Home Blog Page 107

OCCRP-ის დოკუმენტი არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება -თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმიანება.

მეგრელიშვილის თქმით, ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად “დააბოლონ” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი.

“OCCRP-მ საგამოძიებო მედია ორგანიზაციამ რამდენიმე ქართულ და რუსულ მედია პარტნიორთან ერთად განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებას ფლობს. OCCRP-ს რედაქტორმა დრიუ სალივანმა ღიად განაცხადა “ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთო” და ყოველგვარი სამართლებრივი ფორმის დაცვის გარეშე ფურცელზე მათთვის სასურველი შინაარსით დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგინა ხაზგასმით – ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტია რითაც მტკიცდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობსო. წარმოდგენილი ფარატინა ფურცელი დოკუმენტად ვერ განიხილება რადგან მას არ აქვს დოკუმენტისათვის აუცილებელი სამართლებრივი ფორმა და ნიშანი. ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად “დააბოლონ” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი”, – წერს მეგრელიშვილი.

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს -Politico

გერმანიის მთავრობა მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული ხარჯების შემცირების გეგმის თანახმად უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს.

ინფორმაციას Politico გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მორატორიუმი უკვე ძალაშია, და ის ადრე შეთანხმებულ დახმარებას არ შეეხება. აკრძალვა შეეხება უკრაინის მხრიდან ახალი დახმარების მოთხოვნას.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 5 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხები ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ გამოიყოფა. ის მხოლოდ გაყინულ რუსულ აქტივებზე იქნება დამოკიდებული.

 ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან ანტიამერიკული  პროპაგანდის ადგილი გავხდეთ -ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ორ დიდ თუ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან, მითუმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ – ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, მათ არ აქვთ ქვეყნის შიგნით არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, ვერ შექმნეს და ვერც საგნობრივი კრიტიკა მოახერხეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ინტერესებში ორ დიდ ქვეყანას შორის დაპირისპირების ინსპირატორის როლის მორგება არ შედის, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესია, საქართველომ როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური განვითარება მოახერხოს, რაც, მისივე შეფასებით, გამოქვეყნებულ რეიტინგებშიც ნათლად ჩანს.

„რა თქმა უნდა, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ურთიერთობის გადატვირთვაზე განცხადება, სწორედ ქართულმა მხარემ გააკეთა. იგივე NED-თან დაკავშირებით, ის კანონი, [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] რომელიც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობასა და ღიაობას ითვალისწინებს. როცა იქნება გამჭვირვალობა და ღიაობა მაშინ აღარ იქნება საფრთხე, საშიშროება და სპეკულაცია, იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა ეს ორგანიზაცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამიტომ გამჭვირვალობა არის ყველაზე კარგი პრევენცია. NED-ს თავისი სახელმწიფოს, აშშ-ს წინაშე, სრული გამჭვირვალობა აქვს, სრულად ინფორმირებულია ამერიკის ყველა ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე ჩვენი კანონი რას სთხოვს? რა ანგარიშვალდებულებაც მათ აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, დაახლოებით იმის 10%-იანი ვალდებულება გვინდა რომ საქართველოში იყოს, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა არსებობდეს და არასამთავრობო სექტორი არ იყოს მუდმივად ეჭვების ქვეშ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული, ატლანტიკური და ცივილიზაციური ფასეულობები და საქართველო, იმიტომაც არის, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგებით, დემოკრატიის განვითარების კუთხით, ადამიანების უფლებებისა თუ ბიზნესის, ეკონომიკისა თუ მმართველობის გამჭვირვალობის კუთხით, აშკარად წამატებას აღწევს. ასეთ შემთხვევაში გვინდა, რომ დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობაშიც, მათ შორის, ფასეულობების გავრცელების კუთხით, იყოს პარტნიორული და გამჭვირვალე ურთიერთობა.

საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ორ დიდ თუ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს. ერთი მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების ინსპირირება ნიშნავს, რომ თუ ერთი არა, ორივე ერთად „გაგჭყლეტს“. ამიტომ ჩვენს ინტერესებში ეს არ შედის. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საქართველო განვითარების, იდეების კონცენტრაციის, ევროპასა და აზიას შორის ლოჯისტიკური კავშირის დამამყარებელი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ადგილი იყოს. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან, მითუმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ.

ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, მათ არ აქვთ ქვეყნის შიგნით არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, ვერ შექმნეს და ვერც საგნობრივი კრიტიკა მოახერხეს. ისინი მუდმივად თამაშობენ, საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირების პარადიგმას. დასავლეთიდან ამა თუ იმ ძალების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, მათთვის სიცოცხლის მთავარი წყაროა. გარე კვებაზე არის რადიკალური ოპოზიცია ჩამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

The New York Times-ის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები -ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.

„The New York Times-ის ამერიკული ავტორიტეტული გამოცემის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი, თუ სწორად მახსოვს, სტატიას აქვეყნებდა NED-თან დაკავშირებით და პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს გლობალურად, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები. მხოლოდ საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ ეს თემა, დავიწყოთ ISFED-ით. გახსოვთ რა ჩაიდინა ESFED-მა პარალელური დათვლის ჭრილში, როგორ შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და თვე ნახევარი როგორი ოლიმპიური სიმშვიდით და ასევე, ოლიმპიური გულშემატკივრობით აკვირდებოდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ როგორმე დესტრუქცია და გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდათ. ასევე, შევახსენებ კანვასის ტრენინგებს, სადაც ჩამობრძანებული აგენტი ტრენერები როგორ ატრენინგებდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს, თუ როგორ უნდა შეუტიონ სამთავრობო შენობებს და ა.შ. ბოლოს, „გამჭვირვალობის კანონს“, როდესაც მთლიანად მათი დონორები, აბსოლუტურად სულ ყველა, რა დღეში ჩავარდნენ, რა აჟიოტაჟი ატეხეს გამჭვირვალობის წინააღმდეგ, როდესაც მათი ფარი იყო ყოველთვის ევროკავშირი და გამჭვირვალობა. თურმე, ჩამოეხსნათ ნიღაბი და ყველამ ანახა თავისი სახე, რომ ისინი რეალურად არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი დესტრუქციული პარტიებისთვის ამოფარებული შავი ფულის დასაფინანსებელი წყარო, გამტარები“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ჩინეთის განცხადებამდეც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, რას წარმოადგენს “ნედი”, ის ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორც ეს შედის ამერიკის ხელისუფლების ინტერესში -ბექა ოდიშარია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, რას წარმოადგენს „ნედი“, რომ ის მოქმედებს, აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტია, ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით, მათ შორის, კონგრესის ასიგნებებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „„ნედი“ მოქმედებს და ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორც ეს შედის ამერიკის ხალხის და ხელისუფლების ინტერესში“.

„ამერიკა დიდი სახელმწიფოა, მას აქვს მუდმივი ინტერესები, მათ შორის გეოპოლიტიკურიც. ჩვენთვის უბრალოდ გასაკვირი და დასანანია, რომ ძალიან ხშირად ექსტრემისტული ქართული „ენჯეოების“ უკან ვაწყდებით „ნედის“ ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას. თუმცა, მოვუწოდებდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ისევე როგორც ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ორგანიზაციების ხელშეწყობისაგან, რადგან მათი მავნებლობა ამერიკის მუდმივ ინტერესებში არ შედის, მის ინტერესებშია სტაბილური და განვითარებული საქართველო რეგიონში, რომელიც არის მყარი დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის. რაც შეეხება ჩვენს ვირთაგვა „ენჯეოებს“, რომლებიც მსუყედ ფინანსდებიან „ნედისგანაც“ მათ შორის, შეგახსენებთ „ისფედს“ და სხვებს, რომლებმაც მძლავრი დარტყმა მიაყენეს, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს, როცა მათ ეს ხელეწიფებოდათ, თუმცა, მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მყარი პოზიციების გამო ეს არ გაუვიდათ.

ვფიქრობ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა და ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ხალხი, ეს ქართველი „ენჯეოები“, ამერიკელი ხალხის და სხვათა ფულის მხრელები არც მეგობრებად გამოდგებიან, არც პარტნიორებად და არც დავალების შემსრულებლად. რაც შეეხება „ნედს“, ერთი რამ, რაც დადებითია, და მოვუწოდებდი ჩვენს „ენჯეოებს“, მილიონერ „ენჯეოებს“, რომლებსაც ქუდიც აეწვათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილები გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით, მიბაძონ „ნედს“, რომელსაც აქვს უმაღლესი სტანდარტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების და ანგარიშგების ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის მიმართ, მათ შორის, ისინი ვალდებული არიან, წარდგნენ მოხსნებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინაშე, მიბაძონ მათ და ასევე ჩაბაარონ ქართველ ხალხს ანგარიში, და არა ისე სკრუპულოზურად, როგორც ამას „ნედი“ ახერხებს. „ნედმა“ 2023 წელს მიიღო კონგრესის ასიგნებებით 315 მილიონი დოლარი და ყოველ დოლარ-ცენტზე გააკეთეს სკრუპულოზური ანგარიში როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის მიმართ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია ორი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

რუსეთის ძალებმა სუმიზე სარაკეტო იერიში დილის, დაახლოებით ექვს საათზე მიიტანეს.

„ისკანდერის“ რაკეტა ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

დარტყმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და 15-ზე მეტი ავტომობილი.

სამაშველო სამსახურმა დაბომბვის ადგილზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრო.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ 14-ივე დრონი ჩამოაგდო.

უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქების თავზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების “თეთრი ხელთათმანები,” რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით-ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები”, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლების დამხობით.

„ამერიკული დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ხელისუფლების განხილვის და კრიტიკის ობიექტი იყო, საქართველოში გაცემული გრანტების გაუმჭვირვალობის გამო.

ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ამ ორგანიზაციაზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით და ა.შ. მასალა საკმაოდ ვრცელია და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, ვფიქრობ ღირს გაცნობა.

საკუთარი თავის აღწერაში NED-ს უწერია, რომ ის „ეხმარება დემოკრატიებს დახურულ საზოგადოებებში“, ანუ თავად განსაზღვრავს თუ რომელი საზოგადოებაა დახურული, რომ იქ სიტუაცია გამოასწოროს…..

პირველივე კომენტარში იხილეთ NED-ს მიერ ბოლო წლებში საქართველოში გაცემული გრანტები და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ ვინ და რისთვის იღებს გრანტს და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია.

საინტერესოა, ისიც, რომ NED საქართველოს რატომღაც არა ევროპას, არამედ ევრაზიის რეგიონს მიაკუთვნებს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა

ფეხბურთის ფედერაცია „დინამოს“ ადმინისტრაციას წერილის არასწორი ვერსიის გავრცელებაში ამხელს.

საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართვასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს „დინამო არენას“ ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული წერილი წარუდგინა, სადაც საუბარია, რომ სტადიონი საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას. შესაბამისად, მისი ტევადობის სრულად ათვისება, შეუძლებელია.

კობიაშვილის განცხადებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ 7 სექტემბრის მატჩი არა „დინამოზე“, არამედ „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება.

ერთ-ერთ მედიაში „დინამო არენას“ წერილის მეორე ვერსია გავრცელდა, სადაც არაფერია ნათქვამი ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

რუსებმა კურსკში ბრიტანეთული ტანკი Challenger 2 გაანადგურეს -The Sun

უკრაინისთვის მიწოდებული ბრიტანული ტანკი Challenger 2 რუსეთის კურსკის ოლქში განადგურდა, ხოლო მასში მყოფი უკრაინელი სამხედრო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში გადამზადება გაიარა, დაიღუპა. ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.

„უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც წვრთნას დიდ ბრიტანეთში გადიოდა, მოკლეს, ხოლო მისი ტანკი Challenger 2 რუსული დრონის თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, – წერს გაზეთი.

გაზეთს წყარო უყვება, რომ Challenger 2 „ლანცეტის“ ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად „სრულად განადგურდა“.

Sky News-მა 15 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც უკრაინამ კურსკის ოლქზე შეტევის დროს ბრიტანული ტანკები Challenger 2 გამოიყენა.

 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო, 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად – ჩინეთის საგარეო უწყება

2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NED-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ NED-მა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის ათობით მილიონი დოლარი დახარჯა.

„მონაწილეობა უკრაინის “ფერად რევოლუციაში”. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად.

NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X  (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან.

რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს, რომლის სიჩქარეც საათში 80 კილომეტრს აღწევს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ხუთი თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და სხვა ტექნიკა. გადაკეტილია სტიქიის ზონისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი.

კარშიაკას რაიონში ცეცხლმა ინდუსტრიულ ზონამდე მიაღწია და რამდენიმე ობიექტზე გავრცელდა, მათ შორის, გადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე მარმარილოს, ხის საწარმოებსა და ავეჯის სახელოსნოებზე.

26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს -ცესკოს პრესსპიკერი

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს. კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.

„17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არჩევნების მზადების პროცესში, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები. 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებენ და თუ ვინმეს სურს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია. ასე რომ, არჩევნები წინ არის, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ეს ყველაფერი გახდება უკვე ცხადი, ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.