმპორტი, როგორც “ომის დაფინანსების პირდაპირი გზა”.

,,ეს აზიანებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს“- მაკა ბოჭორიშვილი

ამ ანგარიშების ნახვის შემდეგ, მგონი აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა, რომ კამპანია „თავისუფლება მიშას“ თავის თავში გულისხმობს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, „ყველაფერი, რაც გაკეთდა ვითომცდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, აზიანებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს“.

„დღეს როცა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და შემაფერხებელ გარემოებად როდესაც გვისახელებენ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ, და მცდარ წარმოდგენებს, ახლა უკვე ცხადია, საიდან ჩნდება ასეთი აღქმები ქვეყანაზე. ამას ხელს უწყობს და ამაში ფულს ხარჯავს კონკრეტული ძალა, რათა არათუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იზრუნონ, არამედ ამისთვის მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები და საერთაშორისო მაშტაბით შელახონ ქვეყნის რეპუტაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.