Home Blog Page 109

ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო – ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს – გენო პეტრიაშვილი 50 000-ლარიან პრემიაზე

ეს ჯილდო ნამდვილად დიდი მოტივაცია იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც უმედლოდ დარჩა, – ასე აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უმედლოდ დარჩენილ ოლიმპიადის მონაწილეებს 50 000 ლარი პრემია გადაეცემათ.

„ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს და ეს ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უყურადღებოდ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100 კილოვატიანი სიმძლავრის ფოტო-ელექტრო სადგური პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით 212 779 ლარი გადაეცა. სამუშაოები კომპანია “მობილფონმა” შეასრულა.

ინოვაციური პროექტის გასაცნობად სატრანსპორტო კომპანიაში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ფოტო-ელექტრო სადგურები დღეისათვის აქტუალურ თემას წარმოადგენს, რომელთა მოწყობის შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზრდით.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მოეწყო ფოტო-ელექტროსადგურის ქსელური სისტემა, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას, ანუ გასცემს და მიიღებს ელექტროენერგიას.

ქუთაისისთვის, რომელიც ეკო სმარტ ქალაქის მიმართულებით ვითარდება, მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური იდეების განხორციელება“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად – ლილე ლიპარტელიანი

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

„ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ ურბანული კუთხით, რომ ჭავჭავაძეზე და ჩოლოყაშვილზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ეს არის დანაშაული, იმდენად რამდენადაც იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ., რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ეს ტერიტორია და ეს არის, ფაქტობრივად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ასევე, იკვეთება კორუფციული ნიშნები”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

„როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს.

ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების საწყის ეტაპზე, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტიდან გამომდინარე და ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, სამუშაოების წარმოების გეგმაში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების შესრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე, მაგალითად, ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტების მიერ, საკურთხევლის თავზე დამატებით მოეწყო დროებითი საფარი, ვიდრე ძირითადი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია აიგებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, კომპანია „ქუადრექსის“ ხელმძღვანელმა, სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, რადგან აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზედ რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი.

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, და მიიჩნია რომ დაგეგმილი სამუშაოების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ქუადრექსი” დაასრულებდა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკურთხევლის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობას.

შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის, კონქისა და აფსიდის პროექტით გათვალისწინებული დროებითი გადახურვის მოწყობა კათედრალის დანარჩენ სტრუქტურაზე, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30

სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის – გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებიდან იგრძნობა და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 62 ათასი აღსაზრდელი წავა – კახაბერ ლაბუჩიძე 

ახალ სასწავლო წელს დედაქალაქი უკვე არსებულთან ერთად ხუთი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღით ხვდება. ეს დამატებით 1500-მდე ახალი ადგილია ჩვენი პატარებისთვის. ჯამში სულ ჩვენი დედაქალაქის 62 ათასი პატარა მცხოვრები წავა წელს ბაღში. ეს უპრეცედენტო ციფრია, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ გააკეთა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს მშობლები ბავშვებს საბავშვო ბაღში ვერ არეგისტრირებენ, მტკნარი სიცრუეა.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მშობლები ვერ ახერხებდნენ ბავშვთა რეგისტრაციას, არის სიცრუე. უცნაურია, რატომ არის ეს ადამიანი ამ სახელწოდების კოალიციაში. მათ ხომ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მართლაც ძლიერი საქართველოს შექმნა ტყუილით, ცალ ფეხზე დგომით და ზღაპრების მოყოლით გამორიცხულია,“ – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში რეგისტრაცია მიმდინარეობს სამ ეტაპად. როგორც კახაბერ ლაბუჩიძემ აღნიშნა, მათგან, ვინც ვერ შეძლო მეორე ეტაპზე რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის არქონის გამო, უკლებლივ ყველა დარეგისტრირდა მესამე ეტაპზე, ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან თითოეულ მომართვასა თუ ზარზე იყო შესაბამისი რეაგირება.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები და უსაფრთხო გარემო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა.

„მინდა საკრებულოს წევრებს, მაჟორიტარებს, მერიისა და ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ არცერთ გადაწყვეტილებაში, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლების სასიკეთოდ იყო მიმართული, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ,“ – დასძინა კახაბერ ლაბუჩიძემ.

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მომავალში ასეთი რეესტრის არსებობა პაციენტებს საშუალებას მისცემს ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვის ყველა სამედიცინო მომსახურება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა ყველა კვლევა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე მისი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

,,თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა” ​- ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიცია გაემიჯნა საკრებულოს საქმიანობას.

„თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ პრაქტიკულად თავი გაიუქმა, რადგან არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში. ისინი გამიჯნულები არიან და საკრებულოს მიღმა აკეთებენ განცხადებებს, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი არსებითი წარმოდგენა არ აქვთ. ძირითადად ეს არის წინასაარჩევნო რეფლექსიები, რომ დაძაბონ სიტუაცია და არსებითად მათ შეფასებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მოუწოდა, საკრებულოს მუშაობაში ჩაერთონ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო გარემოში, იყვნენ კონსტრუქციულები, შეასრულონ ხალხის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია და დაანებონ ქუჩა-ქუჩა სირბილს და ტყუილების გავრცელებას თავი“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების  მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: 

1 – „კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი”;

2 – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

7 – „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები”;

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

9 – „ლელო საქართველოსთვის”;

10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;

14 – „მესამე გზა”;

15 – „სამართლიანობისთვის”;

16 – „შეცვალე საქართველო”;

17 – „საქართველო”;

18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

20 – „თავისუფალი საქართველო”;

21 – „ტრიბუნა”;

22 – „კანონი და სამართალი”;

23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;

24 – „მწვანეთა პარტია”;

25 „გახარია საქართველოსთვის”;

26 – „მემარცხენე ალიანსი”;

27 – „ქართველ ერთობა”;

36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

41 – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”;

48 „ანა დოლიძე ხალხისთვის”.

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6903 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის არმიამ ღაზას სამხრეთ და ცენტრალური ნაწილში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც მანამდე ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნებისა და რაკეტების გასაშვებად ბაზად გამოიყენა.

მათივე ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ფლაერები და ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთ და დეირ ალ-ბალას აღმოსავლეთ ნაწილებში.

„წინასწარი გაფრთხილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიცემა იმისთვის, რომ შეამსუბუქოს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მისცეს საშუალება მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო ზონა დატოვონ“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

,,შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ ბიზნესს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპონენტების განცხადებაზე, რომ ხელისუფლების შანტაჟის შედეგად „დემნოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორებს ღონისძიებისათვის სივრცის დათმობაზე უარს ეუბნებიან.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა დღეს საქართველოში, ისე არასდროს ყოფილა.

„ყოველი 10 ბიზნესმენიდან 9 გაუბედურებული და ნაწამები ჰყავდათ და ჩვენი დაშანტაჟება (მართლა რომ ეს ვინმე იკადროს) ვის რაში სჭირდება? როდესაც ბიზნესმენები უარს ეუბნებიან, ესენი მოაბამენ კუდს, რომ „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს თურმე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება რაც გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა, ასე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. ეს ხომ ყველამ ვიცით. მეორე – შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ, რადგან ბიზნესმენი ფართს არ გაძლევს, რანაირი ლოგიკაა? ეს არის აშკარა წამოცდენა და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი არა დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას ეწევიან უცხო ქვეყნის დაფინანსებით და გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ იქ, სადაც ბანერი Free Misha არის გამოკრული“, – განაცხადა მდინარაძემ.

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – გოგა ხაინდრავა

სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს. 

„ს. სამადაშვილი: ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც პროფესიული კეთილსინდისიერება გამოიჩინა. სულს რომ გაყიდი კომკავშირის მდივანს პატრიოტად გაასაღებ! მევახშეს პოლიტიკოსად! თაღლითს კეთილსინდისიერად! ჩმორს დიპლომატად! ქართულს რუსულად!“, – წერს გოგა ხაინდრავა.