Home Blog Page 108

 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო, 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად – ჩინეთის საგარეო უწყება

2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NED-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ NED-მა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის ათობით მილიონი დოლარი დახარჯა.

„მონაწილეობა უკრაინის “ფერად რევოლუციაში”. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად.

NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X  (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან.

რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს, რომლის სიჩქარეც საათში 80 კილომეტრს აღწევს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ხუთი თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და სხვა ტექნიკა. გადაკეტილია სტიქიის ზონისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი.

კარშიაკას რაიონში ცეცხლმა ინდუსტრიულ ზონამდე მიაღწია და რამდენიმე ობიექტზე გავრცელდა, მათ შორის, გადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე მარმარილოს, ხის საწარმოებსა და ავეჯის სახელოსნოებზე.

26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს -ცესკოს პრესსპიკერი

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს. კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.

„17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არჩევნების მზადების პროცესში, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები. 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებენ და თუ ვინმეს სურს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია. ასე რომ, არჩევნები წინ არის, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ეს ყველაფერი გახდება უკვე ცხადი, ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.

საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს.  საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები,  რომელშიც სამწუხაროდ,  ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესაბამისად,  უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ  პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყანაში, თუმცა  საქართველოში ეს საკითხი ცესკოს ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულაციური განცხადებების გაკეთების საფუძველია. იყო მცდელობა საკითხი წარმოჩენილიყო იმგვარად, თითქოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში საკუთარი საქმიანობის გამო არსებულ შიშს უკავშირდება, რაც ერთგვარად ამ უწყების წარმომადგენელთა შეურაცხყოფადაც შეიძლება განვიხილოთ. უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, დაინტერესებული მხარეების მცდელობის მიუხედავად ყველა საკითხი იყოს პოლიტიზებული, თავის საქმიანობას გააგრძელებს მაღალი სტანდარტებით, რათა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების უსაფრთხოება და მისი მიუკერძოებლად, მაღალი სტანდარტებით ჩატარება.

ჩვენის მხრივ ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს და გარემოს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს ცალკეულ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხვალიდან კი უნალექო ამინდი იქნება. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში დღეს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დღეიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დღეს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ხოლო 18-19 აგვისტოს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომსახურების ამერიკული კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას რუსეთში

JPG edited with https://ezgif.com/resize

მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომსახურების ამერიკული კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას რუსეთში მისი მთავარი კონკურენტების გასვლის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

SLB, ჰიუსტონში მდებარე კომპანია, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Schlumberger-ი, 2023 წლის ივლისში შეწყვიტა რუსეთისთვის პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიწოდება.

რუსეთის საბაჟო მონაცემებით, აკრძალვის დაწესების შემდეგ, ამ ტიპის იმპორტი შენელდა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში კი შეჩერდა.

თუმცა, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ კომპანია აგრძელებდა მასალების იმპორტს სხვა წყაროებიდან. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე 17.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდება განხორციელდა.

კომპანიასთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ იმპორტი არ განხორციელებულა SLB-ის საწარმოდან და შეესაბამება კომპანიის საჯარო განცხადებებსა და საერთაშორისო სანქციებს.

SLB-ის ორმა უმსხვილესმა კონკურენტმა ნავთობმომსახურების სექტორში, Baker Hughes-მა და Halliburton-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს რუსეთი, ხოლო SLB-მ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთიდან გასვლას.

კომპანიამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში დიდი ბიზნესი ააწყო. გასულ წელს, რუსული ქვედანაყოფის ოპერაციებმა შეადგინა ჯგუფის 33.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის 5%. 2023 წლის ბოლოს კომპანიამ რუსეთში შეინარჩუნა 600 მილიონი დოლარის წმინდა აქტივები.

Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ SLB-ს რუსულმა ქვედანაყოფმა დეკემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის გეოლოგიურ კვლევით ინსტიტუტთან. კომპანიამ ვალდებულება აიღო, დაეხმაროს ნავთობისა და გაზის საბადოების მოდელების შემუშავებაში. გარდა ამისა, კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოაცხადა.

ექსპერტების აზრით, SLB-ის ტექნოლოგია და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს და რუს ოპერატორებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ ნავთობისა და გაზის პროექტები დაბალი ხარჯებითა და რისკებით.

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

თქვენ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა სწრა­ფად შე­იც­ვლე­ბა. მო­ძებ­ნეთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­და­დით თქვე­ნი მიზ­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო დღეა, გჭირ­დე­ბათ მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, არ შე­გე­შინ­დეთ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის.

კურო

დღეს ბედი გა­გიხ­სნით ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლი­თაც ოს­ტა­ტუ­რად ისარ­გებ­ლებთ. გა­მო­ი­ჩი­ნეთ მოქ­ნი­ლო­ბა და დიპ­ლო­მა­ტია, მო­ერ­გეთ ადა­მი­ა­ნებ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ებს. ვარ­სკვლა­ვე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ამ გზით მეტს მი­აღ­წევთ და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებთ.

ტყუ­პი

აირ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო საქ­მე­ე­ბი. 17 აგ­ვის­ტოს დიდი ენერ­გია გაქვთ და შე­გიძ­ლი­ათ ურ­თუ­ლე­სი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა. თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი მალე პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ. სა­სარ­გებ­ლოა ვარ­ჯი­ში.

კირჩხი­ბი

დღეს უნდა მო­ე­რი­დოთ აჩ­ქა­რე­ბას და საქ­მე­ე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლი ტემ­პით გა­ა­კე­თოთ. გექ­ნე­ბათ დრო, რომ შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი, თუ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ა­ნა­წი­ლებთ ძა­ლებს. იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, მო­უს­მი­ნეთ თქვენს ინ­ტუ­ი­ცი­ას.

ლომი

სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თუ­ლი დღეა. უნდა მო­ემ­ზა­დოთ სი­ურპრი­ზე­ბის­თვის. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და ნაც­ნო­ბო­ბა, გა­რე­მო­ე­ბე­ბი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია გა­და­დოთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გჭირ­დე­ბათ, რჩე­ვა სთხო­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს.

ქალ­წუ­ლი

თუ აქ­ტი­უ­რი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი ხართ, შე­გიძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ოთ შე­სა­ნიშ­ნავ შე­დე­გებს და მი­ი­ღოთ ის, რაც გსურთ. თუ რამე არ გა­მო­ვა პირ­ველ ჯერ­ზე, სცა­დეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა, გა­მო­ი­ყე­ნეთ უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დე­ბი. და­უ­ფიქ­რებ­ლად ნუ გას­ცემთ პა­სუხს.

სას­წო­რი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი დღეა. დღეს კარგ ხა­სი­ათ­ზე ხართ და და­დე­ბი­თად აღიქ­ვამს იმას, რაც ხდე­ბა. ზო­გი­ერ­თმა მოვ­ლე­ნამ შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს გეგ­მებ­ზე, მო­გი­წევთ ადაპ­ტა­ცია. გირ­ჩევთ მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ბუ­ნე­ბა­ში.

მო­რი­ე­ლი

სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ბას­რი საგ­ნებ­თან, მო­ე­რი­დეთ და­ზი­ა­ნე­ბებს. უმ­ჯო­ბე­სია დღე მშვი­დად გა­ა­ტა­როთ, და­კავ­დეთ ჰო­ბით, უყუ­როთ ტე­ლე­ვი­ზორს, და­ის­ვე­ნოთ. ნუ მი­ი­ღებთ სპონ­ტა­ნურ, ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

მშვილ­დო­სა­ნი

დღე შე­სა­ფე­რი­სია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბის­თვის. სა­სარ­გებ­ლოა ახ­ლის, სა­ინ­ტე­რე­სოს გა­კე­თე­ბა და ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა. ახალ ნაც­ნო­ბებ­თან სიფრ­თხი­ლე გჭირ­დე­ბა. არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ.

თხის რქა

იმის­თვის, რომ დღეს და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, კარ­გი გეგ­მა გჭირ­დე­ბათ. ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­გიგ­როვ­დათ. მი­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბის­თვის თქვენს ოჯახს: მათი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი გა­გა­ხა­რებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც ადრე იყო გა­და­დე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლი

შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­გიც­ვლით შე­ხე­დუ­ლე­ბებს გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნებ­ზე და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს თქვენს ცხოვ­რე­ბას. არ და­ი­წყოთ რთუ­ლი ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ამო­ცა­ნე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შა­ოს და და­კავ­დით ჰო­ბით. უმ­ჯო­ბე­სია სა­ღა­მო პა­სი­უ­რად და მო­დუ­ნე­ბუ­ლად გა­ა­ტა­როთ.

თევ­ზე­ბი

ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­გი­წევთ, თუმ­ცა ეს და­გამ­შვი­დებთ, ემო­ცი­უ­რად მო­დუ­ნე­ბის და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. სა­ღა­მო და­უთ­მეთ თქვენს სა­ჭი­რო­ე­ბებს, წა­დით სა­ლონ­ში, გა­ი­კე­თეთ მა­სა­ჟი, გა­მო­ი­ძი­ნეთ და აღიდ­გი­ნეთ ძალა. შე­სა­ფე­რი­სი დღეა შე­რი­გე­ბის­თვის.

გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას – ბენ კარდინი

გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“.

„გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება. საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს”, – წერს კარდინი.

ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ სააკაშვილმა პარტიას კობა ნაყოფია წარმოუდგინა – თინა ბოკუჩავა

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია – პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტსაბჭოზე ასევე განხილული იყო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებისა და კოალიციური პარტნიორის დამატების საკითხი.

„პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი ეხება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია – პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე”, – აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო – ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს – გენო პეტრიაშვილი 50 000-ლარიან პრემიაზე

ეს ჯილდო ნამდვილად დიდი მოტივაცია იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც უმედლოდ დარჩა, – ასე აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უმედლოდ დარჩენილ ოლიმპიადის მონაწილეებს 50 000 ლარი პრემია გადაეცემათ.

„ბევრი ადამიანი მოინდომებს პროფესიონალურ დონეზე მოეკიდოს სპორტს და ეს ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უყურადღებოდ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100 კილოვატიანი სიმძლავრის ფოტო-ელექტრო სადგური პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით 212 779 ლარი გადაეცა. სამუშაოები კომპანია “მობილფონმა” შეასრულა.

ინოვაციური პროექტის გასაცნობად სატრანსპორტო კომპანიაში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ფოტო-ელექტრო სადგურები დღეისათვის აქტუალურ თემას წარმოადგენს, რომელთა მოწყობის შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზრდით.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მოეწყო ფოტო-ელექტროსადგურის ქსელური სისტემა, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას, ანუ გასცემს და მიიღებს ელექტროენერგიას.

ქუთაისისთვის, რომელიც ეკო სმარტ ქალაქის მიმართულებით ვითარდება, მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური იდეების განხორციელება“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად – ლილე ლიპარტელიანი

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

„ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ ურბანული კუთხით, რომ ჭავჭავაძეზე და ჩოლოყაშვილზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ეს არის დანაშაული, იმდენად რამდენადაც იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ., რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ეს ტერიტორია და ეს არის, ფაქტობრივად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ასევე, იკვეთება კორუფციული ნიშნები”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.