Home Blog Page 1629

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

„პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რეალურად, როგორც ვგეგმავდით, დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.

შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. ასევე, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც.

გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი  და 139-კმ-ზე არსებული ხიდი  (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა.

9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. ძლიერი ქარის გამო, წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტგორაგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ამ დროისთვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

ამასთან, ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც საქართველოს პირველ არხთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ განაცხადა, გურჯაანის გარდა, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები კიდევ სამ სოფელში დაზიანდა.

შსს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

„დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში გაემგზავრა

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.  ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა.

შოვიდან უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა, გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი

შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა. 

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი.

ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.

გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

“21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია”

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს.

„უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც… ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!“,- წერს ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ხვალ დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფი 50 ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარჯიშისთვის იდეალური დღეა და შეგიძლიათ მოზღვავებული ენერგია ამ მიმართულებით დახარჯოთ. თუ ისეთ პოზიციაზე მუშაობთ, რომელიც გამძლეობას მოითხოვს, თქვენი შრომის ნაყოფიერება რამდენჯერმე გაიზრდება, მაგრამ თუ თქვენი სამუშაო დიდხანს ჯდომას მოითხოვს, ეს დღე შეიძლება დაუსრულებლად მოგეჩვენოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გახარებთ. მშვენიერი დროა მნიშვნელოვანი პროფესიული პროექტებისა და პირადი ინიციატივების განხორციელებისთვის.

ტყუპები

სამუშაო დღე სწორად უნდა დაგეგმოთ, რათა დაწყებული სამუშაოს ვადებში დასრულება შეძლოთ. ფინანსური მდგომარეობა წესრიგშია, მაგრამ ეცადეთ საფულე ბოლომდე არ დაცალოთ. თუ ოჯახში მშვიდობის დამყარება გსურთ, სანამ სხვებს გააკრიტიკებთ, საკუთარი ნაკლოვანებების მოგვარება უნდა სცადოთ .

კირჩხიბი

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განაახლოთ და საინტერესო გახადოთ, რათა ცხოვრების რუტინამ მასშიც არ შეაღწიოს. სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენს ორიგინალურ იდეებს სათანადოდ დააფასებს და შესაძლოა, ბონუსით დაგაჯილდოოთ.

ლომი

თუ სამსახურში პრობლემები გაქვთ, ეცადეთ ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. გირჩევთ რამდენიმე საათით განმატოვდეთ, რათა დამშვიდდეთ და სასარგებლო კონტაქტების დამყარება შეძლოთ – ეს თქვენი ბიზნესის ან წარმატებული კარიერის განვითარებისთვის აუცილებელია.

ქალწული

ფინანსური მდგომარეობის მხრივ უსიამოვნო სიურპრიზები გელით, ამიტომ ეცადეთ, უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. დროა საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და დაუფიქრებელ შესყიდვებზე უარი თქვათ. თუ არ იზარმაცებთ, უახლოეს ხანებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

სასწორი

მცირე, დროებითი სირთულეები გელით, მაგრამ ამას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული შედეგები მოჰყვება. არ არის გამორიცხული მცირე ინფექცია, რომელიც ჩვევების შეცვლას გაიძულებთ. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რომელიც დღეს ძალიან მგრძნობიარეა. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მოქმედებას დაიწყებთ.

მორიელი

დიალოგისკენ განწყობილი არ ხართ და საკუთარ აზრებს არავის უზიარებთ. ეს მდუმარება გარშემო მყოფებს საშუალებას არ აძლევს, რომ თქვენი მოლოდინები განსაზღვრონ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იმედგაცრუებული დარჩით. ეცადეთ თუნდაც მარტივი კომუნიკაციის უნარი დაიბრუნოთ, რათა სოციალურ ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწიოთ. ყოყმანზე დროს ნუ კარგავთ და პროექტი დროულად აამოქმედეთ. ამჯერად სამუშაოს დასრულებას წარმატებით შეძლებთ.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანების მიმართ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. მეუღლეს და შვილებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ამას ნუ დაივიწყებთ და თქვენი ოჯახური ცხოვრება ყოველთვის მშვიდი იქნება. სხვა დროს ენერგიული და შრომისმოყვარე ხართ, თუმცა დღეს სიზარმაცეს ვერ ერევით. საშიში არაფერია. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების უფლება სინდისის ქენჯნის გარეშე.

თხის რქა

თუ თქვენი საბანკო ანგარიში საგრძნობლად შემცირდა, დროა ადვილად განსახორციელებელი პრაქტიკული გადაწყვეტილებები იპოვოთ. შესანიშნავი დღეა ფულის დაბანდების და ინვესტიციების განხორციელებისთვის. ერიდეთ ფულის დაუფიქრებლად ხარჯვას. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში დიდი წარმატება გელით. მარტოხელა თხის რქებო, მოქმედების დროა!

მერწყული

ჯანსაღი და აქტიური წესით ცხოვრებისთვის დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ. ეცადეთ, წითელი ხორცის, დაკონსერვებული საკვებისა და ტკბილეულის მიღება შეამციროთ და რამე ახალი ჰობი აღმოაჩინოთ: ცეკვა, ფეხით სიარული, სპორტი… თუ ამის რეგულარულად კეთებას მიეჩვევით, ნამდვილ კმაყოფილებას იგრძნობთ.
სამსახურში ახალი, ძალიან საინტერესო კონტაქტების დამყარება გელით.

თევზები

კრიზისის გადალახვაში სატურნის სიბრძნე უნდა დაგეხმაროთ. თ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, მხოლოდ ერთად შეძლებთ შეცდომების აღიარებას და გზის გაგრძელებას.
გარშემომყოფთა სურვილებსა და ემოციებს მშვენივრად ხვდებით, რაც მოქმედებას და თანამშრომლობას გიადვილებთ.

შოვში, სტიქიის ზონიდან 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი

შოვში, სტიქიის ზონიდან 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით.

რაც შეეხება დაკარგულებს, გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხელ ხაზზე შესულია შეტყობინება დაახლოებით 50 მოქალაქეზე, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.

„ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვნება და შემდეგ, დილით გადმოვიყვანთ ქალაქში. 50-მდე ადამიანზე გვაქვს შეტყობინება, რომ ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა სტრუქტურა. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. არ წყდება სამაშველო სამუშაოები. 70 მოქალაქიდან 16-მდე მოზარდია გადმოყვანილი. 152 ადამიანში ნახევარი არიან ბავშვები. ვისაც ეძებენ, მათ შორისაც არიან ბავშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

“უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას”- მარიამ ნინიძე

უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას, – ამის შესახებ სტიქიის დროს დაზარალებულმა მარიამ ნინიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თავს კარგად ვგრძნობთ. იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდები სახლში. ჩვენთან არიან მაშველები. ყველა ჩვენთან არის და უსაფრთხო ადგილას გადმოგვიყვანეს. სადღაც 100 ადამიანი ვართ ახლა აქ. უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას. დღეს ჩვენი ევაკუაცია ვერ მოხერხდა და ველოდებით გათენებას, რომ დაგვაბრუნონ სახლში. გვითხრეს, რომ დილას 7 საათიდან დაიწყება ჩვენი გადაყვანა. საჭმელი, წყალი გვაქვს. აქვე Sunset Shovi-ს მიმდებარედ არის ტყე და პატარა რესტორანი. იქ მივდიოდით და ზუსტად გამოვუხვიეთ თუ არა ჩამოვარდა მთიდან რაღაც წყალი და წაიღო ხიდიან-გზებიანად ყველაფერი“, – აღნიშნა სტიქიის ზონაში მოყოლილმა “, – აღნიშნა მარიამ ნინიძემ.

მაშველებმა შოვის ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.