Home Blog Page 112

16-19 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

16-19 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს განცხადებით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 16-17 აგვისტოს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

როგორია დოლარისა და ევროს ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,2.6927 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9648 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9676 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის დასაწყისში გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ – ამ დროს განსაკუთრებით ემოციური ხართ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. შეიძლება ყველა საქმეს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდეთ, მაგრამ თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას შემოგთავაზებენ. სავარაუდოდ, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გაღელვებთ და ყველა შვებით ამოისუნთქავს.

კურო

დღის პირველ ნახევარში უთანხმოების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ზოგჯერ მათაც კი ეკამათებით, ვისაც აქამდე ყველაფერში ეთანხმებოდით. მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. საღამო საშუალება გექნებათ, რომ ნაცნობ საკითხებს ახლებურად შეხედოთ. გამორიცხული არ არის, შეცვალოთ დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქამდე არ მოგწონდათ.

ტყუპები

პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს. თუ მოინდომებთ, შეიძლება დაასრულოთ უთანხმოება რომელიც დიდი ხნის წარმოიშვა – ძველი წყენა წარსულში დარჩება და აღარასოდეს გაიხსენებთ. თქვენი პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს – ზოგი ტყუპები მიხვდება, რომ ბოლო დროს უმნიშვნელო საკითხების მოგვარებას ზედმეტ დიდ დროს და ყურადღებას უთმობდა.

კირჩხიბი

დაძაბული დღეა. მიმდინარე პრობლემების სწრაფად გადაჭრა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ, რაც ძალიან არ მოგწონთ. დაძაბულობა ურთიერთობაშიც იგრძნობა – შეთანხმება იმ ადამიანებთანაც კი გიჭირთ, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით გიჭერდნენ მხარს. კონფლიქტამდე საქმე არ მივა, თუმცა უსიამოვნო მოგონება დარჩება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.

ლომი

ახალი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. შანსი გაქვთ, რომ ბოლო დროს წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემა მოაგვაროთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ძველი საქმიანი კავშირების განმტკიცებას და ახალი კავშირების დამყარებას შეძლებს. არ არის გამორიცხული, რომ წარმატებით მოგვარდეს საკითხი, რომელზედაც თქვენ და თქვენი ახლობლები ბევრს ფიქრობთ. დღის მეორე ნახევარში თავშეკავება და თვითკონტროლი დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა – ადვილად უმკლავდებით ისეთ ამოცანებსაც კი, რომლებიც ადრე ძალიან რთული გეჩვენებოდათ. გარშემო მყოფებს თქვენი იდეები მოსწონთ და მზად არიან, მათ განხორციელებაში დაგეხმარონ. შესაძლოა, მაცდური შეთავაზებები მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის შესწავლამდე ნუ დათანხმდებით. ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისას გაგიჩნდებათ იდეა, რომელიც ყველას მოეწონება.

სასწორი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობისთვის, თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას მათთანაც კი, ვისაც არავინ მოსწონს. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანი მოკავშირეები გაგიჩნდეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ – ასეთი ადამიანები უანგაროდ არაფერს აკეთებენ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი და მცირე ხარჯები გელით.

მორიელი

ამ დღეს დაბრკოლების გადალახვას და მიზნის მიღწევას შეძლებთ, თუმცა ეს დიდ დროს და ძალას წაგართმევთ. უკვე შუადღეს იგრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ, ამიტომ საღამოსთვის რაიმე დამღლელი აქტივობა არ უნდა დაგეგმოთ. უმჯობესია, დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღადგინოთ. დღეს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწრაფად მოაგვარებთ. საღამოს შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღება მარტოს მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.

მშვილდოსანი

რთული დღეა. სავარაუდოდ, ძველი კონფლიქტები გამწვავდება და დაბრუნდება პრობლემები, რომლებიც მოგვარებული გეგონათ. სხვისი შეცდომის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. იძულებული იქნებით, დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც საკუთარი სისულელის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს.

თხის რქა

საქმის მიმართ სერიოზულად დამოკიდებულების წყალობით დღის პირველ ნახევარში წარმატებას მიაღწევთ. არახელსაყრელი დროა ახალი საგნების შესწავლის, ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გამოტანისთვის. საკუთარ ინტუიციას უსმინეთ და ის გიკარნახებთ, რა და როგორ გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში გარშემო მყოფებთან კამათი ყურადღების მოკრეფაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ – ეს წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც წარმატებას გპირდებათ. ამ დღეს პროფესიული პოზიციის განმტკიცებას და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას შეძლებთ. კარგად გესმით, რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა, ამიტომ ძალას ფუჭად არ ხარჯავთ. მოკავშირეების არჩევისას ინტუიციას უნდა ენდოთ – ის არ გიღალატებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. წყენა და გაუგებრობა დავიწყებას მიეცემა და ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად, რაზედაც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ. ყველაზე კარგად ის საქმეები გამოგდით, სადაც შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. დამოუკიდებლად მოქმედებთ და გარედან ზეწოლას არ ემორჩილებით. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით, რაც თქვენს განწყობაზე აისახება. ნერვიულობის სერიოზული მიზეზი არ არსებობს, ამიტომ ეცადეთ, ბნელი აზრები განდევნოთ და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი-შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.

„თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენ თვალწინ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა ცეცხლი. ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით და შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები, გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციის მეშვეობით აბრალებდა ომის დანაშაულს. გამართლდა ყველა ჯარისკაცი, სამხედრო და დამნაშავედ იქნა ცნობილი სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გენერალი ბორისოვი, რომელზეც დაკავების ორდერიც კი გამოსცა ჰააგის სასამართლომ. გარდაცვლილია უკვე და, რა თქმა უნდა, ვერ აღსრულდება ორდერი, მაგრამ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები.

ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო დონეზე აღიარებულ იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დანაშაულებს აბრალებდა ქართველ ჯარისკაცებს, რეზოლუციების და დასკვნების თანამონაწილე იყო, შევძელით და სტრასბურგის სასამართლოს ვაღიარებინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჰააგის სასამართლოს ვაღიარებინეთ, რომ ომის დანაშაულები ჩადენილი იქნა მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის თუ რუსი სამხედროების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ წაიკითხა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რატომ მოეწონა მას ეს განცხადება?“ – შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კარგია, თუ უყურებენ ჩვენი განცხადებების ციტატებს, სადაც ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, არის საქართველოს დეოკუპაცია. ამიტომ ეს ციტატებიც შეუძლიათ, წაიკითხონ“.

გორბის“ კვლევა ასახავს მოსახლეობის განწყობას, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი თავს მოატყუებინებს “ნაციონალურ მოძრაობას”-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციაზე იგეგმება შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი სპიკერი ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ამ ფორმატში შალვა პაპუაშვილის მხრიდან დისკუსიის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

შალვა პაპუაშვლის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„დუბლინში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი იმართება, სადაც, თემატური საკითხების გარდა, კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა, ამ ფორმატსაც კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამავე დროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისაღები აქვს ევროკავშირს, რათა გამოასწოროს შარშან დაშვებული შეცდომა. მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები, ყველა ზეიმობს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ-შალვა პაპუაშვილი

გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები, ყველა ზეიმობს ამ გამარჯვებას, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართველი ხალხის ზეიმს ვერაფერი გააფუჭებს“.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალბატონი სალომეს დღევანდელი განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ. მთელი ერი, ყველა ზეიმობს ამ გამარჯვებას და გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები. მათ შორის უმაღლეს ჯილდოებზე წარდგენით ვეცადეთ, ოლიმპიელების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება გვეჩვენებინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატება მიულოცა და დღეს საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას გამოეხმაურა. პრეზიდენი მიიჩნევს, რომ ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება და აღნიშნავს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პარალიმპიადა, რომელიც გრძელდება 8 სექტემბრამდე, შესაბამისად, ყველას მიღება ერთად გაიმართება.

 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში -ირაკლი კობახიძე

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს.

„ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდითქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველის პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.

„ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და გიორგი მეშვილდიშვილს მინდა, მივულოცო ასევე ბრინჯაოს მედალი, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, მადლობა თითოეულ მედალოსანს -ირაკლი კობახიძ

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ აქ და ყველას გისურვებთ წარმატებები ოლიმპიადაზე, მაშინ გამოვთქვით რწმენა, რომ ეს ოლიმპიადა იქნებოდა ყველაზე წარმატებული ჩვენს ისტორიაში და ეს მართლაც ასე მოხდა, რაც არის წარმოუდგენელი შედეგი. საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ. ჩვენ გავედით 24-ე ადგილზე მსოფლიოში, ესეც არის საუკეთესო შედეგი. ესეც არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. ეს არის ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით, ჩვენ შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს – ტატო გრიგალაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო. მე მასთან მქონდა საუბარი, როცა მივულოცე ვიცე-ჩემპიონობა და მისი გამარჯვება იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მან გატეხა ნავსი, მან აიღო პირველი მედალი. გახსოვთ, რომ სტარტით ცოტა უკმაყოფილო ვიყავით, თუმც მისი მედლის შემდეგ, ერთმანეთს მიეწყო და ყოველი შემდეგი დღე იყო უკვე ძალიან წარმატებული. მადლობა ტატოს ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის და იმ სტიმულისთვის, რომელიც მან მისცა სხვა სპორტსმენებს.

ლაშა ბექაურმა დაამტკიცა, რომ ის არის წარმოუდგენელი ტალანტის მქონე სპორტსმენი და მადლობა მას განსაკუთრებული წარმატებისთვის. ზედიზედ ორი ოქროს მედალი არის ის, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი სპორტსმენი და ლაშას არ შეიძლება, განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ოქროს მედლისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ილია სულამანიძეს. ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობისთვის. ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენს გულებში ის არის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მე მგონია, რომ ამას მაინც გაფორმება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, 4 წელიწადში ეს ჩემპიონობა გაფორმდება. ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას ილია სულამანიძეს.

ლაშა გურულს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. სხვადასხვა სახეობებში ჩვენ ველოდებით მედლებს, თუმცა კრივში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა წარმატება და აქ ლაშამ გატეხა ეს ნავსი და აქედან გამომდინარე, ორმაგად დასაფასებელია მისი მედალი. მადლობა მას ამისთვის. ვულოცავ კიდევ ერთხელ ბრინჯაოს მედალს.

გენო პეტრიაშვილს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდით წინა ოლიმპიადის შემდეგ, მაშინდელი ფინალის შემდეგ. ყველას გვახსოვს ის დრამატული წამები და ყველაზე მეტად იმსახურებდა ეს კაცი ოლიმპიურ ჩემპიონობას. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, წარმოუდგენელ ბედნიერებას, რომელიც მან მოგვანიჭა თითოეულ ჩვენგანს.

ლაშა ტალახაძეზე რა შეიძლება ითქვას, არც ვიცი. ეს კაცი არის უბრალოდ ლეგენდა, ზედიზედ სამი ოქროს მედალი სამ ოლიმპიადაზე, სიტყვები არ მყოფნის როგორ შეიძლება, ამ კაცს მადლობა გადავუხადოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავ ამ უდიდეს წარმატებას.

გივი მაჭარაშვილს ძალიან დიდი მადლობა. ვულოცავ მასაც წარმატებას, ვიცე-ჩემპიონობას, ძალიან დიდი წარმატებაა ეს ყველაფერი. ისეთი მიზანდასახული კაცია, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩემპიონობასაც ვერაფერი დაუდგება წინ და ვუსურვებ სამომავლოდ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა -BBC

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება, ჩვენს ქვეყანას დიდი რისკები არ აქვს, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები -პრემიერი

კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი, როგორც თემა, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რისკები, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „როგორც კი გადაივლის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას რეგიონი, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები და დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“.

„რომელიმე ქვეყანა თუკი უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში სხვა მდგომარეობაა, მოლდოვაში – სხვა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატიის, კორუფციის, ყველა თვალსაზრისით. ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. რეალურად, ჩვენ გვაქვს თვისებრივი დაახლოების პროცესი.

შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს გამოიხატება, მაგალითად იმაში, რომ ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ცხრა მილიარდით გავასწარით მოლდოვას ეკონომიკით. იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მათ შორის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ევროპული ღირებულება უფრო მკაფიოდ დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და მუდმივი პროგრესი გვაქვს ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ. ასეთი თამაშები თუ იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული იქიდან გამომდინარე, რომ, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი, როგორც თემა, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რისკები, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები.

2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, საქართველოში არის ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ასე შემდეგ. კანდიდატ ქვეყნებს შორის კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა არის საქართველო, ეს არის მთავარი და არა განცხადებები. განცხადებები ხან ასეთი კეთდება, ხან – ისეთი, ეს განცხადებები შემდეგ იცვლება. პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია, მთავარია, შინაარსობრივად რამდენად არის ქვეყანა წელში გამართული და ამ კუთხით კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად არის წელში გამართული. შესაბამისად, როგორც კი გადაივლის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, როგორც კი დასრულდება, პირველ რიგში, ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები და მაშინვე დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებები წელს დაიწყება, კობახიძემ აღნიშნა:

„ყველაფერი შეიძლება, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება, ეს არის პოლიტიკური საკითხი. შეიძლება წელს მოხდეს, შეიძლება გაისად. ასეც და ისეც, ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“.

ეკოაქტივისტებმა გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს

ეკოაქტივისტებმა გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მოძრაობა „უკანასკნელმა თაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა ბერლინის, შტუტგარტის, ნიურნბერგისა და კიოლნის აეროპორტებში.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა 8 აქტივისტმა, რომელთაც სტაფილოსფერ ჟილეტები ეცვათ. კერძოდ, აქციის ორმა მონაწილემ ასაფრენ ბილიკზე შეაღწია. „ნავთობი კლავს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კლიმატური ცვლილებები გარდაუვალი ხდება და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ საჭიროა ქმედითი ზომების გატარება.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეკოაქტივისტების ქმედებას სახიფათო და სულელური უწოდა. მისივე ცნობით, სამინისტრო დაკავებული პირების მკაცრად დასჯას ითხოვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოძრაობა „უკანასკნელი თაობის“ წარმომადგენლებმა გერმანიის აეროპორტების მუშაობა შეაფერხეს. მსგავსი აქცია მათ ივლისის ბოლოსაც მოაწყვეს.

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია “ფედერალისტები” დააფუძნეს

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია „ფედერალისტები“ დააფუძნეს.

პარტია „ფედერალისტების“ პრეზენტაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანების სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და რაც მთავარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.

„ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რამ იმუშავა იქ, რამაც თქვენი ყურადღება ჩვენკენ მოაპყრო და ზუსტად ვიცით, ეს ყურადღება როგორ გავზარდოთ და გავაფართოოთ.

რაც შეეხება პარტიის სახელს, რატომ „ფედერალისტები“ – ორი დღის წინ ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა და ეს ერთდღიანი ფეისბუკ-მოთქმა ვნახეთ და ეს ახასიათებს, ზოგადად, სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ რაღაც დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში – ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერავინ აიცილებს, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისი სიცოცხლის უფლებისკენ, თავისუფლებისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვის რეალიზება, საჭიროა, ეს თავს მოხვეული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ის პრაიმერიზიც. ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება.

არჩევნების გარშემო დასმულ კითხვებს პასუხებს სექტემბერში გავცემთ. მინდა გთხოვოთ, თუ კი თქვენი ნდობა გვაქვს, ეს ერთი თვეც მინდა გთხოვოთ ნდობის გამოჩენა. ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, რაც გულისხმობს რუსული რეჟიმის შეცვლას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.